„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №381 |
|
2017 წლის 7 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №391 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/06/2014, 140080000.10.003.018012) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის (სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (შემდგომში –
სამსახური) მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი, ატრიბუტიკა და სიმბოლიკა) პლანშეტი №8 და პლანშეტი №9 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პლანშეტი №8 ესკორტირებისა და გადაადგილების მარშრუტების დაცვის განმახორციელებელი დანაყოფები
ესკიზი
აღწერილობა 1. ყოველდღიური ფორმა (ზაფხულის სეზონი) – მუქი ლურჯი შარვალი, შავი ქამარი, მუქი ლურჯი მოკლემკლავიანი მაისური 3 ღილზე შეკრული საყელოთი ან/და ლურჯი მოკლემკლავიანი პერანგი წინა მხარეს ორი ჯიბით, მარჯვენა მხარზე – საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულების მცირე ზომის დანაკერი, პერანგის მარცხენა მხარზე – მცირე ზომის შევრონი ოქროსფერი (ყვითელი) კანტით, ჯიბის ზემოთ თეთრი წარწერა ქართულ ენაზე: „სდსს“ (სამსახურის აბრევიატურა), შავი ჰალსტუხი სამაგრით, მუქი ლურჯი ქუდი (კეპი) კოკარდით, შავი ფეხსაცმელი, წოდებისა და დანაყოფის შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა. 2. ყოველდღიური ფორმა (საგაზაფხულო-საშემოდგომო სეზონი) – მუქი ლურჯი შარვალი, შავი ქამარი, მუქი ლურჯი გრძელმკლავიანი მაისური 3 ღილზე შეკრული საყელოთი ან/და ლურჯი გრძელმკლავიანი პერანგი წინა მხარეს ორი ჯიბით, მარჯვენა მხარზე – საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულების მცირე ზომის დანაკერი, პერანგის მარცხენა მხარზე – მცირე ზომის შევრონი ოქროსფერი (ყვითელი) კანტით, შავი ჰალსტუხი სამაგრით, მუქი ლურჯი ქუდი (კეპი) კოკარდით, შავი ფეხსაცმელი, წოდებისა და დანაყოფის შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.
პლანშეტი №9
ესკორტირებისა და გადაადგილების მარშრუტების დაცვის განმახორციელებელი დანაყოფები (ზამთრის სეზონი)
1. ყოველდღიური ფორმა
(ზამთრის სეზონი).
2. ჟილეტი (ყველა სეზონი).
1. ყოველდღიური ფორმა (ზამთრის სეზონი) – მუქი ლურჯი შარვალი, შავი ქამარი, მუქი ლურჯი გრძელმკლავიანი მაისური 3 ღილზე შეკრული საყელოთი ან/და ლურჯი გრძელმკლავიანი პერანგი წინა მხარეს ორი ჯიბით, მარჯვენა მხარზე – საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულების მცირე ზომის დანაკერი, პერანგის მარცხენა მხარზე – მცირე ზომის შევრონი ოქროსფერი (ყვითელი) კანტით, შავი ჰალსტუხი სამაგრით, მუქი ლურჯი დათბილული ქუდი მეტალის კოკარდით, შავი ფეხსაცმელი, მუქი ლურჯი გრძელი დაშვებული ქურთუკი გამოსაკრავით ორი ჩაჭრილი ჯიბით, ელვა შესაკრავით, წოდებისა და დანაყოფის შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა. 2. ჟილეტი (ყველა სეზონი) – შავი ფერის ჟილეტი გაწყობილი შუქამრეკლი ზოლებით. ჟილეტს ორივე მხარეს აქვს დანაკერი – „სდსს“ სამსახურის აბრევიატურა.“. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.08.2017.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.08.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №381. სარეგისტრაციო კოდი — 140080000.10.003.020090.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.08.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკისა და სიმბოლიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №391 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №381, 07.08.2017, სარეგისტრაციო კოდი 140080000.10.003.020090 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3769898/