2017 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 5 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე

მიღების თარიღი 22.08.2017
ძალაში შესვლა 01.09.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 220090000.11.004.016045
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/08/2017
matsne.gov.ge 147 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.08.2017 მიღება
01.09.2017 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი) არჩილ მესტვირიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

2019 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება 98% 26.09.2019 2016 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება 97% 21.09.2016 2016 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 20 და 50 ლარის ნომინალების ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება 96% 27.01.2016 2020 წლის გამოშვების 50 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება 88% 09.10.2020 2014 წლის გამოშვების 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება 87% 17.10.2014

დოკუმენტის ტექსტი

2017 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 5 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება №1 2017 წლის 22 აგვისტო ქ. თბილისი 2017 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 5 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ და „ი” ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო  ადგენს: მუხლი 1🔗 2017 წლის პირველი სექტემბრიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნეს ახალი მოდიფიკაციის 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები, როგორც გადახდის კანონიერი საშუალება, №1 და № 2 დანართებში მოცემული დიზაინის, აღწერილობისა და დამცავი ნიშნების მიხედვით, გამოშვების წლით „2017“. მუხლი 2🔗 2017 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოიქცევა წინა წლების გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად. მუხლი 3🔗 საქართველოს ტერიტორიაზე 2017 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 5 ლარის ნომინალის ბანკნოტებით ანგარიშსწორება განხორციელდეს შეუფერხებლად. მუხლი 4🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი სექტემბრიდან. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი