არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტისათვის - "ქართული ხალხური სამედიცინო ცოდნა და მისი გამოყენების ტრადიციები" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02/9
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის

ბრძანება №02/9

2017 წ ლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტისათვის –„ქართული ხალხური სამედიცინო ცოდნა და მისი გამოყენების ტრადიციები“არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის ა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის № 02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის„ა“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს – „ქართული ხალხური სამედიცინო ცოდნა და მისი გამოყენების ტრადიციები“.  

2. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

3. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტ ის მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვ ის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება ;

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპირის ქუჩა №4 ).

გენერალური დირექტორის

მოვალეობის შემსრულებელი                                   პაატა გაფრინდაშვილი