„ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ”
მიღების თარიღი 11.08.2017
ძალის დაკარგვა 01.01.2023
გამომცემი ორგანო ქარელის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.144.016283
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/08/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე არდემანაშვილი | ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | პოლიტიკური თანამდებობის პირები |
| 1. | საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე |
| 2. | საკრებულოს თავმჯდომარის მდივანი |
| 3. | მძღოლი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 17.07.2014
დოკუმენტის ტექსტი
„ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ”
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2017 წლის 11 აგვისტო
ქ. ქარელი
„ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული მოხელეთა იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ მოთხოვნათა შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №20 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 18/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 270070000.35.144.016153) „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ”.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი
დანართი №1
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოები და საშტატო ნუსხა
№
პოლიტიკური თანამდებობის პირები
თანამდებობრივი სარგო
(ლარი)
პოლიტიკური თანამდებობის პირი –
საკრებულოს თავმჯდომარე
2650
პოლიტიკური თანამდებობის პირი –
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
1700
პოლიტიკური თანამდებობის პირი –
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
1350
პოლიტიკური თანამდებობის პირი –
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
1350
პროფესიული საჯარო მოხელეები
საშტატო რიცხოვნობა
თანამდებობრივი სარგო (ლარი)
1.
პირველი რანგის საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი –
აპარატის უფროსი
1
1000
2.
მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
10
560
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი
საშტატო რიცხოვნობა
თანამდებობრივი სარგო (ლარი)
1.
საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე
1
790
2.
საკრებულოს თავმჯდომარის მდივანი
1
560
3.
მძღოლი
1
560