მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი მერობის/საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე

მიღების თარიღი 21.08.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №31/2017
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016345
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/08/2017
matsne.gov.ge 224 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 87% 14.03.2018 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 86% 26.02.2018 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების წესის განსაზღვრის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება 86% 17.09.2020 საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 85% 01.09.2020 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების წესის განსაზღვრის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება 84% 05.09.2016

დოკუმენტის ტექსტი

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი მერობის/საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №31/2017 2017 წლის 21 აგვისტო ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი მერობის/საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის  მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 119-ე მუხლის მე-8 პუნქტის, 145-ე მუხლის მე-10 პუნქტისა და 167-ე მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი მერობის/საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების მიზნით: 1. პირველ რიგში ტარდება წილისყრა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატებისათვის; 2. მერობის/საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატების წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები წილისყრის მიზნით შევსებულ ფურცლებს სათითაოდ იღებენ მათ მიერ წარდგენილი მერობის/საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციის გავლის რიგითობის შესაბამისად; 3. მერობის/საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატების წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლების მიერ წილისყრის მიზნით შევსებული ფურცლების აღების რიგითობა, ერთსა და იმავე დღეს რეგისტრირებული კანდიდატებისათვის, განისაზღვრება შესაბამისი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი  მერობის/საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების ნომრის მიხედვით. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი