„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№66
სარეგისტრაციო კოდი
280120000.22.026.016516
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება
№66

2017 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1🔗

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ, №134, 27/09/2007, სარეგისტრაციო კოდი: 280.120.000.22.026.010.857) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების 14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ამ ბრძანებით განსაზღვრული დანამატები არ გაიცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს  სამოქალაქო ოფისში ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე.“.

2. ბრძანების 131 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„131. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს), რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი, ეძლევათ ყოველთვიური დანამატი შემდეგი ოდენობით:

ა) 4 შვილზე – 250 ლარი;

ბ) 5 შვილზე – 300 ლარი;

გ) 6 შვილზე – 400 ლარი;

დ) 7 შვილზე – 500 ლარი;

ე) 8 შვილზე – 600 ლარი;

ვ) 9 და მეტ შვილზე – 700 ლარი.

შენიშვნა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეებზე ყოველთვიური დანამატი გაიცემა შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტიდან.

2. ყოველთვიური დანამატი გაიცემა არასრულწლოვანი შვილების შემთხვევაში – 18 წლის ასაკის მიღწევამდე, ხოლო შრომისუუნარო/შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილების შემთხვევაში – ასაკის მიუხედავად.

3. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს  სამოქალაქო ოფისში ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე.“.

3. ბრძანების 25-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. ბრძანების 31-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს) უფლება აქვთ ისარგებლონ უფასო სამედიცინო მომსახურებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამხედრო-სამედიცინო ქვედანაყოფებში.“.

5. ბრძანების 32-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს), სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს (კადეტებს);“.

6. ბრძანების 39-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„39. სამოქალაქო პირს (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს), რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიიღო სხეულის დაზიანება, რის შედეგადაც ცნობილი იქნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად ან დასახიჩრდა, თუ დადგენილი არ არის ამ ბრძანების 421 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები, მიეცემა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) შრომისუნარიანობის სრული (100%) დაკარგვისას – 5000 ლარი;

ბ) შრომისუნარიანობის ნაწილობრივ (არანაკლებ 70%) დაკარგვისას – 3000 ლარი;

გ) შრომისუნარიანობის ნაწილობრივ (25%-60%-მდე) დაკარგვისას – 2000 ლარი;

დ) შრომისუნარიანობის ნაწილობრივ (1%-25%-მდე) დაკარგვისას –
1000 ლარი.“.

7. ბრძანების 391 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. ბრძანების 401 პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) 41-ე პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო პირის (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის), აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაღუპული მოსამსახურის ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს) და მათი ოჯახის ერთ-ერთ ან რამდენიმე წევრს;“.

9. ბრძანების 41-ე პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით, სამოქალაქო პირის (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის) დაღუპვის შემთხვევაში, თუ დადგენილი არ არის ამ ბრძანების 421 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები, ოჯახს ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით და დაკრძალვის ხარჯები 500 ლარის ოდენობით.“.

10. ბრძანების 411 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

11. ბრძანების 44-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„44. შრომითი ხელშეკრულებით მისაღები პირების თანამდებობრივი დასახელების ნუსხა და რაოდენობა, აგრეთვე შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2🔗

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია