აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/357
2017 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2017 წლის 13 ივლისის №01/2543, №01/2541, №01/2544, №01/2542; 2017 წლის 11 ივლისის 2017 №01/2491, №01/2490; 2017 წლის 24 ივლისის №01/2678, №01/2679; 2017 წლის 10 ივლისის №01/2478; 2017 წლის 20 ივლისის №01/2659, 2017 წლის 26 ივლისის №01/2760 განცხადებები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) განცხადებით მომართა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტრურის სამინისტრომ და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გზის მშენებლობის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის (შემდგომში – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი) ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
● პროექტის მოკლე აღწერა:
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი). ამჟამად მიმდინარეობს კმ1+000-კმ13+325 მონაკვეთის მშენებლობა. პროექტი ითვალისწინებს მონაკვეთს მახინჯაურიდან მდინარე ჭოროხამდე. გზის მთლიანი მონაკვეთი შეადგენს 14.3 კმ, ხოლო სიგანე 14.0 მეტრს. ბათუმის შემოვლითი გზა აღმოსავლეთიდან უვლის ქ. ბათუმს და მთელს სიგრძეზე გადის ხელვაჩაურის რაიონში. გზის უმეტესი ნაწილი გაივლის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიას. პროექტი იწყება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთის (ასაქცევი) – სარფის საავტომობილო გზაზე არსებული საავტომობილო გვირაბის სამხრეთ პორტალის შემდეგ სოფ. მახინჯაურის მისადგომებთან. ბათუმის შემოვლითი გზა ხელს შეუწყობს მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის, ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას, გააუმჯობესებს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის, სატრანსპორტო კორიდორს.
პროექტის ფარგლებში იგეგმება გვირაბის, ხიდებისა და სატრანსპორტო კვანძების მოწყობა. გზის მშენებლობისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი ტექნიკური პარამეტრები: გზის ხარისხი – საერთაშორისო ავტომაგისტრალი, საანგარიშო სიჩქარე – 100 კმ/სთ, გზის საფუძვლის სიგანე – 14.0 მ, სავალი ნაწილის სიგანე – 7.0 მ, სამოძრაო ზოლის სიგანე – 3.5 მ, მოპირკეთებული გვერდულების სიგანე – 2.5 მ, მოსაპირკეთებელი გვერდულების სიგანე – 1.0, საფარის ტიპი – ასფალტ-ბეტონი გზისათვის, ცემენტ ბეტონი – 5 (ხუთი) გვირაბისათვის.
პროექტის განხორციელების მიზნით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეებისათვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეთა ერთ ნაწილთან მიღწეულია. მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება, ვერ შედგა პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ მესაკუთრეების გარკვეულ ნაწილთან, ესენია: ვახტანგ ართმელაძე, ლია ართმელაძე, მარგო ბერიძე, ნინო ართმელაძე, ტარიელ ართმელაძე; ავთანდილ მახარაძე; ემზარ ბაკურიძე; ლელა ახვლედიანი, რამაზ ახვლედიანი; არჩილ ბერიძე; სერგო იონახი; შადიე ჩიჯავაძე; ლეილა გოგვაძე; შპს „კვადრი“.
სამინისტრომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადებები, თანდართული დოკუმენტაცია და მიზანშეწონილად მიიჩნია, დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი, რომლის ზემოქმედების არეალშიც მოექცა ვახტანგ ართმელაძის, ლია ართმელაძის, მარგო ბერიძის, ნინო ართმელაძის და ტარიელ ართმელაძის თანასაკუთრებაში, ტარიელ ართმელაძის საკუთრებაში, ავთანდილ მახარაძის საკუთრებაში, ემზარ ბაკურიძის საკუთრებაში, ლელა ახვლედიანის და რამაზ ახვლედიანის თანასაკუთრებაში, ლელა ახვლედიანის საკუთრებაში, არჩილ ბერიძის საკუთრებაში, სერგო იონახის საკუთრებაში, შადიე ჩიჯავაძის საკუთრებაში, ლეილა გოგვაძის საკუთრებაში, შპს „კვადრის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/კ 22.21.10.284 (მის.: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი განთიადი, საერთო ფართი 2018 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობა) მესაკუთრეები არიან ვახტანგ ართმელაძე, ლია ართმელაძე, მარგო ბერიძე, ნინო ართმელაძე და ტარიელ ართმელაძე. საექსპროპრიაციო ფართი 2018 კვ.მ.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/კ 22.21.10.496 (მის.: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი განთიადი, საერთო ფართი 2016 კვ.მ მიწის ნაკვეთი) მესაკუთრეა ტარიელ ართმელაძე. საექსპროპრიაციო ფართი 162 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/კ 22.21.10.261 (მის.: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი განთიადი, საერთო ფართი 2502 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა) მესაკუთრეა ავთანდილ მახარაძე. საექსპროპრიციო ფართი 1278 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/კ 22.22.15.072 (მის.: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ორთაბათუმი, მიწის ნაკვეთის საერთო ფართი 2565.00 კვ.მ (წინა ნაკვეთის ნომერი 22.22.15.052; 22.22.15.053)) მესაკუთრეა ემზარ ბაკურიძე. საექსპროპრიაციო ფართი 223 კვ.მ.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/კ 05.34.23.132 (მის.: ქ. ბათუმი, ახალგაზრდობის ქუჩა №30, 2502 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა) მესაკუთრეა ლელა ახვლედიანი და რამაზ ახვლედიანი. საექსპროპრიაციო ფართი 221 კვ.მ.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/კ 05.34.23.431 (მის.: ქ. ბათუმი, ახალგაზრდობის ქუჩა №30ა, მიწის ნაკვეთი 658 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა) მესაკუთრეა ლელა ახვლედიანი. საექსპროპრიაციო ფართი 658 კვ.მ.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/კ 05.34.23.598 (მის.: ქალაქი ბათუმი, დასახლება მახინჯაური, ქუჩა ამაღლება, №28-ის მიმდებარედ, მთლიანი ფართი 134 კვ.მ) მესაკუთრეა არჩილ ბერიძე. საექსპროპრიაციო ფართი 134 კვ.მ.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/კ 22.21.01.145 (მის.: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მწვანე კონცხი, საერთო ფართი 2001 კვ.მ) მესაკუთრეა სერგო იონახი. საექსპროპრიაციო ფართი 2001 კვ.მ.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/კ 22.21.03.313 (მის.: ხელვაჩაურის რაიონი, დაბა მახინჯაური, გურამიშვილის ქუჩა №32, საერთო ფართი 1580 კვ.მ მიწის ნაკვეთი, (საექსპროპრიაციო სრულად); ს/კ 22.21.03.283 (მის.: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მახინჯაური, მიწის ნაკვეთის 1581 კვ.მ (საექსპროპრიაციო 258 კვ.მ მიწის ნაკვეთი) და ს/კ 05.34.23.578 (მის.: ქალაქი ბათუმი, დაბა მახინჯაური, 692 კვ.მ (საექსპროპრიაციო სრულად) მესაკუთრეა შადიე ჩიჯავაძე.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავი ქონების ს/კ 05.34.23.497 (მის.: ქ. ბათუმი, დაბა მახინჯაური, ხიმშიაშვილის ქუჩა №21, საერთო ფართი 686 კვ.მ) მესაკუთრეა ლეილა გოგვაძე. საექსპროპრიაციო ფართი 150 კვ.მ.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავი ქონება ს/კ 22.22.09.858 (მის.: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი წინსვლა, /სოფელი სალიბაური, საერთო ფართი 2950 კვ.მ მიწის ნაკვეთი) მესაკუთრეა შპს „კვადრი“ (ს/ნ 448399867) საექსპროპრიაციო ფართი 1514 კვ.მ.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის თაობაზე წერილობით მიმართა ქონების მესაკუთრეებს. დასახელებულ წერილობით შეთავაზებაში მესაკუთრეებს ასევე განემარტათ, რომ უარის შემთხვევაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იმოქმედებდა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მათი საკუთრების (პროექტის ფარგლებში მოქცეულ ნაწილზე) ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების მიზნით მიმართავდა კანონმდებლობით დადგენილ ღონისძიებებს.
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგავარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“ ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა – მშენებლობისათვის.
ვინაიდან, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება ზემოთ მითითებულ კერძო მესაკუთრეებთან, უძრავი ქონებების გამოსყიდვაზე თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.
ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 28 ივლისის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელ საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს პროექტის ფარგლებში მოქცეულ შემდეგ მესაკუთრეთა უძრავი ქონება ექსპროპრიაციის უფლება:
1.1 უძრავი ქონება ს/კ 22.21.10.284 (მის.: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი განთიადი, საერთო ფართი 2018 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობა), მესაკუთრეები ვახტანგ ართმელაძე, ლია ართმელაძე, მარგო ბერიძე, ნინო ართმელაძე და ტარიელ ართმელაძე. საექსპროპრიაციო ფართი 2018 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები;
1.2 უძრავი ქონება ს/კ 22.21.10.496 (მის.: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი განთიადი, მიწის ნაკვეთის საერთო ფართი 2016 კვ.მ) მესაკუთრე ტარიელ ართმელაძე, საექსპროპრიაციო ფართი 162 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნარგავები;
1.3 უძრავი ქონება ს/კ 22.21.10.261 (მის.: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი განთიადი, 2502 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა), მესაკუთრე ავთანდილ მახარაძე, საექსპროპრიციო ფართი 1278 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნარგავები;
1.4 უძრავი ქონება ს/კ 22.22.15.072 (მის.: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ორთაბათუმი, მიწის ნაკვეთის საერთო ფართი 2565.00 კვ.მ (წინა ნაკვეთის ნომერი 22.22.15.052; 22.22.15.053)), მესაკუთრე ემზარ ბაკურიძე, საექსპროპრიაციო ფართი 223 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა;
1.5 უძრავი ქონება ს/კ 05.34.23.132 (მის.: ქ. ბათუმი, ახალგაზრდობის ქუჩა №30, 2502 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა), მესაკუთრე ლელა ახვლედიანი და რამაზ ახვლედიანი, საექსპროპრიაციო ფართი 221 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები;
1.6 უძრავი ქონება ს/კ 05.34.23.431 (მის.: ქ. ბათუმი, ახალგაზრდობის ქუჩა №30ა, მიწის ნაკვეთი 658 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა) მესაკუთრე ლელა ახვლედიანი, საექსპროპრიაციო ფართი 658 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები;
1.7. უძრავი ქონება ს/კ 05.34.23.598 (მის.: ქალაქი ბათუმი, დასახლება მახინჯაური, ქუჩა ამაღლება, №28-ის მიმდებარედ, მთლიანი ფართი 134 კვ.მ), მესაკუთრე არჩილ ბერიძე, საექსპროპრიაციო ფართი 134 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნარგავები;
1.8 უძრავი ქონება ს/კ 22.21.01.145 (მის.: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მწვანე კონცხი, საერთო ფართი 2001 კვ.მ, მესაკუთრეა სერგო იონახი). საექსპროპრიაციო ფართი 2001 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები;
1.9 უძრავი ქონება ს/კ 22.21.03.313 (მის.: ხელვაჩაურის რაიონი, დაბა მახინჯაური, საერთო ფართი 1580 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები (საექსპროპრიაციო სრულად), ს/კ 22.21.03.283 (მის.: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მახინჯაური, მიწის ნაკვეთის 1581 კვ.მ (საექსპროპრიაციო 258 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები) და ს/კ 05.34.23.578 (მის: ქალაქი ბათუმი, დაბა მახინჯაური 692 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები (საექსპროპრიაციო სრულად) მესაკუთე შადიე ჩიჯავაძე;
1.10 უძრავი ქონება ს/კ 05.34.23.497 (მის.: ქ. ბათუმი, დაბა მახინჯაური, ხიმშიაშვილის ქუჩა №21, საერთო ფართი 686 კვ.მ,) მესაკუთრეა ლეილა გოგვაძე, საექსპროპრიაციო ფართი 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები;
1.11 უძრავი ქონება ს/კ 22.22.09.858 (მის.: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი წინსვლა/სოფელი სალიბაური, საერთო ფართი 2950 კვ.მ მიწის ნაკვეთი) მესაკუთრე შპს „კვადრი“ ( ს/ნ 448399867) საექსპროპრიაციო ფართი 1514 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კ.მ, №6).
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ჯავახაძე