📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.08.2017
ძალის დაკარგვა 01.01.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №189
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016399
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/08/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 398 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.08.2017 მიღება
01.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №189 2017 წლის 22 აგვისტო ქ. ქუთაისი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №189
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №189 2017 წლის 22 აგვისტო ქ. ქუთაისი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა №1 დანართის შესაბამისად. /დანართი № 1 წინამდებარე დადგენილებას თან ერთვის/ მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა ნუსხა №2 დანართის შესაბამისად.  /დანართი № 2 წინამდებარე დადგენილებას თან ერთვის/ მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 ივლისის №184 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 01.08.2017, 010250050.35.123.016394). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1-ლი ივლისიდან. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დვალი დანართი № 1 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის  საშტატო  ნუსხა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი შედგება 34 შტატისაგან. მათ შორის: 1. აპარატის უფროსი – 1 შტატი. 2. მეორადი სტრუქტურული ერთეული – სამდივნო განყოფილება – 7 შტატი: ა) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამდივნო განყოფილების უფროსი – 1 შტატი; ბ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 6 შტატი. 3. მეორადი სტრუქტურული ერთეული – იურიდიული განყოფილება – 3 შტატი: ა) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – იურიდიული განყოფილების უფროსი – 1 შტატი; ბ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 2 შტატი. 4. მეორადი სტრუქტურული ერთეული – საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება – 14 შტატი: ა) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი – 1 შტატი; ბ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 3 შტატი; გ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 10 შტატი. 5. მეორადი სტრუქტურული ერთეული – მოქალაქეთა მიღების, საქმისწარმოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება – 9 შტატი: ა) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – მოქალაქეთა მიღების, საქმისწარმოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი – 1 შტატი; ბ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 7 შტატი; გ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – 1 შტატი. დანართი № 2 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა  ნუსხა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულია 9 მოსამსახურე. მათ შორის: 1. დამხმარე მოსამსახურე – 4 ერთეული. 2. ფრაქციაში მოწვეული სპეციალისტი – 5 ერთეული.