„საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ტერორისტების შემოწმების ინფორმაციის გაცვლის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
მიღების თარიღი 21.08.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №405
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.020114
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/08/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.08.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ტერორისტების შემოწმების ინფორმაციის გაცვლის შესახებ „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის მათ საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და
ძალაში შესვლის თაობაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობისა და თავდაცვითი და სამხედრო კავშირების გაღრმავების შესახებ 1997 წლის 17 ივლისის შეთანხმების გაგრძელებისა და ცვლილების შესახებ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ტერორისტების შემოწმების ინფორმაციის გაცვლის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №405
2017 წლის 21 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ტერორისტების შემოწმების ინფორმაციის გაცვლის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
მუხლი 1🔗
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2017 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ტერორისტების შემოწმების ინფორმაციის გაცვლის შესახებ“ შეთანხმება.
მუხლი 2🔗
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;
ბ) შეატყობინოს ამერიკის შეერთებული შტატების მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი