საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

მიღების თარიღი 18.08.2017
გამომცემი ორგანო მარტვილის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016235
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/08/2017
matsne.gov.ge 395 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 08.08.2025 საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 06.08.2018 საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 30.08.2024 საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 07.08.2025 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 89% 24.08.2020

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 2017 წლის 18 აგვისტო ქ. მარტვილი საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ   საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის  შესაბამისად,   მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 აკრძალულია მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალის (შემდგომში – საარჩევნო პლაკატი) გაკვრა: ა) საკულტო შენობა-ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლესია და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, ასევე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში; ბ) მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა საგზაო ნიშანზე. მუხლი 2🔗 მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატის გასაკრავად განთავსდეს სპეციალური სტენდები (შემდგომში – სტენდი) დანართი №1-ით განსაზღვრულ ადგილებზე. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას არაუმეტეს ერთი  ცალი საარჩევნო პლაკატი, ზომით არაუმეტეს: სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი). მუხლი 4🔗 საარჩევნო პლაკატები ასევე შეიძლება განთავსდეს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გარე განათების ბოძებზე, მგზავრთა მოსაცდელებში და სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე. მუხლი 5🔗 ამ დადგენილების პირველი მე-2 და მე-4 მუხლების გათვალისწინებით, საარჩევნო პლაკატები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში, თუ ამით არ უარესდება საგზაო ნიშნების, მაჩვენებლებისა და საავტომობილო გზის ხილვადობა, აგრეთვე საფრთხე არ ემუქრება ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას. მუხლი 6🔗 გამოყოფილი ადგილები და განთავსების პირობები ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის თანაბარია. მუხლი 7🔗 შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. მუხლი 8🔗 ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. მუხლი 9🔗 საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატების ამ კანონის მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები შეადგინოს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა  და არქიტექტურის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა.  მუხლი 10🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია დანართი №1 მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების გასაკრავად განსაზღვრული ადგილები 1. მარტვილის ცენტრალური პარკის შესასვლელი, გიორგი ჭყონდიდელის ძეგლიდან 10 მეტრში; 2. ქ. მარტვილის შესასვლელი, ავტოსადგურის წინ თავისუფლების ქ.№18; 3. ქალაქის შუაგულში, სკვერის წინ თავისუფლების ქუჩაზე; 4. სასტუმრო „გარდას“ გვერდით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წინ ჭავჭავაძის ქუჩაზე; 5. მარტვილის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლებისა და სოფლის უბნების ცენტრებში, თვალსაჩინო ადგილებზე.