ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში დედასთან ერთად მცხოვრები ბავშვის მიერ 3 წლის მიღწევის გამო დაწესებულების დატოვების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 31.08.2017
ძალაში შესვლა 01.09.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №105
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016863
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის კოორდინირებული საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებისა და გაწვევის გადავადების საკითხების შემსწავლელი კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში არასრულწლოვანის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკების შეფასებისა და საჭიროებების განსაზღვრის ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში დედასთან ერთად მცხოვრები ბავშვის მიერ 3 წლის მიღწევის გამო დაწესებულების დატოვების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №105 – №01-57/ნ
2017 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში დედასთან ერთად მცხოვრები ბავშვის მიერ 3 წლის მიღწევის გამო დაწესებულების დატოვების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ
პატიმრობის კოდექსის 72-ე მუხლის მე-11 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებთ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში დედასთან ერთად მცხოვრები ბავშვის მიერ 3 წლის მიღწევის გამო დაწესებულების დატოვების წესი და პირობები“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილისაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში დედასთან ერთად მცხოვრები ბავშვის მიერ 3 წლის მიღწევის გამო დაწესებულების დატოვების წესი და პირობები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
1. ეს წესი არეგულირებს ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) დედასთან ერთად მცხოვრები ბავშვის (შემდგომში – ბავშვი) მიერ 3 წლის მიღწევის გამო დაწესებულების დატოვების წესსა და პირობებს.
2. ბავშვის მიერ 3 წლის მიღწევის გამო დაწესებულების დატოვების ორგანიზებას უზრუნველყოფს დაწესებულების სოციალური განყოფილება.
მუხლი 2🔗. მსჯავრდებულის ინფორმირება
1. მსჯავრდებული დედის შუამდგომლობით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ნებართვით და დაწესებულების დირექტორის თანხმობით შესაძლებელია დედისა და 3 წლამდე ბავშვის ერთად ცხოვრება დაწესებულებაში. ასეთ შემთხვევაში, დაწესებულებაში ეწყობა სპეციალური განყოფილება ორსული ქალებისა და ბავშვებისათვის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაწესებულება შუამდგომლობის დაკმაყოფილებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობებს მსჯავრდებულს.
3. ამ მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში დაწესებულებაში ბავშვის დატოვება შესაძლებელია 3 წლის ასაკის მიღწევამდე.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეტყობინება ასევე უნდა შეიცავდეს:
ა) ინფორმაციას ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვალდებულების თაობაზე;
ბ) ინფორმაციას ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეფასების თაობაზე.
მუხლი 3🔗. მსჯავრდებულის შეტყობინება
1. მსჯავრდებული ვალდებულია, ბავშვის მიერ 3 წლის მიღწევამდე არაუგვიანეს 7 თვით ადრე, დაწესებულებას წერილობით შეატყობინოს მამის ან/და იმ პირის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, ვისთანაც სურს ბავშვის აღსაზრდელად გადაყვანა 3 წლის მიღწევის შემდგომ. მსჯავრდებულს უფლება აქვს, ბავშვის აღსაზრდელად გადაყვანის თაობაზე მიუთითოს დამატებითი პირი/პირები, რიგითობის მიხედვით.
2. თუ ბავშვის მიმართ მამობა დადგენილია, სავალდებულოა მისი თანხმობა ბავშვის აღსაზრდელად გამყვანი პირის განსაზღვრის თაობაზე. კანონიერი ინტერესის არსებობისას (როდესაც ვერ ხერხდება მამის მოძიება ან სხვა შემთხვევებში), მსჯავრდებულის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. მსჯავრდებულის შეტყობინების მიღებიდან არუგვიანეს 2 სამუშაო დღისა დაწესებულება ვალდებულია წერილობით ან ზეპირი კომუნიკაციის საშუალებით დაუკავშირდეს შეტყობინებაში მითითებულ პირს და დაადგინოს, არის თუ არა იგი თანახმა ბავშვის აღსაზრდელად გაყვანაზე 3 წლის მიღწევის შემდგომ. პირის ზეპირი თანხმობა უნდა დადასტურდეს წერილობითი ფორმით.
4. თუ მსჯავრდებულის შეტყობინებაში მითითებული პირი აცხადებს უარს ბავშვის აღსაზრდელად გაყვანაზე, დაწესებულება ვალდებულია დაუკავშირდეს მსჯავრდებულის მიერ შეტყობინებაში მითითებულ დამატებით პირს/პირებს, რიგითობის მიხედვით.
5. თუ მსჯავრდებულის შეტყობინებაში მითითებული ყველა პირი განაცხადებს უარს ბავშვის აღსაზრდელად გაყვანის თაობაზე, მსჯავრდებული უფლებამოსილია განსაზღვროს დამატებითი კანდიდატები.
მუხლი 4🔗. დაწესებულების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები
1. დაწესებულება ვალდებულია, მსჯავრდებულის შეტყობინებაში მითითებული პირის წერილობითი თანხმობის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, მიმართოს სააგენტოს მსჯავრდებულის შეტყობინებაში მითითებული პირის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებისა და საჭიროებების შეფასების თაობაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბავშვის აღსაზრდელად გამყვანი პირი არის მამა.
2. დაწესებულების მიმართვა უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
ა) დაწესებულების მიმართვის საფუძველს;
ბ) მსჯავრდებულის საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი);
გ) მსჯავრდებულის მიერ მოსახდელი სასჯელის დარჩენილ ვადას და სასჯელის მოხდის დასრულების თარიღს;
დ) ბავშვის საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი);
ე) ბავშვის დაწესებულებაში განთავსების თარიღს;
ვ) იმ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, რომელზეც სააგენტომ შეფასების პროცესში უნდა გაამახვილოს ყურადღება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ვ) დაწესებულების შესაბამისი სოციალური მუშაკის სახელს, გვარსა და საკონტაქტო ინფორმაციას;
ზ) დაწესებულების საკონტაქტო მონაცემებს.
3. დაწესებულების მიმართვას უნდა დაერთოს:
ა) მსჯავრდებულის ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების ასლი;
ბ) მსჯავრდებულის შეტყობინებაში მითითებული პირის წერილობითი თანხმობის ასლი;
გ) მსჯავრდებულის, ასევე მამის (თუ მამობა დადგენილია) წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 5🔗. პირის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებისა და საჭიროებების შეფასება
1. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მიმართვის მიღების შემდეგ სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს მსჯავრდებულის შეტყობინებით განსაზღვრული პირის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებისა და საჭიროებების შეფასება.
2. მსჯავრდებულის შეტყობინებით განსაზღვრული პირის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებისა და საჭიროებების შეფასება ხორციელდება სააგენტოს შესაბამისი სოციალური მუშაკის მიერ, რომელიც ვალდებულია, შეფასების მიზნით, მითითებული პირის ოჯახში განახორციელოს მინიმუმ ერთი ვიზიტი მაინც.
3. სააგენტოს სოციალური მუშაკი, შეფასების დაწყებამდე, მსჯავრდებულის შეტყობინებით განსაზღვრულ პირს/პირის ოჯახს აცნობს შეფასების მიზანს, განუმარტავს მისთვის უტყუარი ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობას, რის თაობაზეც ფორმდება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმება (დანართი №1). შეთანხმებას ხელს აწერს სააგენტოს სოციალური მუშაკი და მსჯავრდებულის შეტყობინებით განსაზღვრული პირი.
4. სოციალური მუშაკის მიერ შეფასება ხორციელდება სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული შესაბამისი ფორმებით.
5. შეფასების განხორციელებისას, სოციალური მუშაკი უფლებამოსილია გაესაუბროს მსჯავრდებულს, რის თაობაზეც წინასწარ ატყობინებს დაწესებულებას. დაწესებულება ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგნილი წესით, უზრუნველყოს მისი დაშვება დაწესებულებაში.
6. შეფასების განხორციელების შემდგომ, სოციალური მუშაკის მიერ დგება შესაბამისი დასკვნა, რომელიც არუგვიანეს 2 სამუშაო დღისა ეგზავნება დაწესებულებას. დასკვნა შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი.
7. თუ სოციალური მუშაკის მიერ შედგენილი დასკვნა დადებითია, დაწესებულება უფლებამოსილია დაიწყოს ბავშვის მიერ დაწესებულების დატოვებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
8. თუ სოციალური მუშაკის მიერ შედგენილი დასკვნა უარყოფითია, სააგენტო უზრუნველყოფს მსჯავრდებულის შეტყობინებაში მითითებული დამატებითი პირის/პირების ოჯახებისა და სოციალური გარემოს რისკებისა და საჭიროებების შეფასებას. შეფასება ხორციელდება რიგითობის მიხედვით იქამდე, სანამ არ გაიცემა სოციალური მუშაკის მიერ დადებითი დასკვნა.
9. მსჯავრდებული უფლებამოსილია დამატებით განსაზღვროს დამატებითი პირი/პირები, თუ სააგენტომ შეტყობინებაში მითითებულ ყველა პირზე გასცა უარყოფითი დასკვნა და ბავშვის მიერ 3 წლის მიღწევამდე დარჩა არანაკლებ ორი თვე.
10. სააგენტოს მიერ გაცემული დასკვნა დაუყოვლებლივ ეგზავნება დაწესებულებას, რომელიც დასკვნის ასლს დაუყოვნებლივ გააცნობს მსჯავრდებულს.
მუხლი 6🔗. მსჯავრდებულისათვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება
1. შეფასების შემდგომ სააგენტო ვალდებულია მსჯავრდებულს მიაწოდოს ინფორმაცია მეურვის დანიშვნის, მინდობით აღზრდის ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ისეთი სამართლებრივი პროცედურების შესახებ, რომელთა გამოყენებაც შესაძლოა ემსახურებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას.
2. მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების აღსრულების უზრუნველყოფა.
მუხლი 7🔗. ბავშვის სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსების საჭიროება
1. დაწესებულება ვალდებულია, შესაბამისი ზომების მიღების მიზნით, დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს, თუ:
ა) მსჯავრდებული უარს აცხადებს იმ პირის/პირთა ვინაობის განსაზღვრაზე, რომელთანაც შესაძლებელია ბავშვის აღსაზრდელად გადაყვანა 3 წლის ასაკის შესრულების შემდგომ;
ბ) დაწესებულებისათვის ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებულს/ბავშვს არ ჰყავს ახლო ნათესავი, ნათესავი ან სხვა პირი, რომელთანაც შესაძლებელია ბავშვის აღსაზრდელად გადაყვანა 3 წლის მიღწევის შემდგომ;
გ) მსჯავრდებულის შეტყობინებით განსაზღვრული ყველა პირი/დამატებითი კანდიდატი უარს აცხადებს ბავშვის აღსაზრდელად გადაყვანის თაობაზე;
დ) მსჯავრდებულის შეტყობინებაში განსაზღვრულ ყველა პირზე სააგენტოს მიერ გაცემულია უარყოფითი დასკვნა და ბავშვის 3 წლის მიღწევამდე დარჩა ორი თვეზე ნაკლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის მიღებისას, სააგენტო ვალდებულია მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ზომები ბავშვის სახელმწიფო ზრუნვის შესაბამის ფორმაში მოსათავსებლად 3 წლის მიღწევის შემდგომ, მისი საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.
მუხლი 8🔗. ბავშვის მიერ დაწესებულების დასატოვებლად განსახორციელებელი ღონისძიებები
1. სააგენტოს დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში, დაწესებულებამ უნდა დაიწყოს ბავშვის მიერ დაწესებულების დატოვებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. სააგენტო ვალდებულია, დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა, წერილობით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით დაუკავშირდეს ბავშვის აღსაზრდელად გამყვან პირს, რომელზეც სააგენტომ გასცა დადებითი დასკვნა. ბავშვის აღსაზრდელად გამყვან პირს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია დაწესებულებაში დასაშვებად საჭირო დოკუმენტის წარმოდგენის შესახებ.
3. დაწესებულებამ მსჯავრდებულთან და ბავშვის აღსაზრდელად გამყვან პირთან ერთად უნდა უზრუნველყოს ბავშვის მიერ დაწესებულების დატოვების თარიღისა და დროის განსაზღვრა.
4. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ბავშვის მიერ დაწესებულების დატოვება არაუგვიანეს ბავშვის 3 წლის ასაკის მიღწევიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
5. ბავშვის აღსაზრდელად გამყვანი პირი უფლებამოსილია, ბავშვის მიერ დაწესებულების დატოვების თარიღის დადგომამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაწესებულებაში ინახულოს ან დაწესებულებიდან დროებით გაიყვანოს ბავშვი. აღნიშნულის თაობაზე, გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების დირექტორი სააგენტოსა და მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
6. ბავშვის აღსაზრდელად გამყვანი პირის მიერ ბავშვის დაწესებულებიდან დროებით გაყვანის შემთხვევაში დგება შესაბამისი ოქმი (დანართი №2) სამ ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი თავსდება მსჯავრდებულის პირად საქმეში, მეორე ეგზემპლარი გადაეცემა სააგენტოს სოციალურ მუშაკს, ხოლო მესამე – ბავშვის აღსაზრდელად გამყვან პირს.
მუხლი 9🔗. ბავშვის მიერ დაწესებულების დატოვების პროცედურა
1. ბავშვის აღსაზრდელად გამყვანი პირი ვალდებულია დათქმულ დროს გამოცხადდეს დაწესებულებაში.
2. დაწესებულებაში დასაშვებად ბავშვის აღსაზრდელად გამყვანმა პირმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით.
3. დაწესებულების სოციალური მუშაკი უზრუნველყოფს ბავშვის აღსაზრდელად გამყვანი პირის ბავშვთან შეხვედრას და მისთვის ბავშვის ნივთების გადაცემას.
4. ბავშვის მიერ დაწესებულების დატოვების თაობაზე დგება შესაბამისი ოქმი (დანართი №3) სამ ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი თავსდება მსჯავრდებულის პირად საქმეში, მეორე ეგზემპლარი გადაეცემა სააგენტოს სოციალურ მუშაკს, ხოლო მესამე – ბავშვის აღსაზრდელად გამყვან პირს.
5. მსჯავრდებულის, ასევე ბავშვის აღსაზრდელად გამყვანი პირის სურვილის შემთხვევაში, დაწესებულების დატოვებამდე, შესაძლებელია განხორციელდეს ბავშვის სამედიცინო შემოწმება.
6. ბავშვთან დაკავშირებული ყველა სახის დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, გადაეცემა ბავშვის აღსაზრდელად გამყვან პირს და ეგზავნება სააგენტოს სოციალურ მუშაკს. მსჯავრდებულის უარის შემთხვევაში, ბავშვთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ინახება მსჯავრდებულის პირად საქმეში, ხოლო სამედიცინო დოკუმენტაცია ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათთან ერთად.
მუხლი 10🔗. ბავშვისათვის მზრუნველობის ფორმის განსაზღვრა
1. ბავშვისათვის მზრუნველობის ფორმის განსაზღვრამდე მსჯავრდებულმა ბავშვის აღსაზრდელად გამყვან პირს უნდა გადასცეს მინდობილობა (დამოწმებული დაწესებულების დირექტორის მიერ), რომლის საფუძველზე ბავშვის აღსაზრდელად გამყვან პირს დროებით მიენიჭება წარმომადგენლობითი უფლებები.
2. ბავშვის მიმართ სააგენტოს მიერ მზრუნველობის შესაბამისი ფორმის განსაზღვრა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. იმ შემთხვევაში, თუ მზრუნველობის ფორმის განსაზღვრისათვის საჭიროა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება-მოვალეობების შეზღუდვა სასამართლო წესით, მსჯავრდებული უფლებამოსილია კანდიდატების შერჩევისას ან მომდევნო ეტაპზე განაცხადოს თანხმობა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება-მოვალეობების შეზღუდვის თაობაზე.
მუხლი 11🔗. მსჯავრდებულის დახმარება
1. ბავშვის მიერ დაწესებულების დატოვების შემდგომ დაწესებულება ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს მსჯავრდებული ფსიქოლოგის დახმარებით და შესაძლებლობის ფარგლებში ჩართოს იგი სარეაბილიტაციო ღონისძიებებში, ასევე განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებები.
2. ბავშვის მიერ 3 წლის ასაკის მიღწევის გამო დაწესებულების დატოვების შემდეგ მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს ბავშვის მიერ დაწესებულების დატოვებიდან 1 წლის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენების და უქმე დღეებში დაწესებულების დატოვების უფლება, პატიმრობის კოდექსის 72-ე მუხლის 33 –
36 ნაწილებისა და დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით.
მუხლი 12🔗. გარდამავალი დებულება
ამ წესით განსაზღვრული ვადები, თავისებურებათა გათვალისწინებით, შესაძლოა არ იქნეს დაცული (გამოყენებული) იმ ბავშვის მიმართ, რომელსაც ამ წესის ამოქმედებიდან 7 თვეში უსრულდება 3 წელი.
დანართი №1
ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფორმა
________________________
_______________ „____“ _________ 20__ წ.
(შეთანხმების შედგენის ადგილი) (შედგენის თარიღი)
შეთანხმება დგება _____________________________________ (მსჯავრდებულის შეტყობინებით განსაზღვრული პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი) და სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) _____________________________________ შორის, მასზედ, რომ პირი ინფორმირებულია სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკის ოჯახში ვიზიტის შესახებ, ასევე ინფორმირებულია ოჯახის შეფასების მიზნისა და საჭიროების შესახებ.
ოჯახის შეფასების მიზანია ოჯახის რისკებისა და საჭიროებების შესწავლა _____________________________________ (ბავშვის სახელი, გვარი, ბავშვის დაბადების თარიღი და პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)) მიერ 3 წლის შესრულების გამო პენიტენციური დაწესებულების დატოვების თაობაზე დასკვნის მოსამზადებლად. დასკვნა შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი.
თავის მხრივ, მსჯავრდებულის შეტყობინებით განსაზღვრული პირი ვალდებულია ითანამშრომლოს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკთან და მიაწოდოს მას შეფასების განხორციელებისათვის საჭირო უტყუარი ინფორმაცია.
შეთანხმება შედგენილია ჩემ მიერ _____________________________________ (სოციალური მუშაკის სახელი, გვარი, პირადი ნომერი) 20__ წლის ___ ____________ ___ სთ. და ___ წთ-ზე, შეთანხმების ადგილზე და სწორია, რასაც ვადასტურებთ ხელმოწერით:
სოციალური მუშაკის ხელმოწერა
_____________________________
__________
___
მსჯავრდებულის შეტყობინებით
განსაზღვრული პირის ხელმოწერა
________________________________________
___
დანართი №2
ოქმი
ბავშვის მიერ პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების თაობაზე
„____“ _________________ 20__ წ. ___________________
___________
(ოქმის შედგენის თარიღი ) (ოქმის შედგენის ადგილი)
ერთი მხრივ, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ___________________________ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) და, მეორე მხრივ, _____________________________________ (ბავშვის აღსაზრდელად გამყვანი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი) და _____________________________________ (მსჯავრდებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი) ვადგენთ აღნიშნულ ოქმს მასზედ, რომ _____________________________________ (ბავშვის სახელი, გვარი, პირადი ნომერი) 20__ წლის ___ ____________ ___ სთ. და ___ წთ-ზე დროებით დატოვა პენიტენციური დაწესებულება 20__ წლის ___ ____________ ___ სთ. და ___ წთ-მდე.
ბავშვის აღსაზრდელად გამყვან პირს, ასევე, გადაეცა ბავშვის ნივთები და შემდეგი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში):
__________________________________________________________________________
_________________
_______________________________________________________________________
____________________
______________________________________________________________________
_____________________
_____________________________________________________________________
______________________
_____________________________________________________________________
______________________
ოქმში აღნიშნული მონაცემები სწორია, რასაც ვადასტურებთ ხელმოწერით:
დაწესებულების დირექტორი
__________________________________________
_____
მსჯავრდებული
_______________________________________
__
______
ბავშვის აღსაზრდელად გამყვანი პირი
____________________________________
_
__________
ვადასტურებთ, რომ ბავშვი დაწესებულების ტერიტორიაზე დაბრუნდა დათქმულ დროს.
(ფიქსირდება ბავშვის დაწესებულებაში დაბრუნებისას)
შენიშვნა:
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
დაწესებულების დირექტორი
__________________________________________
__
___
მსჯავრდებული
___________________________________________
__
__
ბავშვის აღსაზრდელად გამყვანი პირი
___________________________________________
__
__
დანართი №3
ოქმი
ბავშვის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვების თაობაზე
„____“ _________________ 20__ წ. ________________________
(ოქმის შედგენის თარიღი ) (ოქმის შედგენის ადგილი)
ერთის მხრივ პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ___________________________ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) და მეორეს მხრივ _____________________________________ (ბავშვის აღსაზრდელად გამყვანი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი) და _____________________________________ (მსჯავრდებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი) ვადგენთ აღნიშნულ ოქმს მასზედ, რომ _____________________________________ (ბავშვის სახელი, გვარი, ბავშვის დაბადების თარიღი და პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)) 20__ წლის ___ ____________ ___ სთ. და ___ წთ-ზე დატოვა პენიტენციური დაწესებულება და აღსაზრდელად გადაეცა ბავშვის აღსაზრდელად გამყვან პირს.
ბავშვის აღსაზრდელად გამყვან პირს, ასევე, გადაეცა ბავშვის ნივთები და შემდეგი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში):
___________________________________________________________________________________________
______
__________________________________________________________________
_______________________________
___________________________________________________________________
______________________________
_____________________________________________________________________
____________________________
___________________________________________________
_____________________
_________________________
ოქმში აღნიშნული მონაცემები სწორია, რასაც ვადასტურებთ ხელმოწერით:
დაწესებულების დირექტორი
________________________________
_________
______
მსჯავრდებული
_______________________________________
________
ბავშვის აღსაზრდელად გამყვანი პირი
__________________________________________
_____