წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
მიღების თარიღი 29.08.2017
ძალის დაკარგვა 07.09.2020
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010190020.35.154.016310
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/08/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მარინა ხარხელაური | თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 04.09.2020
📋 აუქმებს — 1 აქტი
- წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 05.08.2016
დოკუმენტის ტექსტი
წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2017 წლის 29 აგვისტო
დაბა თიანეთი
წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗.
თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე (დანართი №1), სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში.
მუხლი 2🔗.
თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია საარჩევნო პლაკატების საგზაო ნიშნებზე განთავსება/გაკვრა.
მუხლი 3🔗.
საარჩევნო პლაკატების გასაკრავად გამოიყოს სპეციალური ადგილები დანართი №2 შესაბამისად. სპეციალური ადგილების გარდა პლაკატების გაკვრა დასაშვებია სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე.
მუხლი 4🔗.
ამ დადგენილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ადგილებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას 1 ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არაუმეტეს სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი).
მუხლი 5🔗.
ამ დადგენილების პირველი-მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, საარჩევნო პლაკატის გაკვრა დასაშვებია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ყველა ობიექტზე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით.
მუხლი 6🔗.
ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7🔗.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს №18 დადგენილება „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 11/08/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.35.154.016270).
მუხლი 8🔗.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიმარინა ხარხელაური
დანართი №1
2017 წლის 21 ოქტომბერს ჩასატარებელ, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საარჩევნო პლაკატების გაკვრა აკრძალულია შემდეგ ადგილებზე:
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საკულტო ნაგებობებზე; (ეკლესია-მონასტრები).
2. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ადმინისტრაციული შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში.
3. დ. თიანეთში მდებარე სასამართლოს, პოლიციის და სოფ.ხევსურთსოფელში მდებარე პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში.
4. თიანეთის მუნიციპალიტეტში არსებულ საგზაო ნიშნებზე.
დანართი №2
2017 წლის 21 ოქტომბერს ჩასატარებელ, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად მოხდეს შემდეგი ადგილების გამოყოფა:
1. დაბა თიანეთსა და ზემო თიანეთს შორის დამაკავშირებელი გზის მარცხენა მხარეზე მდებარე ყოფილი მაუდის ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორია.
2. დაბა თიანეთში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ყოფილი პროფესიული სასწავლებლის მოპირდაპირე მხარეს დასასვენებელ სკვერთან არსებული თავისუფალი მიწის ნაკვეთი.
3. თბილისი-თიანეთის (ცხვარიჭამიის მიმართულებით) ცენტრალური გზის გვერდით დაბის შემოსასვლელში არსებული თავისუფალი მიწის ნაკვეთი.
4. დ. სიონში თიანეთის ქუჩის დასაწყისის მიმდებარე ტერიტორია.
5. სოფ. ბოჭორმაში არსებული ყოფილი კლუბის მიმდებარე ტერიტორია.
6. სოფ. ორხევში მგზავრთა მოსაცდელთან არსებული ცენტრალური გზის მიმდებარე ტერიტორია.
7. სოფ ჟებოტაში ცენტრალურ გზაზე არსებული ყოფილი ფოსტის შენობის მიმდებარე ტერიტორია.
8. სოფ. ჩეკურაანთგორში ცენტრალურ გზაზე მდებარე საკრებულოს შენობიდან 50 მეტრში არსებული თავისუფალი ადგილი.
9. სოფ. ჩეკურაანთგორში სკოლის შენობიდან 70 მეტრში არსებული თავისუფალი ადგილი.
10. სოფ. სიმონიანთხევში ცენტრალური გზა, საკრებულოს ეზოდან აღმოსავლეთ მხარეს არსებული ტერიტორია.
11. სოფ. გორანაში მდებარე ყოფილი მაღაზიის შენობის მარცხენა მხარეს არსებული ტერიტორია.
12. სოფ. თოლენჯში ცენტრალურ გზაზე მდებარე სავაჭრო ობიექტის წინ არსებული თავისუფალი ადგილი.
13. სოფ. ზარიძეების სპორტული მოედნის მოპირდაპირე მხარეს არსებული მიწის ნაკვეთი.
14. სოფ. ჯიჯეთში ცენტრალურ გზასთან არსებული მოსაცდელის მიმდებარე ტერიტორია.
15. სოფ. ქვემო ნაქალაქარის ცენტრალური გზის მარცხენა მხარეს არსებული ამბულატორიის მიმდებარე ტერიტორია.
16. სოფ მაგრანეთში ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია.
17. სოფ. ახალსოფელში ყოფილი ფოსტის შენობის მიმდებარე ტერიტორია.
18. სოფ გოჯიაანებში არსებული ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია.
19. სოფ. ჩაბანოში არსებული ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია.
20. სოფ. ჭიაურაში გზაჯვარედინზე არსებული ტერიტორია.
21. სოფ. ტუშურებში ცენტრალურ გზაზე არსებული მოსაცდელის მიმდებარე ტერიტორია.
22. სოფ. ხევსურთსოფლის სკოლის შენობიდან 150 მეტრში არსებული ტერიტორია.
23. სოფ. ღულელების შესასვლელში არსებული ტერიტორია.
24. სოფ. ღულელების სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორია.
25. სოფ. ღულელების საჯარო სკოლიდან 70-80 მეტრში არსებული ტერიტორია.
26. სოფ. არტნის ცენტრალური გზის მარჯვენა მხარეს მდებარე მაღაზიის მიმდებარე ტერიტორია.
27. სოფ. დულუზაურებში არსებული ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური გზის მარცხენა მხარეს.
28. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტერიაზე არსებულ დასახლებულ პუნქტებში განთავსებულ ელექტრო ან სხვა დანიშნულების ბოძები.