საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

მიღების თარიღი 17.08.2017
ძალის დაკარგვა 11.12.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №58
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.170.016280
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/08/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 542 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.08.2017 მიღება
11.12.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №58 2017 წლის 17 აგვისტო ქ. ზუგდიდი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 აკრძალულია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალის (შემდგომში – საარჩევნო პლაკატი) გაკვრა: ა) საკულტო შენობა-ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლესია და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, ასევე სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში; ბ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა საგზაო ნიშანზე. მუხლი 2🔗 ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატის გასაკრავად განთავსდეს სპეციალური სტენდები (შემდგომში – სტენდი) დანართი №1-ით განსაზღვრულ ადგილებზე. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების მეორე მუხლის გათვალისწინებით სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას არაუმეტეს 1 (ერთი) ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არაუმეტეს: სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი). მუხლი 4🔗 საარჩევნო პლაკატები ასევე შეიძლება განთავსდეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გარე განათების ბოძებზე, მგზავრთა მოსაცდელებში და სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე. მუხლი 5🔗 ამ დადგენილების პირველი მე-2 და მე-4 მუხლების გათვალისწინებით საარჩევნო პლაკატები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში, თუ ამით არ უარესდება საგზაო ნიშნების, მაჩვენებლებისა და საავტომობილო გზის ხილვადობა, აგრეთვე საფრთხე არ ემუქრება ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას. მუხლი 6🔗 გამოყოფილი ადგილები და განთავსების პირობები ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის თანაბარია. მუხლი 7🔗 შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. მუხლი 8🔗 ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. მუხლი 9🔗 საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატების ამ კანონის მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები შეადგინოს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის პროფესიულმა საჯარო მოხელეებმა. მუხლი 10🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენატალია შეროზია დანართი № 1 ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების გასაკრავად განსათავსებელი სპეციალური სტენდებისათვის განსაზღვრული ადგილების ნუსხა: 1. ზვიად გამსახურდიას გამზირზე არსებული ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორია (ზვიად გამსახურდიას ძეგლთან) 2. ზვიად გამსახურდიას გამზირი №26 (კინოთეატრი „ატრიუმის“ მიმდებარედ) 3. ზვიად გამსახურდიას გამზირი №18 (პროკრედიტ ბანკის მიმდებარედ) 4. იონა მეუნარგიას ქუჩა №6 (ჭადრაკის სასახლის მიმდებარედ) 5. თეატრის ქუჩა №2 (იუსტიციის სახლის მიმდებარედ) 6. ცოტნე დადიანის ქუჩა (ყოფილი ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია) 7. შოთა რუსთაველის ქუჩა №96 (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) 8. შოთა რუსთაველის ქუჩა №105 (სავაჭრო ცენტრი „ალიანსის“ მიმდებარე ტერიტორია) 9. თამარ მეფის ქუჩა №3 (რესტორანი „მონოპოლის“ მიმდებარე ტერიტორია) 10. ჯანაშიას ქუჩა №1 (პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორია, მოსაცდელთან) 11. ჯანაშიას ქუჩა №12 (მშენებარე საფეხბურთო სტადიონის მიმდებარე ტერიტორია) 12. ჯანაშიას ქუჩა №17 (მესხიას უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია, მოედანთან) 13. დავით აღმაშენებლის გამზირი (№1 სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია) 14. კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა №206 (სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ მიმდებარე ტერიტორია) 15. ილია ჭავჭავაძის გამზირის დასაწყისი (ხიდის მიმდებარე ტერიტორია) 16. დემურიას ქუჩა (ქარხნის მიმდებარე ტერიტორია) 17. სოხუმის ქუჩა (ხიდის თავში, საჯვაროს გადასახვევთან) 18. კონსტანტინე გამსახურდიასა და თავისუფლების ქუჩების კვეთაზე (მეუნარგიას სკვერის მიმდებარე ტერიტორია) 19. დავით აღმაშენებლის ქუჩა №106 (ყოფილი იუსტიციის სახლის მიმდებარედ) 20. თაბუკაშვილის ქუჩა №17 (კოლხიდა-ნარაზენის მოსაცდელის მიმდებარე ტერიტორია) 21. ნიკოლაძის ქუჩა №3 (სვანური კოშკის მოპირდაპირე მხარე).