სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბრძანება №02-1649/ო2017 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” (მუხლი 9, მე-16 პუნქტი) და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის, პირველი პუნქტის, „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მიეცეს სს ,,საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანებას“ (მის.: ხარაგაულის რაიონი, სოფ. ბორითი) „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ საქმიანობის განხორციელების უფლება.
2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნეს სამედიცინო დაწესებულებათა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების“ წარმომადგენლის მ. ქამუშაძის განცხადება: №71980, 11.07.2017წ.
ადგილზე შემოწმების აქტი №ლ/ლნ-1157-328, 07.08.2017წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე