📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 31.08.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №101
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016859
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/09/2017
matsne.gov.ge 3,463 სიტყვა · ~17 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 23.02.2021 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 19.10.2015 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ 1 91% 27.08.2015 პენიტენციური კოდექსი საქართველოს კანონი 91% 15.12.2023 №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 91% 21.01.2026

დოკუმენტის ტექსტი

პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №101 2017 წლის 31 აგვისტო ქ. თბილისი პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესის განსაზღვრის შესახებ პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 27-ე მუხლის მე-14 ნაწილის, 78-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 16 ნოემბრის №160 ბრძანება.  მუხლი 3🔗 1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებულის წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან. 2. ამ ბრძანებით დამტკიცებულის წესის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. წესის მოქმედება, რეგულირების სფერო და მიზნები 1. ეს წესი მიღებულია პატიმრობის კოდექსის საფუძველზე და აწესრიგებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ პენიტენციური დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) დროებით დატოვებასთან, მსჯავრდებულთა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლასთან, დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასთან და დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. 2. ამ წესის მიზანია ხელი შეუწყოს მსჯავრდებულთა რესოციალიზაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას, ასევე გარე სამყაროსთან ბრალდებულთა მჭიდრო კონტაქტის შენარჩუნებას. მუხლი 2🔗. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პასუხისმგებლობა 1. ბრალდებული/მსჯავრდებული, რომელიც დაარღვევს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად. 2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამ წესით დადგენილი ნორმების დარღვევა, რაც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ჩაითვლება დისციპლინურ გადაცდომად და გამოიწვევს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინურ პასუხისმგებლობას. 3. ბრალდებული/მსჯავრდებული დაწესებულების დროებით დატოვების, ხოლო მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის წინ უნდა გაფრთხილდეს ამ წესის დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელ პასუხისმგებლობაზე და ხელი მოაწეროს გაფრთხილების ბარათს (დანართი №1). თავი II დაწესებულების დროებით დატოვება მუხლი 3🔗. დაწესებულების დროებით დატოვება განსაკუთრებულ პირად გარემოებებთან დაკავშირებით 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება უფლება მიეცეს განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს დაწესებულების ტერიტორია, თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავის (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) გარდაცვალების ან სიცოცხლისათვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე, ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებასთან დაკავშირებით, ან მსჯავრდებულის სოციალური აქტივობის განსახორციელებლად, აგრეთვე, თუ აუცილებელია ბრალდებულის მონაწილეობა საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში. 2. საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მსჯავრდებულის მონაწილეობის აუცილებლობის შემთხვევაში, დაწესებულება უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, უზრუნველყოფს საპროცესო მოქმედებაში მსჯავრდებულის მონაწილეობას. 3. განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დაწესებულების დროებით დატოვების უფლების მისაღებად მსჯავრდებული ან მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი შუამდგომლობით მიმართავს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების მოტივი და დანიშნულების ადგილი, სადაც მსჯავრდებულმა უნდა გაატაროს დაწესებულების ფარგლებს გარეთ ყოფნისათვის განკუთვნილი დრო. განცხადებას თან უნდა დაერთოს განსაკუთრებული პირადი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები. 4. ბრალდებულის მიერ დაწესებულების დროებით დატოვების ნებართვას გასცემს გამომძიებელი ან პროკურორი. ნებართვა წერილობით ეგზავნება პატიმრობის დაწესებულებასა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტს (შემდგომში – დეპარტამენტი). მუხლი 4🔗. დაწესებულების დროებით დატოვების უფლების მიღება 1. დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით დაწესებულების დროებით დატოვების უფლება ეძლევათ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს, შესაბამისი დაწესებულების დირექტორის წარდგინებით მათი პიროვნებისა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით. 2. ბრალდებულს პატიმრობის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება ეძლევა ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით. 3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორი ადგენს ბრალდებულის/მსჯავრდებულის გამცილებელი თანამშრომლების რაოდენობასა და ვინაობას. გაცილება ხორციელდება დაწესებულებიდან დანიშნულების ადგილამდე და უკან. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია, არ დაემალოს გამცილებელ თანამშრომლებს და დაემორჩილოს მათ კანონიერ მოთხოვნებს. 4. დაწესებულების დროებით დატოვების დროს გამცილებელ თანამშრომლებს გადაეცემა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათი (დანართი №2). მუხლი 5🔗. დაწესებულების დროებითი დატოვების ვადა 1. მსჯავრდებულის მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს, ხოლო ბრალდებულის მიერ პატიმრობის დაწესებულების დროებითი დატოვების ვადა – 2 დღეს. აღნიშნულ ვადებში შედის ბრალდებულის/მსჯავრდებულის დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის დროც. 2. დაწესებულების დროებით დატოვების ვადა შედის პატიმრობის/სასჯელის მოხდის საერთო ვადაში. მუხლი 6🔗. დაწესებულების დროებით დატოვების ხარჯები 1. მსჯავრდებულის მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების ხარჯები გადაიხდება მისი ან მისი ოჯახის სახსრებიდან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც დაკავშირებულია საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად გაყვანასთან. 2. მსჯავრდებულის მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, დეპარტამენტის დირექტორი მიმართავს სამინისტროს ეკონომიკურ და ლოჯისტიკის დეპარტამენტებს და, მათი კომპეტენციის ფარგლებში, იღებს ინფორმაციას ტრანსპორტირებისა და სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება მსჯავრდებულს ან მისი ოჯახის იმ წევრს, რომელიც უზრუნველყოფს მსჯავრდებულის მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვებასთან დაკავშირებული თანხის სამინისტროს ანგარიშზე (დანართი №3) შეტანას. 3. მსჯავრდებულმა შესაძლოა შესაბამისი ხარჯების ანაზღაურების გარეშე დატოვოს დაწესებულება ერთ-ერთი შემდეგი პირობის არსებობისას: ა) თუ მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან ოჯახის წევრი (შვილი, ნაშვილები, გერი, შვილიშვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), ბებია, პაპა, და და ძმა) დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს სარწმუნო ცნობას იმის შესახებ, რომ: ა.ა) მსჯავრდებული ან/და მისი ოჯახის წევრები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში; ა.ბ) მიუხედავად მსჯავრდებულის და მისი ოჯახის წევრის მიერ სოციალურად დაუცველის სტატუსის არქონისა, მათ არ შეუძლიათ უზრუნველყონ დაწესებულების დატოვებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა; ბ) მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან ოჯახის წევრი განცხადებაში მიუთითებს დასაბუთებულ შუამდგომლობას დაწესებულების დატოვებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ. 4. ბრალდებულის მიერ პატიმრობის დაწესებულების დატოვებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს მიიღოს მისი კუთვნილი სამოქალაქო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი დაწესებულების დროებით დატოვების პერიოდისათვის. მუხლი 7🔗. დაწესებულების დროებით დატოვების პერიოდში ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება 1. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული დაწესებულების დროებით დატოვების პერიოდში დაავადდა და აუცილებელია მისი ჰოსპიტალიზაცია, აღნიშნულის თაობაზე გამცილებელი მოსამსახურეები დაუყოვნებლივ აცნობებენ დაწესებულების დირექტორს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება მოთავსდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში ან უახლოეს სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული მოთავსებულია სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, მკურნალობის განმავლობაში ამოიწურა დაწესებულების დროებით დატოვების ვადა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლებელია ტრანსპორტირება, ბრალდებული/მსჯავრდებული გადაჰყავთ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში. გადაწყვეტილებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის ტრანსპორტირების თაობაზე იღებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი მკურნალ ექიმთან შეთანხმებით. თავი III თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა მუხლი 8🔗. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის საფუძველი 1. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის დაბალი რისკის ან ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და რომლის მიმართაც არ მოქმედებს დისციპლინური სახდელი ან დისციპლინური პატიმრობა, უფლება აქვს წელიწადში ორჯერ ისარგებლოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით. 2. არასრულწლოვანს, აგრეთვე ორსულ ქალს და 3 წლამდე ბავშვის დედას უფლება აქვს, წელიწადში სამჯერ ისარგებლოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით. 3. მსჯავრდებულს, რომელიც სარგებლობს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით და რომლის მიმართაც არ მოქმედებს დისციპლინური სახდელი ან რომელსაც შეფარდებული არ აქვს დისციპლინური პატიმრობა, დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დამატებით წელიწადში ორჯერ მიეცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება უმაღლესი განათლების მიღების უფლებით სარგებლობის ხელშეწყობის მიზნით. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ წესის მე-9 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები. 4. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებას აძლევს დეპარტამენტის დირექტორი, თუ დაკმაყოფილებულია ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობები და, ამასთანავე, მსჯავრდებული დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულია: ა) სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად ჩარიცხვის გამო; ბ) პირადი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე; გ) გადამდები ინფექციური დაავადების გამო. მუხლი 9🔗. მსჯავრდებულის ხანმოკლე გასვლის უფლების მიღება 1. მსჯავრდებულის ხანმოკლე გასვლა ფორმდება დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით. მსჯავრდებულს (გარდა არასრულწლოვანი მსჯავრდებულისა) დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება ეძლევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი. 2. არასრულწლოვან მსჯავრდებულს დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება ეძლევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის ერთი მესამედი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის ნახევარი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის ორი მესამედი. 3. განსაკუთრებულ შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვადების მიუხედავად, მსჯავრდებულს შესაძლებელია მიეცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება. 4. დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლების მისაღებად, მსჯავრდებული ან მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი შუამდგომლობით მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს. შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს ხანმოკლე გასვლის მოტივი და დანიშნულების ადგილი, სადაც მსჯავრდებულმა უნდა გაატაროს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ფარგლების გარეთ ყოფნის დრო, დანიშნულების ადგილამდე მისვლის მარშრუტი და ტრანსპორტირების საშუალება. მუხლი 10🔗. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ საკითხის განხილვა, გასაჩივრება, ვადები 1. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ დადებით გადაწყვეტილებაში აღინიშნება მსჯავრდებულის ვინაობა, ადგილი, სადაც მსჯავრდებულმა უნდა გაატაროს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ფარგლებს გარეთ ყოფნის დრო, დანიშნულების ადგილზე მისვლისა და უკან დაბრუნების მარშრუტი, ტრანსპორტირების საშუალება, მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის დასაწყისი და დასასრული, უზრუნველყოფის ღონისძიება/ღონისძიებები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. 2. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების ასლი დაუყოვნებლივ იგზავნება შესაბამის დაწესებულებაში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო) და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. 3. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ შუამდგომლობის განხილვისას დეპარტამენტის დირექტორი შესაბამისი დაწესებულებიდან გამოითხოვს მსჯავრდებულის დეტალურ დახასიათებას. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია, გამოთხოვილ იქნეს მსჯავრდებულის პირადი საქმე. 4. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლასთან დაკავშირებულ საქმისწარმოებას ახორციელებენ დეპარტამენტისა და დაწესებულების შესაბამისი სამსახურები. 5. გადაწყვეტილების მიღებისას დეპარტამენტის დირექტორი ითვალისწინებს: ა) მსჯავრდებულის ქცევას სასჯელის მოხდის პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში დისციპლინურ და წახალისების ღონისძიებების, ასევე დისციპლინური პატიმრობის ფაქტებს; გ) მსჯავრდებულის პიროვნებას; დ) მსჯავრდებულის ოჯახურ მდგომარეობას; ე) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს; ვ) დანიშნულების ადგილს, სადაც მსჯავრდებული გაატარებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ფარგლებს გარეთ ყოფნის დროს; ზ) დანიშნულების ადგილამდე და უკან მგზავრობის მარშრუტს და ტრანსპორტირების საშუალებას; თ) სხვა მნიშვნელოვან გარემოებებს, რომლებიც დადებითად ან უარყოფითად ახასიათებს მსჯავრდებულს ან/და დაკავშირებულია დაწესებულების გარეთ მის ხანმოკლე გასვლასთან. 6. დახასიათების ან/და პირადი საქმის გამოთხოვა ხდება შუამდგომლობის მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ვალდებულია წარადგინოს დახასიათება ან/და პირადი საქმე მოთხოვნის მიღებიდან 2 სამუშაო დღეში. დეპარტამენტის დირექტორი მსჯავრდებულის ხანმოკლე გასვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამოთხოვილი მასალის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში. მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების აღსრულება იწყება მისი გამოტანიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 7. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ გადაწყვეტილების დედანი ინახება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში. მსჯავრდებულს გადაწყვეტილების ასლს გააცნობს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შესაბამისი სამსახური, რასაც მსჯავრდებული გადაწყვეტილების მეორე მხარეს დაადასტურებს ხელმოწერით და დაერთვება მსჯავრდებულის პირად საქმეს. მსჯავრდებულის მიერ ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში იმავე გვერდზე კეთდება შენიშვნა. 8. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ მსჯავრდებულის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორის მოტივირებული უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 11🔗. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიებები 1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას დეპარტამენტის დირექტორს შეუძლია გამოიყენოს შემდეგი უზრუნველყოფის ღონისძიებები: ა) გირაო – არანაკლებ 2000 ლარისა; ბ) პირადი თავდებობა; გ) ელექტრონული კონტროლის (მონიტორინგის) საშუალება. 2. შესაძლებელია ხანმოკლე გასვლის უფლების უზრუნველყოფის ღონისძიებათა ერთობლივი გამოყენება. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიების/ღონისძიებების გამოყენების აუცილებლობის თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ დეპარტამენტის დირექტორი შესაბამისი სამსახურის მეშვეობით შუამდგომლობის ავტორს აცნობებს დაწესებულებიდან გამოთხოვილი მასალის მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში, ხოლო შუამდგომლობის ავტორი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში წერილობით დაადასტუროს უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის მზადყოფნა. ასეთ შემთხვევაში, საკითხის განხილვის ვადა გაგრძელდება დადასტურების მიღების დღიდან. მუხლი 12🔗. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ვადა 1. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ხანგრძლივობა მითითებული უნდა იყოს დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებაში და არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, რომელშიც შედის მსჯავრდებულის დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის დროც. 2. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში. 3. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ვადები მიეთითება შესაბამის მოწმობაში. თუ მსჯავრდებული ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დაბრუნებას განსაზღვრულ ვადაში, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო (შემდგომში – პრობაციის ბიურო) უფლებამოსილია მსჯავრდებულს არაუმეტეს 2 დღით გაუგრძელოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ვადა. 4. ვადის გაგრძელების შემთხვევაში, პრობაციის ბიურო მიღებულ გადწყვეტილებას დაუყოვნებლივ აცნობებს დეპარტამენტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. 5. თუ მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის პერიოდში მძიმედ დაავადდა და აუცილებელი გახდა მისი ჰოსპიტილაზაცია, იგი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით დაუყოვნებლივ აცნობოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას, პრობაციის ბიუროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დეპარტამენტის დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ვადის ამოწურვისთანავე შესაბამის საერთო პროფილის საავადმყოფოში დროებითი საგუშაგოს მოწყობის თაობაზე. 6. თუ არსებობს ობიექტური გარემოება, რომელიც გამორიცხავს მსჯავრდებულის მიერ, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების, პრობაციის ბიუროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოსათვის შეტყობინების შესაძლებლობას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა, იგი ვალდებულია, აღნიშნულ უწყებებს პირველივე შესაძლებლობისთანავე აცნობოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მუხლი 13🔗. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ხარჯები მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები, გარდა ელექტრონული კონტროლის (მონიტორინგის) მექანიზმის გამოყენების ხარჯებისა, გადაიხდება მსჯავრდებულის ან მისი ახლო ნათესავის სახსრებით. მუხლი 14🔗. გირაო 1. გირაო არის ფულადი თანხა. ფულადი თანხა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სამინისტროს ანგარიშზე შეაქვს მსჯავრდებულის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს, მსჯავრდებულის ოჯახის წევრს ან მისი სახელით სხვა პირს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით მსჯავრდებულის სათანადო ქცევისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი (დანართი №4), რომლის ერთი ასლი გადეცემა გირაოს შემტანს. 2. დეპარტამენტის დირექტორი ითვალისწინებს გირაოს შემტანის პიროვნებასა და მის ფინანსურ მდგომარეობას. 3. დეპარტამენტის დირექტორის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გირაო სამინისტროს ანგარიშზე შეიტანება 3 დღის ვადაში. 4. გირაოს შეტანის წინ გირაიოს შემტანს გააცნობენ მსჯავრდებულისა და თავის ვალდებულებებს და წერილობით აფრთხილებენ დადგენილი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში იმ შესაძლო შედეგებზე, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტში. 5. თუ მსჯავრდებულმა, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით სარგებლობისას, არასაპატიო მიზეზით თავი აარიდა ვადის გასვლის შემდეგ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დაბრუნებას ან ჩაიდინა ახალი დანაშაული, მის მიმართ გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო გირაოს სახით შეტანილი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. 6. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესაბამისი ვადის დაცვის, ნაკისრი ვალდებულების ზუსტად და კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში, გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2 კვირის ვადაში დაუბრუნდება გირაოს შემტანს. მუხლი 15🔗. პირადი თავდებობა 1. პირადი თავდებობისას მსჯავრდებულის დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი, ახლო ნათესავი ან მსჯავრდებულის სახელით სხვა პირი კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფს მსჯავრდებულის სათანადო ქცევასა და დადგენილ ვადაში მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოცხადებას. 2. თავდებთა რაოდენობას განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორი. გამონაკლის შემთხვევაში, თავდები შეიძლება იყოს ერთი განსაკუთრებით სანდო პირი. 3. პირადი თავდებობის არჩევა დასაშვებია მხოლოდ თავდებთა შუამავლობით ან თანხმობით, აგრეთვე მსჯავრდებულის თანხმობით. თითოეული თავდები იძლევა ხელწერილს თავდებობის შესახებ (დანართი №5), რომელიც დაერთვის მსჯავრდებულის პირად საქმეს. 4. თავდებს, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლება არა აქვს, თავი იმართლოს იმით, რომ მსჯავრდებულის ქცევის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას. 5. თუ მსჯავრდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებულ იქნა თავდებობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თითოეულ თავდებს დაეკისრება ფულადი ჯარიმა არანაკლებ 10 000 ლარის ოდენობით. მუხლი 16🔗. მსჯავრდებულის ელექტრონული კონტროლი (მონიტორინგი) 1. მსჯავრდებულის ელექტრონული კონტროლის (მონიტორინგის) საშუალება წარმოადგენს მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის პერიოდში მისი გადაადგილების კონტროლის (მონიტორინგის) სპეციალურ საშუალებას. მსჯავრდებულს ელექტრონული კონტროლის (მონიტორინგის) სპეციალური საშუალება უფიქსირდება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით სარგებლობის პერიოდში. 2. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ელექტრონული კონტროლის განხორციელების მიზნით, მსჯავრდებული ვალდებულია გამოცხადდეს შესაბამის პრობაციის ბიუროში. 3. მსჯავრდებულის ელექტრონულ კონტროლს ახორციელებს პრობაციის ეროვნული სააგენტო. მუხლი 17🔗. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გარეთ ხანმოკლე გასვლა, დანიშნულების ადგილზე მისვლა და დაწესებულებაში დაბრუნება 1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის წინ მსჯავრდებული უნდა გაეცნოს ამ წესს და გაფრთხილდეს მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელ პასუხისმგებლობაზე. 2. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ ჩანაწერები კეთდება მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის მოწმობაში. 3. მსჯავრდებულის მოწმობას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ხანმოკლე გასვლის თაობაზე (დანართი №6) ავსებს დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე. 4. მსჯავრდებული ვალდებულია, დანიშნულების ადგილზე ჩასვლის ფაქტის დასადასტურებლად, პირველივე დღეს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და წარადგინოს დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის მოწმობა. პრობაციის ბიუროს უფროსი მოწმობაში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს, აღრიცხვაზე აიყვანს მსჯავრდებულს და გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს. 5. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დაბრუნებისას, დანიშნულების ადგილის დატოვების დღეს, მსჯავრდებული გამოცხადდება შესაბამის პრობაციის ბიუროში, წარადგენს მოწმობას და დაადასტურებს მის მიერ დანიშნულების ადგილის დატოვებას. პრობაციის ბიუროს უფროსი მოწმობაში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს და მოწმობას უბრუნებს მსჯავრდებულს. თუ დანიშნულების ადგილის დატოვების დღე არასამუშაო დღეა ან გამგზავრება ხორციელდება სამუშაო საათების დაწყებამდე, მსჯავრდებული დანიშნულების ადგილის დატოვების დასადასტურებლად პრობაციის ბიუროში გამოცხადდება დანიშნულების ადგილის დატოვების წინა სამუშაო დღეს. 6. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დაბრუნებისას მსჯავრდებული წარადგენს მოწმობას და ჩააბარებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უფლებამოსილ პირს, რის შესახებაც მოწმობაში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. მოწმობა დაერთვის მსჯავრდებულის პირად საქმეს. მუხლი 18🔗. მსჯავრდებულის ქცევის წესები მსჯავრდებული ვალდებულია თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის პერიოდში დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ქცევის წესები, მათ შორის: ა) დაიცვას მარშრუტი; ბ) არ დატოვოს დანიშნულების ადგილის ფარგლები; გ) საზოგადოების თავშეყრის ადგილებში არ ითამაშოს აზარტული თამაშები; დ) ნასვამი არ იმყოფებოდეს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. დანართი №1 ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაფრთხილების ბარათი მე, ბრალდებული/მსჯავრდებული სახელი ––––––––––––––––––––––– გვარი –––––––––––––––––––––––– ვადასტურებ, რომ გავეცანი „პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წესს“ და გაფრთხილებული ვარ, რომ: 1. თუ მე დაწესებულების დროებით დატოვების ან დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლისას დავარღვევ ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, რითაც თავს ავარიდებ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის აღსრულებას/თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის მოხდას, პასუხს ვაგებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად. 2. ჩემ მიერ ამ წესის დარღვევა, რაც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ჩაითვლება დისციპლინის დარღვევად და სათანადო დადასტურების შემთხვევაში გამოიწვევს ჩემს დისციპლინურ პასუხისმგებლობას. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ბრალდებული/მსჯავრდებულის ხელმოწერა) გავაფრთხილე პენიტენციური დაწესებულების დირექტორი გაფრთხილების თარიღი ––––––––––––––––––– თანამდებობა –––––––––––––––––––––––––––– სახელი ––––––––––––––––––––––––––––––––– გვარი –––––––––––––––––––––––––––––––––– ხელმოწერა ––––––––––––––––––––––––––––– ბეჭედი დანართი №2 დაწესებულების დროებითი დატოვების დროს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტოსურათი სახელი ________________________ ბეჭედი გვარი __________________________ პირადი ნომერი _________________ პირადობის მოწმობის ან პასპორტის სერია და ნომერი ___________________________________ პირადობის მოწმობის ან პასპორტის გამცემი ორგანო, თარიღი ___________________________ _____________________________________________________________________________________ დაბადების წელი, თვე, რიცხვი, ადგილი _______________________________________________ საცხოვრებელი ადგილი ______________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ დაწესებულების დროებით დატოვების მიზეზი _________________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ დანიშნულების ადგილი ______________________________________________________________ (ქალაქი, მუნიციპალიტეტი) ფაქტობრივი გაყვანა _________________________________________________________________ (თვე, რიცხვი, საათი) გადავეცი ___________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ (ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადამცემის თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა) ჩავაბარე ____________________________________________________________________________ (პასუხისმგებელი ბადრაგის სახელი, გვარი, ხელმოწერა) დაბრუნების თარიღი ________________________________________________________________ ფაქტობრივი დაბრუნება ______________________________________________________________ (თვე, რიცხვი, საათი) ჩავაბარე ____________________________________________________________________________ (პასუხისმგებელი ბადრაგის სახელი, გვარი, ხელმოწერა) მივიღე ______________________________________________________________________________ (ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიმღების თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა) დაწესებულების ბეჭედი დანართი №3 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანგარიშის საბანკო რეკვიზიტები მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში; მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი: TRESGE22; მიმღების ანგარიში: GE24NB0330100200165022; საბიუჯეტო შემოსულობების სადეპოზიტო სახაზიო კოდი: 302005400; აუცილებელი დანიშნულება: 5401 - (მიეთითოს გადასახადის დანიშნულება). დანართი №4 ოქმი გირაოს მიღების შესახებ გირაოს შემტანი პირი ______________________________________________________________ (სახელი და გვარი) დაბადების წელი, თვე, რიცხვი, ადგილი _______________________________________________ საცხოვრებელი ადგილი ______________________________________________________________ ___________________________________________________________________________________ პირადი ნომერი ______________________________________________________________­­­­______ პირადობის მოწმობის ან პასპორტის სერია და ნომერი __________________________________ ვის მიერ არის გაცემული პირადობის მოწმობა ან პასპორტი, თარიღი ___________________ ___________________________________________________________________________________ სამუშაო ადგილის დასახელება და დაკავებული თანამდებობა _________________________ ___________________________________________________________________________________ ნათესაური ან სხვა კავშირი მსჯავრდებულთან _______________________________________ გირაოს სახით შემოტანილი თანხის ოდენობა _______________________ ლარი საბანკო რეკვიზიტები ______________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ მე, გირაოს შემომტანი, გაფრთხილებული ვარ გირაოს პირობების შესაძლო დარღვევის შედეგად გამოწვეულ პასუხისმგებლობაზე და ვადასტურებ, რომ ვიღებ ვალდებულებას მსჯავრდებულ _____________________________________________________________________ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) სათანადო ქცევისა და დაწესებულებაში დროულად გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. გირაოს შემომტანის __________________________________________________________________ (სახელი, გვარი, ხელმოწერა) გირაოს შეტანის თარიღი _____________________________________________________________ დაწესებულების დირექტორის _______________________________________________________ (სახელი, გვარი, ხელმოწერა) დაწესებულების ბეჭედი დანართი №5 ხელწერილი თავდებობის შესახებ თავდები პირის/პირების სახელი, გვარი, პირადი ნომერი, პირადობის მოწმობის ან პასპორტის სერია და ნომერი _______________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________ რეგისტრაციის მისამართი _________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________ სამუშაო ადგილი, თანამდებობა ____________________________________________________________ __________________________________________________________________________________________ __________________________________________________________________________________________ მე, თავდები ვადასტურებ, რომ თავდებში ვუდგები მსჯავრდებულ ___________________________ __________________________________________________________________________________________ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) გავეცანი „პენიტენციური დაწესებულების დროებითი დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესს“ და გაფრთხილებული ვარ შესაძლო პასუხისმგებლობაზე. თავდების __________________________________________________________________________________ (სახელი, გვარი, ხელმოწერა) თავდების __________________________________________________________________________________ (სახელი, გვარი, ხელმოწერა) თავდების __________________________________________________________________________________ (სახელი, გვარი, ხელმოწერა) მსჯავრდებულის ____________________________________________________________________________ (სახელი, გვარი, ხელმოწერა) თავდებობის თარიღი _______________________________________________________________________ ხელწერილი ჩამოართვა ______________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________________ (თანამდებობა, წოდება, სახელი, გვარი, ხელმოწერა) ბეჭედი დანართი №6 მსჯავრდებულის მოწმობა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის თაობაზე მსჯავრდებულის ფოტოსურათი სახელი _____________________________ ბეჭედი გვარი ______________________________ პირადი ნომერი _____________________ პირადობის მოწმობის ან პასპორტის სერია და ნომერი ____________________________________ პირადობის მოწმობის ან პასპორტის გამცემი ორგანო, თარიღი _____________________________ _____________________________________________________________________________________ დაწესებულება, მისამართი, ტელეფონი ________________________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ დანიშნულების ადგილი ____________________________________________________________ (ქალაქი, მუნიციპალიტეტი) მარშრუტი, ტრანსპორტირების საშუალება ______________________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ დაწესებულებიდან გასვლა ___________________________________________________________ (თვე, რიცხვი, საათი) გავუშვი _____________________________________________________________________________ (დაწესებულების დირექტორის სახელი, გვარი, ხელმოწერა) მსჯავრდებული ვალდებულია დაბრუნდეს ____________________________________________ (დაწესებულებაში დაბრუნების თარიღი დეპარტამენტის დირექტორის ბრძანების შესაბამისად) გამოცხადდა დანიშნულების ადგილის შესაბამის პრობაციის ბიუროში ______________________ _____________________________________________________________________________________ (ქალაქი, მუნიციპალიტეტი) _____________________________________________________________________________________ (გამოცხადების თვე, რიცხვი, საათი) _____________________________________________________________________________________ (პრობაციის ბიუროს უფროსის სახელი, გვარი, ხელმოწერა) დატოვა დანიშნულების ადგილი ______________________________________________________ (თვე, რიცხვი, საათი) _____________________________________________________________________________________ (პრობაციის ბიუროს უფროსის სახელი, გვარი, ხელმოწერა) დაწესებულებაში დაბრუნება _________________________________________________________ (თვე, რიცხვი, საათი) დაბრუნდა __________________________________________________________________________ (ოპერატიული მორიგის სახელი, გვარი, ხელმოწერა) მოწმობის დახურვა _________________________________________________________________ (დაწესებულების დირექტორის სახელი, გვარი, ხელმოწერა) დაწესებულების ბეჭედი