სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-1636/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

ბრძანება №02-1636/ო

2017 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (მუხლი 6; მუხლი 8; მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად, ვბრძანებ:

1. გაიცეს შპს „რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრზე“ (მის.: ქ. დედოფლისწყარო, ჰერეთის ქუჩა №22) „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6);

3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი: შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის ნ. ბოლქვაძის განცხადება: №69703, 05.07.2017წ.

ადგილზე შემოწმების აქტი №ლ/ლნ-1135-327, 04.08.2017წ.

ზეპირი მოსმენის ოქმი №9, 08.08.2017წ.

სააგენტოს უფროსი                                                   გია თვალავაძე