აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ შეძენილი ან/და ბალანსზე რიცხული ქართული წარმოების პროდუქტისა და ქართული ტრადიციული სიმბოლოების შემცველი ნივთების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.08.2017
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 040090000.32.057.016261
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/08/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.08.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბორჯომის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ მიმართვის წარდგენის, მისი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ შეძენილი ან/და ბალანსზე რიცხული ქართული წარმოების პროდუქტისა და ქართული ტრადიციული სიმბოლოების შემცველი ნივთების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება
№26
2017 წლის 29 აგვისტო
ქ. ბათუმი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ შეძენილი ან/და ბალანსზე რიცხული ქართული წარმოების პროდუქტისა და ქართული ტრადიციული სიმბოლოების შემცველი ნივთების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის 12 ივლისის №57-უ.ს.რ.ს. კანონის მეორე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ შეძენილი ან/და ბალანსზე რიცხული ქართული წარმოების პროდუქტისა და ქართული ტრადიციული სიმბოლოების შემცველი ნივთების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და რეალიზაციის წესი, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარაძე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ შეძენილი ან/და ბალანსზე რიცხული ქართული წარმოების პროდუქტისა და ქართული ტრადიციული სიმბოლოების შემცველი ნივთების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და რეალიზაციის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ შეძენილი ან/და ბალანსზე რიცხული ქართული წარმოების პროდუქტისა და ქართული ტრადიციული სიმბოლოების შემცველი ნივთების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და რეალიზაციის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაზღვრული და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (შემდგომში – ორგანიზაცია) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით შეძენილი ან/და ბალანსზე რიცხული ქართული წარმოების პროდუქტისა და ქართული ტრადიციული სიმბოლოების შემცველი ნივთების (შემდგომში – ქონება) სარეალიზაციო ფასის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და რეალიზაციის წესსა და პირობებს.
2. ამ წესის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ქართული წარმოების პროდუქტი – საქართველოში წარმოებული და საქართველოს ბრუნვაში არსებული სურსათი (ადამიანის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი გადამუშავებული, ნაწილობრივ გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი პროდუქტი), ყველა სახის სასმელი (მ.შ. სასმელი წყალი), ხალხური რეწვის ნაკეთობები და ასევე სუვენირები, რომელიც არ შეიცავს ქართულ ტრადიციულ სიმბოლოებს;
ბ) ქართული ტრადიციული სიმბოლოების შემცველი ნივთი – საქართველოში წარმოებული ან/და საქართველოში იმპორტირებული ქართული ტრადიციული სიმბოლოების შემცველი და საქართველოს ბრუნვაში არსებული მოძრავი ნივთი;
გ) სავაჭრო ობიექტი – ორგანიზაციის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობა;
დ) ქონების რეალიზაცია – ორგანიზაციის მიერ ქონების რეალიზაცია მის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ სავაჭრო ობიექტებში;
ე) ქონების შეფასების კომისია – ქონების შეფასების მიზნით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია.
მუხლი 2🔗.
ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და რეალიზაციისათვის უფლებამოსილი ორგანო
ქონების აღრიცხვას, შენახვას, შეფასებას და რეალიზაციას ახორციელებს ორგანიზაცია მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
ქონების აღრიცხვა
1. ქონების აღრიცხვა წარმოებს ქონების სახეობებისა და რაოდენობების მიხედვით.
2. ქონების აღრიცხვის პროცესში უნდა დადგინდეს ქონების მალფუჭებადი პროდუქტის კატეგორიისადმი მიკუთვნების საკითხი.
3. მალფუჭებადი პროდუქტის აღრიცხვა უნდა განხორციელდეს განკერძოებულად და უნდა დაუწესდეს განსაკუთრებული კონტროლი, რათა დროულად იქნეს მიღებული შესაბამისი ზომები მისი რეალიზაციისათვის.
მუხლი 4🔗.
ქონების შენახვა
1. ქონების შენახვას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს ორგანიზაცია.
2. მალფუჭებადი საქონლის კატეგორიას მიკუთვნებული პროდუქტი, რომელიც შენახვის სპეციალურ პირობებს საჭიროებს, მისი დაუყოვნებლივ რეალიზაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, შეინახება მაცივარ-კამერებში, რასაც უზრუნველყოფს ორგანიზაცია.
მუხლი 5🔗.
ქონების შეფასება და სარეალიზაციო ფასის დადგენა
1. ქონების შეფასებას აწარმოებს ქონების შეფასების კომისია (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).
2. ქონების სპეციფიკის გათვალისწინებით, ქონების შეფასება შესაძლებელია აგრეთვე ორგანიზაციის მიერ შერჩეული საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) ან/და აუდიტური ფირმის (აუდიტორის) მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ქონების შეფასების კომისიის, აგრეთვე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ორგანიზაციის მიერ შერჩეული საექსპერტო დაწესებულების (ექსპერტის) და/ან აუდიტური ფირმის (აუდიტორის) შეფასების/დასკვნის გათვალისწინებით, ორგანიზაცია ადგენს ქონების სარეალიზაციო ფასს.
მუხლი 6🔗.
ქონების რეალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და ქონების რეალიზაცია
1. ქონების რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
2. ქონების რეალიზაციისას, საქონელი განთავსდება ორგანიზაციის სავაჭრო ობიექტებში.
3. სავაჭრო ობიექტებში ქონების რეალიზაცია წარმოებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით და პასუხისმგებლობა აღნიშნული წესების დაცვაზე ეკისრება ორგანიზაციას.
მუხლი 7🔗.
ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები
ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები სრულად ჩაირიცხება ხაზინის ერთიან ანგარიშზე, ორგანიზაცი(ებ)ის ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო კოდ(ებ)ზე და გამოიყენება ორგანიზაციის განვითარებისათვის.