„მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 |
|
2017 წლის 18 აგვისტო ქ. მარტვილი |
„ა.ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.“;
„1. გამგებელს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები), რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. გამგებლის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას გამგებლის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი გამგებლის არჩევამდე ასრულებს გამგებლის პირველი მოადგილე, თუ გამგებლის პირველი მოადგილე დანიშნული არ არის – გამგებლის მოადგილე, ხოლო თუ გამგებელს ორი ან ორზე მეტი მოადგილე ჰყავს – გამგებლის უხუცესი მოადგილე. თუ გამგებლის პირველი მოადგილე ან გამგებლის მოადგილე დანიშნული არ არის, გამგებლის მოვალეობას გამგებლის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი გამგებლის არჩევამდე ასრულებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 56-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გამგებლის უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში გამგებლის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო გამგებლის პირველი მოადგილის თანამდებობაზე არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – გამგებლის მოადგილე .“.
„1. გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია (შემდგომში – სამსახურის უფროსი) ადგილობრივი თვითმმართველობის პროფესიული საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.“.
„მუხლი 11. გამგეობის სტრუქტურა
1. გამგეობის სტრუქტურა მოიცავს გამგეობის პოლიტიკურ თანამდებობის პირებს (გამგებელი, გამგებლის პირველი მოადგილე, გამგებლის მოადგილე (მოადგილეები)) და გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებს.
2. გამგეობის სტრუქტურული ერთეული (შემდგომში – გამგეობის სამსახური) იქმნება (უქმდება) და მათი რაოდენობა და დასახელებები განისაზღვრება ამ დებულებით.
3. გამგეობის სამსახურის ფუნქციები, უფლებამოსილებები და სტრუქტურა განისაზღვრება შესაბამისი სამსახურის დებულებით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
4. გამგეობის სამსახურში, მისი დებულების შესაბამისად შეიძლება შეიქმნას მეორადი სტრუქტურული ერთეულები (შემდგომში – განყოფილებები).
5. გამგეობის პოლიტიკური თანამდებობის პირების და გამგეობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა რაოდენობა განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.“;
„მუხლი 16. გამგეობის საჯარო მოსამსახურე
1. გამგეობაში საჯარო სამსახურს ეწევა:
ა) პროფესიული საჯარო მოხელე (შემდგომში – მოხელე), რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ, გამგეობის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე;
ბ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება.
2. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე ვრცელდება საქართველოს შრომის კანონმდებლობა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.
|