„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 აპრილის №211 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №430 |
|
2017 წლის 17 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 25 აპრილის №211 ბრძანებაში (ვებგვერდი, 25/04/2016, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016531) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლით დამტკიცებული №15–№17 დანართები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №15
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი (საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ანალიზის მთავარი სამმართველოსა და ოპერატიული საქმიანობის ანალიზის განყოფილების გარდა)
დანართი №16
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ანალიზის მთავარი სამმართველო
დანართი №17
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ოპერატიული საქმიანობის ანალიზის განყოფილება
.“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|