# საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

- ტიპი: მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
- მიმღები ორგანო: მარტვილის მუნიციპალიტეტი
- დოკუმენტის ნომერი: №30
- მიღების თარიღი: 18.08.2017
- კონსოლიდირებული რედაქცია: 18.08.2017
- სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.109.016235
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3783878/0
- წყარო: https://legali.ge/law/3783878/

> ეს არის 18.08.2017 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 1. აკრძალულია მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალის (შემდგომში – საარჩევნო პლაკატი) გაკვრა:

ა)
საკულტო შენობა-ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლესია და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, ასევე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში;
ბ)
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა საგზაო ნიშანზე

[https://legali.ge/law/3783878/muxli-1/](https://legali.ge/law/3783878/muxli-1/)

---

## მუხლი 2. მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატის გასაკრავად განთავსდეს სპეციალური სტენდები (შემდგომში – სტენდი) დანართი №1-ით განსაზღვრულ ადგილებზე



[https://legali.ge/law/3783878/muxli-2/](https://legali.ge/law/3783878/muxli-2/)

---

## მუხლი 3. ამ დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას არაუმეტეს ერთი  ცალი საარჩევნო პლაკატი, ზომით არაუმეტეს: სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი)



[https://legali.ge/law/3783878/muxli-3/](https://legali.ge/law/3783878/muxli-3/)

---

## მუხლი 4. საარჩევნო პლაკატები ასევე შეიძლება განთავსდეს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გარე განათების ბოძებზე, მგზავრთა მოსაცდელებში და სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე



[https://legali.ge/law/3783878/muxli-4/](https://legali.ge/law/3783878/muxli-4/)

---

## მუხლი 5. ამ დადგენილების პირველი მე-2 და მე-4 მუხლების გათვალისწინებით, საარჩევნო პლაკატები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში, თუ



[https://legali.ge/law/3783878/muxli-5/](https://legali.ge/law/3783878/muxli-5/)

---

## მუხლი 6. გამოყოფილი ადგილები და განთავსების პირობები ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის თანაბარია



[https://legali.ge/law/3783878/muxli-6/](https://legali.ge/law/3783878/muxli-6/)

---

## მუხლი 7. შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა



[https://legali.ge/law/3783878/muxli-7/](https://legali.ge/law/3783878/muxli-7/)

---

## მუხლი 8. ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა



[https://legali.ge/law/3783878/muxli-8/](https://legali.ge/law/3783878/muxli-8/)

---

## მუხლი 9. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატების ამ კანონის მე-80 მუხლით



[https://legali.ge/law/3783878/muxli-9/](https://legali.ge/law/3783878/muxli-9/)

---

## მუხლი 10. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია

დანართი №1

მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების

გასაკრავად განსაზღვრული ადგილები

1. მარტვილის ცენტრალური პარკის შესასვლელი, გიორგი ჭყონდიდელის ძეგლიდან 10 მეტრში;

2. ქ. მარტვილის შესასვლელი, ავტოსადგურის წინ თავისუფლების ქ.№18;

3. ქალაქის შუაგულში, სკვერის წინ თავისუფლების ქუჩაზე;

4. სასტუმრო „გარდას“ გვერდით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წინ ჭავჭავაძის ქუჩაზე;

5. მარტვილის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლებისა და სოფლის უბნების ცენტრებში, თვალსაჩინო ადგილებზე

[https://legali.ge/law/3783878/muxli-10/](https://legali.ge/law/3783878/muxli-10/)
