„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 |
|
2017 წლის 7 აგვისტო დაბა ჩხოროწყუ |
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. გამგეობის სამართლებრივი სტატუსი
1.გამგეობა არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – გამგებლისადმი (შემდგომში – „გამგებელი“) დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს გამგებლის უფლებამოსილების განხორციელებას.
2. გამგეობას ხელმძღვანელობს გამგებელი.
3. გამგეობა შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულებისგან – გამგეობის სამსახურებისგან (შემდგომში – „გამგეობის სამსახური“), რომლებიც შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში – „საკრებულო“) და გამგებლის დავალებების შესრულებას.“;
ბ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – გამგეობის სამსახურის უფროსი (შემდგომში – „სამსახურის უფროსი“) არის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“;
გ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. გამგეობის სტრუქტურა
1. გამგეობა შედგება გამგეობის თანამდებობის პირებისა (გამგებელი, გამგებლის პირველი მოადგილე, გამგებლის მოადგილე (მოადგილეები)) და გამგეობის სამსახურებისაგან.
2. გამგეობის სამსახური იქმნება (უქმდება) და მათი რაოდენობა და დასახელებები განისაზღვრება ამ დებულებით.
3. გამგეობის სამსახურების ფუნქციები, უფლებამოსილებები და სტრუქტურა განისაზღვრება შესაბამისი სამსახურის დებულებით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
4. გამგეობის სამსახური, სამსახურის დებულების შესაბამისად, ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით შეიძლება დაიყოს ქვედანაყოფებად – განყოფილებებად.
5. გამგეობის თანამდებობის პირების და გამგეობის საჯარო მოხელეთა რაოდენობა განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.“;
დ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეული
1. გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეული არის გამგეობის სამსახური, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს გამგებლის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს გამგებლის და მისი დავალებით – საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.
2. პირველადი სტრუქტურული ერთეული საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და გამგებლის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.
3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) ეკონომიკის, ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახური;
დ) ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური;
ე) კულტურის, ძეგლთა დაცვისა და განათლების სამსახური;
ვ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური;
ზ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
თ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური;
ი) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;
კ) შიდა აუდიტის სამსახური.
5.გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მათ საკრებულოს დამტკიცების მიზნით.“;
ე) მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამგებლის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში (შემდგომში – „გამგებლის წარმომადგენელი“) არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე, რომელიც საჯარო სამსახურში მიიღება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. გამგებლის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. გამგებლის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს გამგებელი.
3. გამგებლის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
4. გამგებლის წარმომადგენელი:
ა) გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და აგრეთვე მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ბ) გამგებლის დავალებით უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;
გ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;
დ) გამგებლის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;
ე) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს;
ვ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების, ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;
ზ) ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით ახორციელებს დაბადების რეგისტრაციის თაობაზე (თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე) შეტყობინების მიწოდებას, გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენასა და გაცემას, პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციიის ორგანოში გაგზავნას.
თ) ხელს უწყობს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ პირს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის პროცესში და წარმოადგენს უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე პირს;
ი) გამგებლის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
5. გამგებლის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი და საკუთარი ბლანკი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში შემავალი შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის სახელწოდების აღნიშვნით.
6. ბეჭედი გამოიყენება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ შედგენილ და გაცემულ ცნობებზე.
7. ბეჭდის გამოყენებისას ბეჭდის ანაბეჭდი დოკუმენტს დაესმება იმგვარად, რომ ტვიფრმა მოიცვას ხელმომწერის თანამდებობისა და ხელმოწერის ადგილი.“;
ვ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. გამგეობის საჯარო მოსამსახურეები
1. გამგეობის საჯარო მოსამსახურეები არიან:
ა) პროფესიული საჯარო მოხელე (შემდგომ მოხელე) – პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ, გამგეობის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე;
ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება.
2. გამგეობის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადებული შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან შრომით ხელშეკრულებებს დებს გამგებელი.“.
|