📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალის, საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფორმების დამტკიცებისა და ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 21.08.2017
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.107.016265
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/08/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 302 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (2)
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №33 2017 წლის 21 აგვისტო დაბა ჩხოროწყუ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №33
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების, საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 10.04.2017 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის (ელექტრონული/საჯარო) ფორმით პრივატიზებისას (პირობით/უპირობოდ) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილის განცხადების, რეგისტრაციის ჟურნალის, ბილეთის ფორმისა და ბილეთის ფასის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 20.08.2018 მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის (ელექტრონული/საჯარო) ფორმით პრივატიზებისას (პირობით/უპირობოდ) ბიჯის სიდიდის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილის განცხადების, რეგისტრაციის ჟურნალის, ბილეთის ფორმების დამტკიცებისა და ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 31.03.2016 ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის განკარგვის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემის (პირობებით/უპირობოდ) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპიური ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 26.08.2022 საჩხერის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 25.03.2015

დოკუმენტის ტექსტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალის, საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფორმების დამტკიცებისა და ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №33 2017 წლის 21 აგვისტო დაბა ჩხოროწყუ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალის, საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფორმების დამტკიცებისა და ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მე-4 მუხლის, მე-11 მუხლის მე-7 პუნქტისა და მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის  ფორმა  (ადმინისტრაციული  დაპირება) (დანართი №1); ბ) პირობების გარეშე  გამოცხადებული აუქციონის  ნასყიდობის ხელშეკრულების  ფორმა (დანართი №2); გ) პირობებით გამოცხადებული აუქციონის ნასყიდობის ხელშეკრულების  ფორმა  (დანართი №3); დ) საკუთრების  დამადასტურებელი მოწმობის  ფორმა (დანართი №4) ; ე) საჯარო აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალის ფორმა (დანართი №5); ვ) საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფორმა (დანართი №6). მუხლი 2🔗 აუქციონში გამარჯვების  დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის თანდართული ფორმების ტექსტი შესაძლებელია შეიცვალოს მოქმედი კანონმდებლობისა და საპრივატიზებო ობიექტის თავისებურების გათვალისწინებით. მუხლი 3🔗 საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი განისაზღვროს: ა) ფიზიკური პირებისათვის – 50 ლარი; ბ) იურიდიული პირებისათვის –100  ლარი. მუხლი 4🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის (ელექტრონული/საჯარო) ფორმით პრივატიზებისას (პირობით/უპირობოდ) ბიჯის სიდიდის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილის განცხადების, რეგისტრაციის ჟურნალის, ბილეთის ფორმების დამტკიცებისა და ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის  3 აგვისტოს №20 დადგენილება. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ესებუა