„ექსპორტ-იმპორტის და რეექსპორტის ლიცენზირების წესის შესახებ“

მიღების თარიღი 10.07.1998
გამომცემი ორგანო საქონლის დასახელება
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 160.012.003.313
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 10/07/1998
matsne.gov.ge 719 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (6)
საქონლის დასახელება სასაქონლო ნომენკლატურის კოდი
ხე-ტყე, შეშა 4401; 4403; 4404; 4406; 4407.
კავკასიური სოჭის თესლი 120999100
შავი და ფერადი ლითონების ჯართი და ნარჩენები 7204; 7404; 7602
მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებები 3808 /მხოლოდ მცენარეთა დაცვის პრეპარატები
თამბაქოს ნაწარმი 2402; 2403

დოკუმენტის ტექსტი

„ექსპორტ-იმპორტის და რეექსპორტის ლიცენზირების წესის შესახებ“ საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს ბრძანება №31 1998 წლის 10 ივლისი ქ. თბილისი ექსპორტ-იმპორტისა და რეექსპორტის ლიცენზირების წესის შესახებ 1998 წლის 26 ივნისის საქართველოს კანონის „შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის რეგულირების შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულების შესრულების მიზნით, ასევე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 23 იანვრის №35 და 1995 წლის 30 ნოემბრის №744 დადგენილებების შესაბამისად ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული დებულება საქონლის ექსპორტის, იმპორტისა და რეექსპორტის ლიცენზირების წესის შესახებ, დანართებით №1 და №2. 2. აღნიშნული ბრძანება ეცნობოთ საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანიზაციებს. დანართი: 5 ფურცელი მინისტრი                                                                             კ. ზალდასტანიშვილი დ ე ბ უ ლ ე ბ ა საქონლის ექსპორტის, იმპორტისა და რეექსპორტის ლიცენზირების წესის შესახებ 1. მოცემული დებულება განსაზღვრავს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს მიერ წინამდებარე დებულების №1 და №2 დანართებში ჩამოთვლილი საქონლის ექსპორტის, იმპორტისა და რეექსპორტის ლიცენზირების ერთიან წესს. 2. ლიცენზიები გაიცემა საქართველოს იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე მათი საკუთრების ფორმისა და რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად. 3. ლიცენზიების გადაცემა სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე აკრძალულია. 4. ლიცენზიები გაიცემა განცხადების საფუძველზე. საქონლის ექსპორტის, იმპორტისა და რეექსპორტის ლიცენზირებისას განცხადებას თან უნდა დაერთოს: - საექსპორტო ან საბარტერო კონტრაქტი (მხოლოდ ექსპორტისა და რეექსპორტის ლიცენზირების შემთხვევაში); - საიმპორტო კონტრაქტი ან ცნობა საიმპორტო საქონლის კუთვნილების შესახებ; - ასეთად შეიძლება ჩაითვალოს: სატრანსპორტო ზედდებული ან სასაქონლო ზედდებული ან კონოსამენტი ან საბაჟო დეკლარაცია (მხოლოდ იმპორტის ლიცენზირების შემთხვევაში); - მომსახურე ბანკის ცნობა საბანკო ანგარიშის არსებობის შესახებ; - ქვითარი სალიცენზიო მოსაკრებლის შესახებ; - საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი, გაცემული უფლებამოსილი ორგანოს მიერ (მხოლოდ ექსპორტის და რეექსპორტის ლიცენზირების შემთხვევაში); - იმ სამინისტროთა და უწყებათა თანხმობა, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 აპრილის №.270 ბრძანებულებით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 23 იანვრის №.35 და 1995 წლის 30 ნოემბრის №744 დადგენილებებით. 5. განმცხადებლები განცხადებასა და მის დანართებში მოყვანილი ცნობების სინამდვილეზე პასუხს აგებენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 6. ლიცენზიის მიღებაზე შემოსული განცხადების რეგისტრაცია ხდება ზემოაღნიშნული დებულების მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტების სრულად წარმოდგენის შემთხვევაში. განცხადების რეგისტრაცია წარმოებს სპეციალურ ზონარგაყრილ, ბეჭდით დამოწმებულ რეესტრის წიგნში, რომლის ყოველი გვერდი უნდა იყოს დანომრილი. იგივე წიგნში წარმოებს გაცემული ლიცენზიების რეგისტრაცია სათანადო ჩანაწერით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: - ლიცენზიის მიმღების დასახელება; - პროდუქციის დასახელება; - საერთო ღირებულება; - ლიცენზიის ნომერი. 7. ლიცენზიის გაცემა ხორციელდება საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის ცხრანიშნა კოდების მიხედვით, საქონლის შესაბამის განზომილებაში. 8. ლიცენზია გაიცემა საქონლის ერთი სახეობაზე კონტრაქტში მითითებული სასაქონლო პოზიციების რაოდენობის მიუხედავად. 9. ლიცენზია გაიცემა კონტრაქტში დაფიქსირებული ვადების ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 1 კალენდარული წლისა. იგი ძალაშია მასში მითითებული ვადის განმავლობაში. საექსპორტო-საიმპორტო (მათ შორის რეექსპორტზეც) ოპერაციები შეიძლება განხორციელდეს ლიცენზიაში დაფიქსირებული რაოდენობისა და ვადების ფარგლებში რამოდენიმე ეტაპად. 10. ლიცენზიის გაცემაზე გადაწყვეტილება : მიიღება არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა განცხადების რეგისტრაციიდან. უარი ლიცენზიის გაცემაზე უნდა იყოს მოტივირებული (განმცხადებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში უარის მოტივაცია მას ეცნობება წერილობით). ამ შემთხვევაში განმცხადებელს უბრუნდება სალიცენზიო გადასახადის ქვითარში აღნიშნული თანხა. 11. ყველა გაცემული ლიცენზიის ასლები და მათ საფუძველზე ჩატარებული ანალიზი ყოველკვირეულად უნდა მიეწოდოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრს. მათ ბაზაზე იწარმოებს ლიცენზიების ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფორმირება. 12. ლიცენზიის გაცემისათვის საჭირო წარმოდგენილი ყველა საბუთი ინახება ლიცენზიის გამცემ სტრუქტურაში 3 წლის განმავლობაში. დანართი №1 საქონლის ნუსხა, რომლის ექსპორტი ხორციელდება ლიცენზიებით საქონლის დასახელება სასაქონლო ნომენკლატურის კოდი შენიშვნა ბიოლოგიის, მინერალოგიის, არქეოლოგიის, პალეონტოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ნუმიზმატიკის საკოლექციო მასალები 970500000 ლიცენზიები გაიცემა შესაბამისად ფინანსთა, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის, კულტურის სამინისტროებისა და გეოლოგიის დეპარტამენტთან შეთანხმებებით. ხე-ტყე, შეშა 4401; 4403; 4404; 4406; 4407. საექსპორტო ლიცენზიები გაიცემა სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის მიიერ გაცემული ხე-ტყის ნედლეულის მოპოვების დამადასტურებელი საბუთის (ცნობის) წარდგენის შემთხვევაში. კავკასიური სოჭის თესლი 120999100 საექსპორტო ლიცენზიები გაიცემა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დამზადების ლიცენზიების საფუძველზე. შავი და ფერადი ლითონების ჯართი და ნარჩენები 7204; 7404; 7602 ლიცენზირებას ექვემდებარება ამ პროდუქციის რეექსპორტიც. დანართი №2 საქონლის ნუსხა, რომლის იმპორტი და რეექსპორტი ხორციელდება ლიცენზიებით საქონლის დასახელება სასაქონლო ნომენკლატურის კოდი შენიშვნა მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებები 3808 /მხოლოდ მცენარეთა დაცვის პრეპარატები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვია და სოფლის მეურნეობისა და სურსაის სამინისტროებთან შეთანხმებით. გარეული ცხოველები და ფრინველები, თევზი, გადაშენებული ცხოველების ძვლები, ჩლიქები, ველური მცენარეები, ტყის მერქნიანი სახეობათა თესლები და ანალოგიური ნედლეული 010119;010290900; 010391900; 010392900; 010410900; 010420900; 010599;010600910; 010600990; 0301-0303;-40700; 0507;050800000; 0604;082210000; 080222000; 120999100;1211; 121220000; 1401-1404;9601 შესაბამისად გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან, სატყეო მეურნეობის სა- ხელმწიფო დეპარტამენტთან, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან შეთანხმებით. თამბაქოს ნაწარმი 2402; 2403 სამრეწველო ნარჩენები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. ნებადართულია მხოლოდ არატოქსიკური სამრეწველო ნარჩენების იმპორტი, მათი სამრეწველო გადამუშავების მიზნით. ტოქსიკური და რადიოაქტიური სამრეწველო ნარჩენების იმპორტი მათი უტილიზაციის, გაუვნებელყოფის, გადამუშავების, დამარხვის ან სხვა მიზნით აკრძალულია.