სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ინოვაციური პროექტის განხორციელების შედეგად ინტელექტუალური საკუთრების უფლების კომერციალიზაციიდან გამომგონებლის გარანტირებული წილის დადგენისა და გაცემის წესის, ასევე სახელმწიფოს წილის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.08.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №379
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.020088
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/08/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.08.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (განრიგი 4-ის მიზნებისათვის) შორის სასესხო შეთანხმება (რეგიონალური განვითარების მეორე პროექტის დამატებითი დაფინანსება)“ სახელმწიფო პროგრამის − უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმის დამტკიცების შესახებ „სახელმწიფო პროგრამის − თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ დამტკიცების თაობაზე „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო ხელშეკრულება (ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტი)“ სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ინოვაციური პროექტის განხორციელების შედეგად ინტელექტუალური საკუთრების უფლების კომერციალიზაციიდან გამომგონებლის გარანტირებული წილის დადგენისა და გაცემის წესის,
ასევე სახელმწიფოს წილის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №379
2017 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
სსიპ –
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ინოვაციური პროექტის განხორციელების შედეგად ინტელექტუალური საკუთრების უფლების კომერციალიზაციიდან გამომგონებლის გარანტირებული წილის დადგენისა და გაცემის წესის, ასევე სახელმწიფოს წილის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სსიპ –
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ინოვაციური პროექტის განხორციელების შედეგად ინტელექტუალური საკუთრების უფლების კომერციალიზაციიდან გამომგონებლის გარანტირებული წილის დადგენისა და გაცემის წესი, ასევე სახელმწიფოს წილის დადგენის წესი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
სსიპ –
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ინოვაციური პროექტის განხორციელების შედეგად ინტელექტუალური საკუთრების უფლების კომერციალიზაციიდან გამომგონებლის გარანტირებული წილის დადგენისა და გაცემის წესი, ასევე სახელმწიფოს წილის დადგენის წესი
მუხლი 1🔗. გამომგონებლის გარანტირებული წილი
1. „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ დაფინანსებულ ინოვაციურ პროექტზე ორგანიზაციის მიერ (შემდგომში –
პატენტმფლობელი) პატენტის მოპოვების შემდეგ გამომგონებელს უნდა მიეცეს წილი პატენტიდან მიღებული ყოველწლიური შემოსავლის არანაკლებ 30%-ის ოდენობით, პატენტის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.
2. პატენტმფლობელის ვალდებულება, გასცეს წილი, წარმოიშობა პატენტიდან პირველი შემოსავლის მიღების მომენტიდან 12 თვის შემდეგ.
3. პატენტმფლობელი ვალდებულია, კეთილსინდისიერად ასახოს ყოველი საანგარიშო წლის შემოსავლები, ასევე შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, დაიანგარიშოს გამომგონებლისათვის მისაცემი თანხა და გასცეს იგი ყოველი საანგარიშო წლის ბოლოს. გამომგონებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს აღნიშნული შემოსავლებისა და ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების გაცნობა.
4. შემოსავალი წარმოადგენს პატენტის კომერციალიზაციის შედეგად საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული ჯამური თანხობრივი სარგებლისა და ამ სარგებლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების სხვაობას.
მუხლი 2🔗. პატენტმფლობელსა და გამომგონებელს შორის ხელშეკრულების პირობები
1. პატენტმფლობელი ვალდებულია, გამომგონებელთან დადოს წერილობითი ხელშეკრულება, რომელშიც ასახული იქნება ამ წესის პირველი მუხლით გათვალისწინებული პირობები. მხარეებს შეუძლიათ, ხელშეკრულებით განსაზღვრონ წილის გაცემის ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტისგან განსხვავებული პერიოდულობა.
2. ამ წესით გათვალისწინებული ვალდებულება მოქმედებს პატენტმფლობელსა და გამომგონებელს შორის შრომითი ან სხვა სახის სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგაც და დამოუკიდებელია გამომგონებლის სხვა ნებისმიერი სახის ანაზღაურებისგან.
3. თუ გამოგონება რამდენიმე პირმა შექმნა, თანაგამომგონებელთა შორის ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოსავლები ნაწილდება თანაბრად, თუ თანაგამომგონებელთა შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 3🔗. სახელმწიფო წილის მოთხოვნაზე უფლებამოსილი ორგანო და წილის ოდენობა
1. „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, სააგენტო უფლებამოსილია, ინოვაციური პროექტის არასაგრანტო დაფინანსების ფარგლებში დაფინანსებული ინოვაციური პროექტის განმახორციელებლისგან (დაფინანსების მიმღებისგან) დაფინანსების მომდევნო 7 წლის განმავლობაში მოითხოვოს ამ პროექტის შემოსავლიდან წილი, ყოველწლიურად 5%-ის ოდენობით.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის, შემოსავალი წარმოადგენს საანგარიშო წლის განმავლობაში დაფინანსებული პროექტიდან მიღებული ჯამური თანხობრივი სარგებლისა და ამ სარგებლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების სხვაობას.
მუხლი 4🔗. სახელმწიფოს წილის მოთხოვნის წესი
1. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა სააგენტოს მიერ უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით და უნდა მიუთითებდეს:
ა) დაფინანსების მიმღებს;
ბ) დაფინანსებული პროექტის დასახელებას;
გ) შემოსავლიდან წილის ოდენობასა და მის შესაბამის თანხას;
დ) თანხის დაფარვის ვადასა და შესაბამის რეკვიზიტებს.
2. სააგენტო უფლებამოსილია, მოითხოვოს პროექტის შემოსავლების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ფინანსური ანგარიშები, შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვ.), ხოლო დაფინანსების მიმღები ვალდებულია, მიაწოდოს სააგენტოს უტყუარი და სრულყოფილი მონაცემები.
მუხლი 5🔗. დაფინანსების მიმღებთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პირობები; კონფიდენციალურობა
1. სააგენტო ვალდებულია, დაფინანსების მიმღებთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებში არსებული პირობები. თუკი დაფინანსების მიმღები იურიდიული პირია, ხელშეკრულება ასევე უნდა ითვალისწინებდეს დაფინანსების მიმღების ვალდებულებას, უფლებამოსილი ორგანოს მიერ ლიკვიდაციის საკითხის გადაწყვეტამდე აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს წერილობითი ფორმით.
2. ამ წესის საფუძველზე ინოვაციური პროექტის შესახებ მიღებული ინფორმაცია წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას. დაფინანსების მიმღების წერილობითი თანხმობის გარეშე სააგენტო უფლებამოსილი არ არის, აღნიშნული ინფორმაცია გადასცეს მესამე პირებს.