პენიტენციურ დაწესებულებაში იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების შეტანის წესის დამტკიცების შესახებ, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ანდა რომლებით სარგებლობა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას

მიღების თარიღი 31.08.2017
ძალაში შესვლა 01.09.2017
ძალის დაკარგვა 03.11.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №102
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016860
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/09/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 527 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.08.2017 მიღება
01.09.2017 ძალაში შესვლა
03.11.2025 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (3)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

პენიტენციურ დაწესებულებაში იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების შეტანის წესის დამტკიცების შესახებ, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ანდა რომლებით სარგებლობა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №102 2017 წლის 31 აგვისტო ქ. თბილისი პენიტენციურ დაწესებულებაში იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების შეტანის წესის დამტკიცების შესახებ, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ანდა რომლებით სარგებლობა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილისა და მე-60 მუხლის 3​1 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 თანდართული სახით დამტკიცდეს პენიტენციურ დაწესებულებაში იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების შეტანის წესი, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ანდა რომლებით სარგებლობა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების შეტანის წესი, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ანდა რომლებით სარგებლობა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მუხლი 1🔗 ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების შეტანის წესს, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ანდა რომლებით სარგებლობა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას (შემდგომში – აკრძალული ნივთები). მუხლი 2🔗 სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) დირექტორი უფლებამოსილია ამ წესით დადგენილი წესით გასცეს სპეციალური წერილობითი ნებართვა დაწესებულებაში აკრძალული ნივთების შეტანის თაობაზე, თუკი დაწესებულებაში აკრძალული ნივთის შეტანა აუცილებელია: ა) სამშენებლო/სარემონტო საქმიანობის განხორციელების მიზნით; ბ) დაწესებულებაში სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ ინდივიდუალური საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით; დ) დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული საწარმოს გამართული ფუნქციონირების მიზით; ე) დაწესებულების გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების გატარების მიზნით; ვ) სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობის გამო. მუხლი 3🔗 1. დაწესებულებაში აკრძალული ნივთის შეტანის მსურველმა პირმა, შუამდგომლობით უნდა მიმართოს დეპარტამენტის დირექტორს აკრძალული ნივთის შეტანის შესახებ. 2. შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს დაწესებულებაში აკრძალული ნივთის შეტანის მიზანი, საჭიროება, აუცილებლობა და ნივთის დანიშნულება, ასევე ნივთის უშუალოდ შემტანი პირის ვინაობა (სახელი, გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი, პირადი ნომერი, სამუშაო ადგილი და თანამდებობა) და დაწესებულების ტერიტორიაზე ნივთების მოძრაობის ფარგლები. მუხლი 4🔗 1. დეპარტამენტის დირექტორი აკრძალული ნივთის დაწესებულების ტერიტორიაზე შეტანის შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას იღებს შუამდგომლობის შეტანიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 2. გადაწყვეტილების მიღებისას დეპარტამენტის დირექტორი ვალდებულია: ა) შეაფასოს დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის შეტანის მიზანშეწონილობა; ბ) შეაფასოს ის რისკები, რომლებიც დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის შეტანასთანაა დაკავშირებული; გ) იმსჯელოს ყველა იმ გარემოებაზე, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს აკრძალული ნივთების დაწესებულების ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეტანასა და გამოყენებას. 3. გადაწყვეტილების მიღებისას დირექტორს შეუძლია შუამდგომლობის ავტორს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენა. მუხლი 5🔗 დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალული ნივთების შეტანისას ნივთებისა და შემსვლელი პირის შემოწმებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილი მოსამსახურე. მუხლი 6🔗 დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის შეტანიდან ნივთის გატანის მომენტამდე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების შესაბამისი მოსამსახურეები ვალდებულნი არიან, თვალყური ადევნონ აკრძალული ნივთის დაწესებულების ტერიტორიაზე გადაადგილებას და მის დანიშნულებისამებრ გამოყენებას. მუხლი 7🔗 დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის შეტანის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება შუამდგომლობის ავტორს, შესაბამის დაწესებულებასა და სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარ სამმართველოს, ხოლო შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი – შუამდგომლობის ავტორს. მუხლი 8🔗 დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის შეტანის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების აღსრულებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში, დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, დეპარტამენტის დირექტორს წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ.