ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.08.2017
ძალის დაკარგვა 30.06.2025
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.156.016265
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/08/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლერი ბერუაშვილი | დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- დმანისის მუნიციპალიტეტის ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 26.06.2025
დოკუმენტის ტექსტი
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2017 წლის 18 აგვისტო
ქ. დმანისი
გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დმანისის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას დმანისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს თანდართული გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელერი ბერუაშვილი
დანართი N1
დმანისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის
საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.
2. საბჭო იქმნება დმანისის მუნიციპალიტეტის დადგენილების საფუძველზე მოქმედი საკრებულოს უფლებამოსილების ვადით.
3. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, დმანისის მუნიციპალიტეტის რეგლამენტის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
4. საბჭოს ფუნქციები, უფლებამოსილებები, შემადგენლობა.
მუხლი 2🔗.
საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებანი
ა) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილი გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა;
ბ) სამთავრობო უწყებების მიერ დაგეგმილი გენდერული თანასწორობის საკითხებზე შიდა ინსტიტუციური პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით, დმანისის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმის შემუშავება შესრულების უზრუნველყოფა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი გენდერულ საკითხებთან მიმართებაში, მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან გამონდინარე, საკითხის ადგილობრივად შესწავლა, წინადადების შემუშავება და საქართველოს პარლამენტის გენდერული საბჭოსთვის წარდგენა;
ე) გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა;
ვ) ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესების მიზნით გენდერული ნიშნით სეგრეგირებული სტატისტიკის წარმოება, ანალიზი, ქალთა თანამდებობრივი დაწინაურების ხელშემშლელი ბარიერების გამოვლენა;
ზ) ფემიციდის, ოჯახში ძალადობის, ქალთა მკვლელობების, ქორწინების იძულების, ან/და ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევების შესახებ სრულყოფილი სტატისტიკის წარმოება და ანალიზი. საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება;
თ) დმანისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ხელისუფლების გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურესთან ერთად, ადრეულ ასაკში ქორწინებასთან და აბორტთან დაკავშირებით, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
ი) დმანისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში წინადადებისა და რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა;
კ) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა;
ლ) გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
მ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შესრულებული ან/და მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგის განხორციელება და შეფასება გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;
ნ) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;
ო) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის წარდგენა;
პ) წინადადებისა და რეკომენდაციების მომზადება და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის წარდგენა.
2. საბჭო უფლებამოსილია:
ა) გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს დმანისის მუნიციპალიტეტი;
ბ) წელიწადში ერთხელ საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ;
გ) გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის პროცესში მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ან/და ექსპერტები; საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით.
დ) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან.
ე) ითანამშრომლოს ქალთა ჯგუფებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებები.
მუხლი 3🔗.
საბჭოს სტრუქტურა
1. საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვროს 6 წევრით. საბჭო შედგება თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნისა და სხვა წევრებისაგან.
2. საბჭოს თავმჯდომარეობს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან დმანისის მუნიციპალიტეტის ორგანოების წარმომადგენლები, საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები.
4. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
5. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრთა 40%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს ერთი სქესის წარმომადგენელი.
6. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობას და საქმიანობის ფორმებს განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 4🔗.
საბჭოს ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი
1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და უძღვება საბჭოს საქმიანობას.
2. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
3. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
4. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს.
5. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
7. საბჭო იკრიბება საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა ერთი მესამედის ინიციატივით.
8. საბჭოს სხდომების ორგანიზებას და საბჭოს გადაწყვეტილების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი.
9. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.
10. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
11. საბჭოს მიერ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებს და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან ერთი თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ აცნობონ საბჭოს.
მუხლი 5🔗.
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.