წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების თაობაზე

მიღების თარიღი 23.08.2017
ძალის დაკარგვა 03.09.2024
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.104.016322
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/08/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 666 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.08.2017 მიღება
03.09.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების თაობაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №27 2017 წლის 23 აგვისტო ქ. წალენჯიხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი  პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 აიკრძალოს საარჩევნო პლაკატების გაკვრა  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოს, პოლიციის,  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურის  დანაყოფების შენობების  ინტერიერსა და ექსტერიერში, ასევე საკულტო შენობა-ნაგებობებზე (მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სასაფლაოებზე, ეკლესიებზე და მონასტრებზე), აგრეთვე ქალაქ წალენჯიხის კინო-თეატრის, მუნიციპალიტეტში არსებული მუზეუმების, სასკოლო და სკოლამდელი დაწესებულებების შენობათა ფასადებზე და  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა საგზაო ნიშანზე. მუხლი 2🔗 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  საარჩევნო პლაკატების გასაკრავად განთავსდეს სპეციალური სტენდები შემდეგ ადგილებში: ა) №68.01 ქ.წალენჯიხის საარჩევნო უბანში – ქ.წალენჯიხა, №1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია; (ქ. წალენჯიხა, სალიას ქუჩა №1); ბ) №68.02 ქ.წალენჯიხის საარჩევნო უბანში – ქვედა მაზანდარის ყოფილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე  (ქ. წალენჯიხა, წმ. ნინოს ქუჩა №67); გ) №68.03 ქ. წალენჯიხის საარჩევნო უბანში – ქ. წალენჯიხის №2  საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია; (ქ. წალენჯიხა, გამსახურდიას ქუჩა №1);   დ) №68.04 ქ.წალენჯიხის საარჩევნო უბანში – წალენჯიხის № 5 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია (ქ.წალენჯიხა, ზღვაიას დასახლება); ე) №68.05 ქ.ჯვარის საარჩევნო უბანში – ქ. ჯვარის №2 საჯარო სკოლის  მიმდებარე ტერიტორიაზე (ქ.ჯვარი, ანდრია პირველწოდებულის ქუჩა); ვ) №68.06 ქ. ჯვარის საარჩევნო უბანში – ქ. ჯვარის №3 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე (ქ. ჯვარი, სოხუმის ქუჩა № 2); ზ) №68.07 ქ. ჯვარის საარჩევნო უბანში –   ქ. ჯვარის, №1 საჯარო სკოლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე (ქ. ჯვარი, ქანთარიას  ქუჩა №6); თ) №68.08 ქ.ჯვარის საარჩევნო უბანში – ქ.ჯვარის, კულტურის სახლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე (ქ.ჯვარი, რუსთაველის ქუჩა №16 ); ი) №68.09 ეწერის საარჩევნო უბანში – სოფ. ეწერის საექიმო ამბულატორიის  მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ეწერი); კ) №68.10 ლიის საარჩევნო უბანში – ლიის №1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე (ლიის ადმინისტრაციული ერთეული, გ.ჭანტურიას ქუჩა №1); ლ) №68.11 ლიის საარჩევნო უბანში – ლიის №2 საბაზო სკოლის  მიმდებარე ტერიტორიაზე (ლიის ადმინისტრაციული ერთეული, სოფელი პალური); მ) №68.12 მედანის საარჩევნო უბანში – მედანის № 1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე (მედანის ადმინისტრაციული ერთეული); ნ) №68.13 მიქავას საარჩევნო უბანში – მიქავას №1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე (მიქავას ადმინისტრაციული ერთეული); ო) №68.14 მუჟავას საარჩევნო უბანში – მუჟავას საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე (მუჟავას ადმინისტრაციული ერთეული); პ) №68.15 ნაკიფუს საარჩევნო უბანში – ნაკიფუს  კულტურის სახლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე (ნაკიფუს ადმინისტრაციული ერთეული); ჟ) №68.16 ობუჯის საარჩევნო უბანში – ობუჯის № 1 საჯარო სკოლის  მიმდებარე ტერიტორიაზე (ობუჯის ადმინისტრაციული ერთეული); რ) №68.17 საჩინოს საარჩევნო უბანში – საჩინოს  ყოფილი ამბულატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე (საჩინოს ადმინისტრაციული ერთეული, სოფელი კუხეში); ს) №68.18 ფახულანის საარჩევნო უბანში - ფახულანის №1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე (ფახულანის ადმინისტრაციული ერთეული); ტ) №68.19 ფახულანის საარჩევნო უბანში – ფახულანის  № 2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე (ფახულანის ადმინისტრაციული ერთეული, სოფელი წყოუში); უ) №68.20 ჩქვალერის  საარჩევნო უბანში – ჩქვალერის  კულტურის სახლის  მიმდებარე ტერიტორიაზე (ჩქვალერის ადმინისტრაციული ერთეული); ფ) №68.21 ჭალეს საარჩევნო უბანში – ჭალეს №1 საჯარო სკოლის  მიმდებარე ტერიტორიაზე (ჭალეს ადმინისტრაციული ერთეული); ქ) №68.22 ჭალეს საარჩევნო უბანში – ჭალეს  №2 საჯარო სკოლის  მიმდებარე ტერიტორიაზე  (ჭალეს ადმინისტრაციული ერთეული); ღ) №68.23 ჯგალის საარჩევნო უბანში – ჯგალის № 1 საჯარო სკოლის  მიმდებარე ტერიტორიაზე (ჯგალის ადმინისტრაციული ერთეული); ყ) №68.24 ქ.წალენჯიხის საარჩევნო უბანში – № 3 საბავშვო  ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე (ქ. წალენჯიხა, ქიაჩელის ქ.); შ) №68.25 ქ.წალენჯიხის საარჩევნო უბანში – ქ. წალენჯიხის №7 საჯარო სკოლის  მიმდებარე ტერიტორიაზე (ქ.წალენჯიხა, შანავას ქუჩა №10); ჩ) №68.26 ქ. ჯვარის საარჩევნო უბანში – ქ. ჯვარში, ყოფილი ფოსტის  მიმდებარე ტერიტორიაზე (ქ. ჯვარი, რუსთააველის  ქ. № 14); ც) №68.27 ჯგალის საარჩევნო უბანში – ჯგალის საბავშვო ბაღის  მიმდებარე ტერიტორია (ჯგალის ადმინისტრაციული ერთეული); ძ) №68.28 საჩინოს საარჩევნო უბანში – საჩინოს საბავშვო ბაღის  მიმდებარე ტერიტორიაზე (საჩინოს ადმინისტრაციული ერთეული). მუხლი 3🔗 ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას 2 ცალი საარჩევნო პლაკატი, ზომით არაუმეტეს სიგრძე 60 სმ, სიგანე-42 სმ (A2ფორმატი). მუხლი 4🔗 საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის და ამ დადგენილებით დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, საარჩევნო პლაკატების გაკვრა დასაშვებია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ყველა ობიექტზე,  მათ შორის გარე განათების ბოძებზე,  მგზავრთა მოსაცდელებში და სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია