ფიზიკური მდგომარეობის გამო საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრობისა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 22.08.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №39/2017
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016353
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/08/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 425 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 89% 21.08.2017 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 88% 26.02.2018 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 88% 14.03.2018 საქართველოს საარჩევნო კოდექსი საქართველოს ორგანული კანონი 88% 17.12.2025 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისა და რეგისტრაციის პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 86% 21.08.2017

დოკუმენტის ტექსტი

ფიზიკური მდგომარეობის გამო საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრობისა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №39/2017 2017 წლის 22 აგვისტო ქ. თბილისი ფიზიკური მდგომარეობის გამო საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობისა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 ამ დადგენილების მიზნებისათვის ტერმინს „ფიზიკური მდგომარეობა“ აქვს შემდეგი მნიშვნელობა: საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობისა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის  მერობის კანდიდატი, რომელიც ზედა კიდურების არქონის ან სხვაგვარად შეზღუდული (დროებით/მუდმივად) მდგომარეობის გამო, ვერ ახერხებს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული საარჩევნო რეგისტრაციის/რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცედურების (კანდიდატის მიერ სააღრიცხვო ბარათის შევსება, წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადების დაწერა/წარდგენა) დამოუკიდებლად შესრულებას. 1. ფიზიკური მდგომარეობის მქონე საარჩევნო სუბიექტის კანდიდატი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 143-ე მუხლის მე-8 პუნქტით, 144-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 158-ე მუხლის მე-8 პუნქტით და 167-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ სააღრიცხვო ბარათს ავსებს შემდეგი პროცედურების გათვალისწინებით: აღნიშნული კანდიდატის ნაცვლად მისი თანდასწრებით სააღრიცხვო ბარათს ავსებს, ხელს აწერს და შესაბამის საარჩევნო კომისიაში ერთობლივად წარადგენს მის მიერ არჩეული პირი (გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, დამკვირვებლისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა), რომელიც დაეხმარება მას კანდიდატისათვის განკუთვნილი სააღრიცხვო ბარათის შევსებაში. 2. ფიზიკური მდგომარეობის მქონე საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 144-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ წერილობით თანხმობას არჩევნებში მონაწილეობაზე, რომელიც თან უნდა ერთოდეს საინიციატივო ჯგუფის განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, წარადგენს შემდეგი პროცედურების გათვალისწინებით: აღნიშნული კანდიდატის ნაცვლად თანხმობას არჩევნებში მონაწილეობაზე მისი თანდასწრებით წერს კანდიდატის მიერ არჩეული პირი (საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი), რომელიც დაეხმარება მას კანდიდატისათვის განკუთვნილი თანხმობის დაწერაში. 3. ფიზიკური მდგომარეობის მქონე კანდიდატი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 146-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 159​1 მუხლის პირველი პუნქტითა და 168-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადებით (არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის თაობაზე) მიმართავს შესაბამის საარჩევნო კომისიას შემდეგი პროცედურების გათვალისწინებით: აღნიშნული კანდიდატის ნაცვლად განცხადებას არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის თაობაზე კანდიდატის თანდასწრებით წერს მის მიერ არჩეული პირი (გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, დამკვირვებლისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა), რომელიც დაეხმარება მას განცხადების დაწერასა და შემდგომ შესაბამის საარჩევნო კომისიაში ერთობლივ წარდგენაში. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი