ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ
მიღების თარიღი 17.07.2017
ძალაში შესვლა 23.08.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №118
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016488
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/08/2017
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს მთავრობის სახელით მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა მინისტრი ვიცე-პრემიერი | არაბთა გაერთიანებულის საემიროების მთავრობის სახელით აბდულა ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ნეპალის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და პარაგვაის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობას შორის
დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ „საქართველოს მთავრობასა და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის რეადმისიის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ
საქართველოს მთავრობა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობა, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი, გამოთქვამენ რა სურვილს განამტკიცონ მეგობრობა და თანამშრომლობა თავიანთ ორ ქვეყანას შორის.
აღიარებენ რა აუცილებლობას ხელი შეუწყონ ორივე ქვეყნის დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების მქონე მოქალაქეების მიმოსვლას ორ ქვეყანას შორის, შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატურ და სპეციალურ/სამსახურებრივ პასპორტებს უფლება აქვთ შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და იმყოფებოდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ვიზის მიღების საჭიროების გარეშე, შესვლის თარიღიდან არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა.
მუხლი 2🔗
1. ხსენებული გამონაკლისი არ ვრცელდება ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების მოქალაქეებზე, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ და სპეციალურ/სამსახურებრივ პასპორტებს და რომლებიც მივლინებულ არიან მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განთავსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულო დაწესებულებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სამუშაოდ, რომლებიც პირველადი შესვლისათვის არ საჭიროებენ ვიზას.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული დებულებები ასევე ვრცელდება ზემოაღნიშნული პირების ოჯახის წევრებზე, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ და სპეციალურ/სამსახურებრივ პასპორტებს.
მუხლი 3🔗
თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ და სპეციალურ/სამსახურებრივ პასპორტებს, უფლებამოსილნი არიან შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორია და დატოვონ ეს ტერიტორია საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებადართული ნებისმიერი სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით.
მუხლი 4🔗
1. ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ და სპეციალურ/სამსახურებრივ პასპორტებს, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში დაიცავენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედ კანონმდებლობას.
2. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი არ ზღუდავს ხელშემკვრელ მხარეთა უფლებას უარი უთხრან შესვლაზე ან აღკვეთონ მათ სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმ მოქალაქეების ყოფნა, რომლებსაც ისინი მიუღებლად მიიჩნევენ.
3. ზემოაღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმი არ ახდენს გავლენას ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე მოქმედ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაზე, რომელიც არეგულირებს სახელმწიფოთა ტერიტორიებზე უცხოელთა შესვლას, ტრანზიტით გავლას და ამ ტერიტორიის დატოვებას.
მუხლი 5🔗
1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, წესრიგის ან მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედება.
2. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების ამგვარი შეჩერების და ამ შეჩერების გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მეორე ხელშემკვრელ მხარეს დიპლომატიური არხების მეშვეობით.
მუხლი 6🔗
1. ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით გაცვლიან თავიანთი მოქმედი დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს, წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ძალაში შევლიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.
2. ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით მიაწვდიან ერთმანეთს მათი ახალი ან შეცვლილი დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების ნიმუშებს, ამ დოკუმენტების აღწერილობასთან ერთად მათი ძალაში შესვლამდე სულ მცირე ოცდაათი (30) დღით ადრე.
მუხლი 7🔗
მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომელიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც ეს ურთიერთგაგების მემორანდუმი შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტი წარმოადგენს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 8🔗
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის შესრულებასა და განმარტებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები გადაწყდება კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით დიპლომატიური არხების მეშვეობით.
მუხლი 9🔗
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედება დიპლომატიური არხების მეშვეობით მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი მოქმედებას შეწყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების დღიდან 90 (ოთხმოცდაათი) დღის შემდეგ.
მუხლი 10🔗
წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის ურთიერთგაგების მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2017 წლის 17 ივლისს. ორ დედნად, თითოეული ინგლისურ, ქართულ და არაბულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
მიხეილ ჯანელიძე
საგარეო საქმეთა მინისტრი
ვიცე-პრემიერი
არაბთა გაერთიანებულის საემიროების
მთავრობის სახელით
აბდულა ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი
საგარეო საქმეთა და საერთაშორისო
თანამშრომლობის მინისტრი