სამტრედიის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.08.2017
გამომცემი ორგანო სამტრედიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.120.016236
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/08/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,802 სიტყვა · ~9 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 სასურსათო და ყვავილების მაღაზია
2 სუპერმარკეტი
3 მინიმარკეტი
4 ელექტრო ტექნიკისა, და შერეული საქონლის მაღაზია
5 სამეურნეო, სამრეწველო და ზოომაღაზია
6 აფთიაქი
7 ავეჯის სპეციალიზირებული  მაღაზია
8 შერეული საქონლის ბაზრობა
9 აგრარული ბაზარი
10 ყვავილების ბაზარი
11 საბითუმო ბაზრობა
12 საბითუმო საწყობი
13 კაფე, ბარი, რესტორანი, სასადილო, პიცერია
14 სარიტუალო დარბაზი
15 სასტუმრო
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე 97% 01.02.2017 ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ 97% 18.07.2018 თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ 96% 08.02.2018 ონის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის შემოღების და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.07.2023 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ 96% 03.08.2018

დოკუმენტის ტექსტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 2017 წლის 17 აგვისტო ქ. სამტრედია სამტრედიის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  მე-16  მუხლის  მე-2  პუნქტის  „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და  მე-6 პუნქტების, 12​1 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 სამტრედიის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება-ტრანპორტირების, ამ ნარჩენების გაუვნებლობის ხარჯები დაიფაროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. მუხლი 4🔗 წინამდებარე დადგენილების ამოქმედების დღიდან დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, და იურიდიულ პირებს მიეცეთ უფლება დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანება დაფარონ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.  მუხლი 5🔗 ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან, „სამტრედიის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 6 ნოემბრის №49 დადგენილებით დამტკიცებული  დასახლებული  ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელები ჩაითვლებიან ამ დადგენილებით შემოღებული დასახლებული  ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელებად. მუხლი 6🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამტრედიის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 6 ნოემბრის №49 დადგენილება. მუხლი 7🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია დანართი №1 დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების  მოსაკრებლის ოდენობა № საწარმოების ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ჯგუფების ჩამონათვალი საქმიანობის სფეროს მიხედვით ზომის ერთეული ნარჩენების წლური დაგროვების ნორმა მ​3 მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი (№4): 12 თვეX10 ლარი - (მოსაკრებლის ოდენობა 1 მ​3 ნარჩენზე) ლარი 1 2 3 4 5 1 სასურსათო და ყვავილების მაღაზია სამუშაო ფართის 1 მ​2 0,65 0,541 2 სუპერმარკეტი სამუშაო ფართის 1 მ​2 0,5 0,416 3 მინიმარკეტი სამუშაო ფართის 1 მ​2 0,6 0,5 4 ელექტრო ტექნიკისა, და შერეული საქონლის მაღაზია სამუშაო ფართის 1 მ​2 0.6 0.5 5 სამეურნეო, სამრეწველო და ზოომაღაზია სამუშაო ფართის 1 მ​2 0.6 0.5 6 აფთიაქი სამუშაო ფართის 1 მ​2 0.6 0.5 7 ავეჯის სპეციალიზირებული  მაღაზია სამუშაო ფართის 1 მ​2 0,25 0.208 8 შერეული საქონლის ბაზრობა ერთი ადგილი 1.2 1.0 9 აგრარული ბაზარი ერთი ადგილი 2.4 2.0 10 ყვავილების ბაზარი ერთი ადგილი 3,40 2,833 11 საბითუმო ბაზრობა სამუშაო ფართის 1 მ​2 0,23 0,191 12 საბითუმო საწყობი სამუშაო ფართის 1 მ​2 0.6 0.5 13 კაფე, ბარი, რესტორანი, სასადილო, პიცერია ერთ დასაჯდომ ადგილზე 2,0 1,67 14 სარიტუალო დარბაზი სამუშაო ფართის 1 მ​2 0,25 0,208 15 სასტუმრო მომსახურების ერთეული (ერთი საწოლი) 1,72 1,433 16 სკოლა, ინსტიტუტი, კოლეჯი, ტექნიკუმი, პროფესიული სასწავლებელი ერთ მოსწავლეზე 0,04 0,033 17 საბავშვო ბაღი, ბაგა-ბაღი ერთ აღსაზრდელზე 0.6 0.5 18 სახელმწიფო ადმინისტრაციული დაწესებულება (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) სამუშაო ფართის 1 მ​2 0,02 0,016 19 ოფისი, სააგენტო და პროფესიული ორგანიზაცია (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) სამუშაო ფართის 1 მ​2 0,16 0,133 20 რკინიგზის სადგური, აეროპორტი ღია ფართის 1 მ​2 0,008 0,007 დახურული ფართის 1მ​2 0,08 0,07 21 ავტოსადგური ღია ფართის 1 მ​2 0,08 0,07 დახურული ფართის 1მ​2 0,25 0,21 22 ფასიანი სადღეღამისო ავტოსადგომი ფართის 1 მ​2 0,02 0,017 23 პარკირება ფართის 1 მ​2 0,03 0,03 24 კინოთეატრი, თეატრი მაყურებლის ერთი სავარძელი 0,05 0,04 25 გასართობი-სათამაშო ბიზნეს ობიექტი, ტოტალიზატორი, სამორინე, დისკოთეკა, ღამის კლუბი საერთო ფართის 1 მ​2 0.6 0.5 26 ინტერნეტ კაფე საერთო ფართის 1 მ​2 0,34 0,28 27 ავტოგასამართი სადგური/თხევადი აირით (სტაციონალური და არასტაციონალური) გასამართი სადგური საერთო ფართის 1 მ​2 0,04 0,033 28 ავტოტექმომსახურების სადგური, სახელოსნო, ავტო სამრეცხაო ღია ფართის 1 მ​2 0,02 0,02 დახურული ფართის 1მ​2 (სამუშაო ფართი) 0,14 0,12 29 მცირე სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტი საერთო ფართის 1 მ​2 0,21 0,18 30 ბანკი, ლომბარდი, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაცია, ვალუტის გადამცლელი პუნქტი საერთო ფართის 1 მ​2 0,34 0,28 31 სტადიონი, სპორტულ გამაჯანსაღებელი დაწესებულების ღია ტერიტორია და მანეჟი, სპორტ კლუბი, ფიტნეს კლუბი და საცურაო აუზები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა) ღია საერთო ფართის 1მ​2 0,01 0,008 დახურული საერთო ფართის 1 მ​2 0,08 0,07 32 აბანო, საუნა საერთო ფართის 1 მ​2 0,18 0,15 33 სადალაქო, სილამაზის სალონები, კოსმეტოლოგიის და ესთეტიკის ცენტრები ასერთო ფართის 1 მ​2 0,46 0,38 34 საცხობი სამუშაო ფართის 1 მ​2 0.36 0.30 35 მშენებარე ობიექტი, სარემონტო სამუშაო (გაწმენდა, შეღებვა, შელესვა და სხვა) საერთო ფართის 1 მ​2 0,1 36 საწყობი პირდაპირი მიყიდვის გარეშე, მაცივარი, ბაზა ღია საერთო ფართის 1 მ​2 0,02 0,017 დახურული საერთო ფართის 1 მ​2 0,1 0,08 37 კინოთეატრები, მუზეუმი, ბიბლიოთეკა, არქივი საერთო ფართის 1 მ​2 0,022 0,018 38 საავადმყოფო, სამშობიარო სახლი ერთი საწოლი 1,157 0,96 39 სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი, დისპანსერი, ექიმისა და სტომატოლოგიური კაბინეტი საერთო ფართის 1 მ​2 0,16 0,133 40 პოლიკლინიკა საერთო ფართის 1 მ​2 0.17 0.141 41 მოხუცებულთა სახლი, ბავშვთა სახლი (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) საერთო ფართის 1 მ​2 0.06 0.05 42 კავშირგამბულობის ობიექტები (სატელეფონო სადგურები), ტელევიზია,  ფოსტა და სადისტრიბიუციო ენერგო კომპანიები და მათი ფილიალების საოფისე ფართები საერთო ფართი 1 მ​2 0,15 0,125 43 რკინიგზის ორგანიზაციები და საწარმოები საერთო ფართი 1 მ​2 0,18 0,15 44 მსხვილი სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები (საწრმოო ნარჩენების გარდა) საერთო ფართი 1 მ​2 0,04 0,05 45 საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი საერთო ფართი 1 მ​2 0,008 0,01 46 ფერმები, სასათბურე და სანერგე მეურნეობები ღია ფართი 1 მ​2 0,08 დახურული ფართი 1 მ​2 0,05 47 სასაკლაოები საერთო ფართი 1 მ​2 0,5 48 სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა საერთო ფართი 1 მ​2 0,5 0,416 ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის მ = გ X რ. მ – ერთი თვის მოსაკრებელი დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის (ლარი); გ – მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი); რ – ზომის  ერთეულის  ფაქტობრივი  რაოდენობა  (შესაბამისი  ფართი,  ადგილი,  საწოლი და ა.შ.). დანართი №2 სამტრედიის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ”  საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალურ მეწარმეებისა და იურიდიული პირების მიერ დასახლებული  ტერიტორიის  დასუფთავებისათვის   მოსაკრებლის  გადახდის  წესს. 2. ეს წესი აწესრიგებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალურ მეწარმეებისა და იურიდიული პირების მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთის დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. 3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს სამტრედიის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში. 4. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში. მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გადამხდელია სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი დაწესებულებები, ორგანიზაციები, ინდივიდუალურ მეწარმეები და იურიდიული პირები. მუხლი 3🔗. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი 1. მოსაკრებელის განაკვეთი, წესდება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის ორგანიზაციების, დაწესებულებების, იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა ნარჩენი. 2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ ორგანიზაციებს, დაწესებულებებს, იურიდიული პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა მუნიციპალური ნარჩენი. 3. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ სამტრედიის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი. 4. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას. 5. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დარეგისტრირებული  ნებისმიერი  გადამხდელის  ან მისი  წარმომადგენლის  მიერ. 6. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. მუხლი 4🔗. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება 1. ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მომსახურების მიღებისთანავე.   2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ სამტრედიის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტისთანავე.  3. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, აღსაზრდელთა  და მოსწავლეთა რაოდენობა იანგარიშება  სიის მიხედვით, ხოლო სტუდენტებზე კი სტატუსის (აქტიური) გათვალისწინებით. 4. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით  გადასახდელი  თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით. 5. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის  გადახდისაგან  გათავისუფლება  ან  მისი  განაკვეთის მუხლი 5🔗. მომხმარებელთა უფლებები და მოვალეობები 1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება ვალდებულია დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. წინამდებარე წესის ამოქმედების დღიდან აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებებად. 2. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან  დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში) არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობას. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე. 3. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი  გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე. 4. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლების მიერ, ფაქტობრივად დაკავებულ ფართში განხორციელებული ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე), მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილების (კორექტირების) შეტანის მიზნით, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ  მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს და წარმოადგინონ მათ მიერ დაკავებულ ფართში ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტები; მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ გაზრდილი მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე. 5. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის შესახებ აცნობონ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობას და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართში) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი საგადასახადო ან სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები). საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვა შეწყდება სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეტყობინების განხორციელების დღიდან ან შესაბამისად უფლებამოსილი პირების მიერ  ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან. 6. წინამდებარე წესის შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით უფლებამოსილ პირს/პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს მომსახურების მიმღები პირების ტერიტორიაზე. მუხლი 6🔗. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. მუხლი 7🔗. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები 1. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ. 2. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. 3. დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომელთაც დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხათ მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე, მაგრამ არანაკლებ ორი თვისა, მიეცეთ უფლება მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე დარიცხული მოსაკრებლის (მოსაკრებლის მიმდინარე ყოველთვიურ დარიცხვასთან ერთად) დავალიანება დაფარონ მოსაკრებლის დარიცხვიდან არაუმეტეს 12 თვის ვადაში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე. მუხლი 8🔗. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა  და  ადგილობრივი  მოსაკრებლების  სამსახურს. მუხლი 9🔗. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.