ოქმი თანამშრომლობის შესახებ უნგრეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის

მიღების თარიღი 20.10.2009
ძალაში შესვლა 20.10.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000741
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 20/11/2009
matsne.gov.ge 703 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.10.2009 მიღება
20.10.2009 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
უნგრეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი თანამშრომლობის შესახებ უნგრეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ოქმი თანამშრომლობის შესახებ უნგრეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის უნგრეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, შემდგომში მოხსენიებულნი როგორც „მხარეები“, სურთ რა მათ შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და წახალისება, ითვალისწინებენ რა საერთო წარსულს და საერთო ღირებულებებსა და პრინციპებზე დაფუძნებულ ხანგრძლივ მეგობრობას, სურთ რა საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში, აღიარებენ რა, რომ სხვადასხვა დონეზე ჭეშმარიტი და კონსტრუქციული დიალოგი, განსაკუთრებით ორმხრივი ურთიერთობების და იმ საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე, რომლებიც ორმხრივი ინტერესის საგანია, ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთგაგების გაუმჯობესებასა და თანამშრომლობის გაძლიერებას პოლიტიკის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, სამეცნიერო, კულტურის და თავდაცვის სფეროებში, ითვალისწინებენ რა ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის კავშირების მნიშვნელობას პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების, ასევე ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ასევე აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის, მათ შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმების დადების პერსპექტივებს, რომელთა მიზანია რეფორმების დაჩქარება, კანონმდებლობის დაახლოება და საქართველოს შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაცია, ითვალისწინებენ რა საქართველოს ნატოს წევრობისკენ ძლიერ მისწრაფებას და მხედველობაში იღებენ რა ალიანსთან თანამშრომლობის განსაკუთრებულ ფორმატს, როგორიცაა ნატო-საქართველოს კომისია და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, რომლის მიზანია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება, თანხმდებიან შემდეგზე: მუხლი 1🔗 1. მხარეების მაღალი რანგის თანამდებობის პირები და, ასევე, სხვა რანგის თანამდებობის პირები რეგულარულად გამართავენ კონსულტაციებს ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების, ასევე საერთაშორისო და რეგიონული პოლიტიკის ძირითად საკითხებზე მეორე მხარის პოზიციის უკეთესად გაგების მიზნით. მუხლი 2🔗 1. კონსულტაციების საგანი განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაში მხარეების მიერ. 2. მხარეები გამართავენ კონსულტაციებს კავკასიის, შუა აზიის და ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების საკითხებზე. 3. მხარეები გამართავენ კონსულტაციებს იმ საკითხებზე, რომლებიც წარმოიშობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე დიალოგის დროს, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის და აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მხარდაჭერა: – ძირითად სექტორებში რეფორმების მიმდინარეობის პროცესში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირთან; – საქართველოს მოსახლეობას შორის ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის პროცესში; – საქართველოს და უნგრეთის რესპუბლიკის ინსტიტუტებს შორის ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით თანამშრომლობისას; – კოპენჰაგენის კრიტერიუმების კონტექსტში, ადამიანის უფლებების დაცვის და დემოკრატიზაციის სფეროებში უნგრეთის გამოცდილების გაზიარებისას; – თემატური საკითხების და პროექტების იდენტიფიცირებისას, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივას ისეთ შესაძლო სფეროებში, როგორიცაა კარგი მმართველობა, ეკონომიკური ინტეგრაცია, ენერგოუსაფრთხოება და ხალხთა შორის კონტაქტები; – ევროსაბჭოს 2008 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებების სწრაფად განხორციელების ხელშეწყობის დროს, განსაკუთრებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დროულად დაწყების, ასევე სავიზო რეჟიმის გამარტივების და რეადმისიის შესახებ შეთანხმებების დროულად დადების მიზნით; – საექსპორტო დახმარების გაწევის დროს – საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოებისთვის საქართველოს მომზადებისთვის. ამ მიზნით მხარეები მაქსიმალურად გამოიყენებენ ევროკავშირის არსებულ ინსტრუმენტებს, როგორიცაა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ინფორმაციის გაცვლის ერთეული (TAIEX), ევროკავშირის ტვინინგის პროექტები და სხვა; – ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ასევე კომისიის საქართველოსთვის მხარდაჭერის კონსოლიდაციისას. 4. მხარეები გამართავენ ინტენსიურ კონსულტაციებს ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებზე; განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს. 5. მხარეები გამართავენ კონსულტაციებს ორივე მხარისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე გლობალურ გამოწვევებთან და პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე. კერძოდ, ამ კონტექსტში კონსულტაციები გაიმართება გლობალურ ფინანსურ კრიზისთან და მის შედეგებთან, კლიმატის ცვლილებებთან (კიოტოს ოქმი) და ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 6. მხარეები ერთმანეთს გაუწევენ კონსულტაციებს შესაძლებლობის და საჭიროების შესაბამისად, მათი საგარეო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვან ინიციატივებთან დაკავშირებით, ასევე ორმხრივი ინტერესის სფეროში შემავალ საერთაშორისო საკითხებზე მათ პოზიციებთან დაკავშირებით, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციებში მიმდინარე საქმიანობების თაობაზე. კონსულტაციები ასევე შესაძლოა ინიცირებულ იქნეს ერთ-ერთი მხარისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მუხლი 3🔗 1. საჭიროების შემთხვევაში მხარეები განიხილავენ სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში მათ წარმომადგენლობებს შორის რეგულარული კონტაქტების დამყარების საკითხს. 2. მხარეები ხელს შეუწყობენ ძირითადი კონტაქტების დამყარებას საგარეო პოლიტიკის კვლევის როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ცენტრებს შორის, ასევე იმ სახელმწიფო და კერძო ფონდებს, ორგანიზაციებს, სიმპოზიუმებს და ა.შ. შორის, რომლებიც ჩართულნი არიან ასეთ კვლევებში. მხარეები ასევე ხელს შეუწყობენ კონტაქტების დამყარებას ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მკვლევარებს შორის. მუხლი 4🔗 1. როგორც წესი, კონსულტაციები გაიმართება მონაცვლეობით, საქართველოში და უნგრეთის რესპუბლიკაში. 2. კონსულტაციების სიხშირე განისაზღვრება მხარეების მიერ. 3. თუ სხვაგვარად არ დარეგულირდება, კონსულტაციებში მონაწილეობის და სასტუმროს სრული ხარჯები ანაზღაურდება გამგზავნი მხარის მიერ. მუხლი 5🔗 1. ეს ოქმი ძალაში შევა მისი ხელმოწერის თარიღიდან. ის ძალაში დარჩება განუსაზღვრელი პერიოდის განმავლობაში, თუ რომელიმე მხარე არ მოახდენს მის დენონსირებას წერილობით, სულ ცოტა 6 (ექვსი) თვით ადრე, წინასწარი შეტყობინებით. 2. ეს ოქმი შეიძლება შესწორდეს მხარეების თანხმობით. 3. ამ ოქმის ძალაში შესვლით ძალას კარგავს უნგრეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის 1996 წლის 31 ოქტომბერს ხელმოწერილი ოქმი. შესრულებულია ბუდაპეშტში, 2009 წლის ------------, ორ ორიგინალად, ორივე ინგლისურ ენაზე. უნგრეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით