⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (13.08.2018)
გაუქმებულია:

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

მიღების თარიღი 24.08.2017
ძალის დაკარგვა 13.08.2018
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.107.016266
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/08/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 809 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.08.2017 მიღება
13.08.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №34 2017 წლის 24 აგვისტო დაბა ჩხოროწყუ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №34
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №34 2017 წლის 24 აგვისტო დაბა ჩხოროწყუ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის  შესაბამისად,  ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 აკრძალულია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალის (შემდგომში – საარჩევნო პლაკატი) გაკვრა: ა) საკულტო შენობა-ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლესია და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, ასევე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში; ბ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა საგზაო ნიშანზე. მუხლი 2🔗 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატის გასაკრავად განთავსდეს სპეციალური სტენდები (შემდგომში – სტენდი) დანართით განსაზღვრულ ადგილებზე. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას არაუმეტეს 1 (ერთი) ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არა უმეტეს: სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი). მუხლი 4🔗 საარჩევნო პლაკატები ასევე შეიძლება განთავსდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გარე განათების ბოძებზე, მგზავრთა მოსაცდელებში და სამშენებლო ტერიტორიების  შემომსაზღვრელ  დროებით ღობეებზე. მუხლი 5🔗 ამ დადგენილების პირველი, მე-2 და მე-4 მუხლების გათვალისწინებით საარჩევნო პლაკატები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში, თუ ამით არ უარესდება საგზაო ნიშნების, მაჩვენებლებისა და საავტომობილო გზის ხილვადობა, აგრეთვე საფრთხე არ ემუქრება ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას. მუხლი 6🔗 გამოყოფილი ადგილები და განთავსების პირობები ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის თანაბარია. მუხლი 7🔗 შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. მუხლი 8🔗 ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. მუხლი 9🔗 საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატების ამ კანონის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები შეადგინოს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახურის პროფესიულმა საჯარო მოხელეებმა. მუხლი 10🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ესებუა დანართი  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის  საარჩევნო პლაკატების გასაკრავად გამოყოფილი ადგილების ჩამონათვალი 1.№-69.01 დაბა ჩხოროწყუს საარჩევნო უბანი (სამი ადგილი), სამუსიკო სკოლის მიმდებარედ (დავით აღმაშენებლის ქ.  №4), ბაზრის ავტოსადგომის ტერიტორიაზე (ლ. გობეჩიას ქ., I შეს.,  №1), ყოფილი უნივერმაღის გვერდით მოსაცდელთან (ჭავჭავაძის ქ.). 2. №-69.02 დაბა ჩხოროწყუს საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), ავტოგასამართი სადგურის მიმდებარედ (კ. გამსახურდიას ქ.). 3. №-69.03 გარახის საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), გარახის უბნის ცენტრში ყოფილი შერეული მაღაზიის მიმდებარედ (ჯანაშიას ქ.). 4.№-69.04 ახუთის საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), ახუთის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ახუთის 1-ლი ქუჩა). 5.№-69.05 მონგირის საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), სპორტული მოედნის მიმდებარედ (სოფ. ახუთის მე-18 ქ.). 6. №-69.06 ზუმის საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), სოფლის ცენტრში მდებარე მოსაცდელის მიმდებარედ (სოფ. ზუმის მე-4 ქ.). 7.№-69.07 თაიას საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), სოფლის ცენტრში მდებარე მოსაცდელის მიმდებარედ (სოფ. თაიას მე-15 ქ.). 8. №-69.08 კირცხის საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), სოფლის ცენტრში სავაჭრო ობიექტის მიმდებარედ (სოფ. კირცხის 22-ე ქ.). 9. №-69.09 კირცხი-სარაქონის საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), სოფლის ცენტრში სპორტული მოედნის მიმდებარედ (სოფ. კირცხის მე-3 ქ.). 10. №-69.10 ლესიჭინეს პირველი საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), ყოფილი მეურნეობის კულტურის სახლის მიმდებარედ სოფლის ცენტრში ბაზრის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ლესიჭინეს 43-ე ქ.). 11. №-69.11 ლესიჭინეს მეორე საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), სოფლის ცენტრში ბაზრის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ლესიჭინეს 1-ლი ქ.). საუბნო საავადმყოფოს ტერიტორიის მიმდებარედ. 12.№-69.12 II ლესიჭინეს საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი),  №3 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ლესიჭინეს მე-19 ქ.). 13.№-69.13 ოჩხომურის საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ლესიჭინეს 47-ე ქ.). 14. №-69.14 ლეწურწუმის საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), სოფლის ცენტრში საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია (ალ. პერტაიას ქ.). 15.№-69.15 მუხურის საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), სოფლის ცენტრში სკვერის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. მუხურის მე-17 ქ.) 16. №-69.16 ლეგახარეს საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), მუხურის  №2 არასრული საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. მუხურის მე-17ქ.). 17. №-69.17 ნაკიანის საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), ყოფილი მეურნეობის კანტორის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ნაკიანის 1-ლი ქ.). 18.№-69.18 ნაფიჩხოვოს საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ნაფიჩხოვოს 1-ლი ქ.). 19. №-69.19 ლედარსალეს საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), ნაფიჩხოვოს  №2 არასრული საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ნაფიჩხოვოს მე-17 ქ.). 20. №-69.20 ხანწკის საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), ნაფიჩხოვოს არასრული საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ნაფიჩხოვოს მე-9 ქ.). 21. №-69.21 ქვედაჩხოროწყუს საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), საექიმო უბნის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ქვედაჩხოროწყუს 1-ლი ქ.). 22. №-69.22 პირველი ჭოღის საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), საბავშვო ბაღის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ჭოღის მე-16 ქ.). 23.№-69.23 მეორე ჭოღის საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), ყოფილი მეურნეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ჭოღის მე-8 ქ.). 24. №-69.24 ხაბუმის საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), ყოფილი უნივერმაღის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ხაბუმეს 37-ე ქ.). 25. №-69.25 ხაბუმის საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), ყოფილი ჩაის ფაბრიკის ბაგა-ბაღის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ხაბუმეს 1-ლი ქ.). 26. №-69.26 ჯუმითის საარჩევნო უბანი (ერთი ადგილი), ბაგა-ბაღის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ხაბუმეს 46-ე ქ.). 27. №-69.27 დაბა ჩხოროწყუს საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), ყოფილი ფოსტის შენობის მიმდებარე ტერიტორია (დავით აღმაშენებლის ქ.), საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე (დავით აღმაშენებლის ქ.).