⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (10.04.2024)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 31.08.2017
ძალის დაკარგვა 10.04.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 220010070.11.004.016046
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/08/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 200 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.08.2017 მიღება
10.04.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება №2 2017 წლის 31 აგვისტო ქ. თბილისი სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე, საბანკო სისტემაში ადეკვატური ლიკვიდობის დონის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:  მუხლი 1🔗 საქართველოს ეროვნული ბანკის სესხის უზრუნველყოფის სახეობებს წარმოადგენს: 1. საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები. 2. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები. 3.  „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და 2018 წლის 1 იანვრამდე კერძო განთავსებით გზით რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები, გარდა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდებისა და კომერციული ბანკების მფლობელობაში არსებული მათთან დაკავშირებული იურიდიული პირის მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდებისა. 4. კომერციული ბანკის სასესხო აქტივები. 5.  უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტები საქართველოს ეროვნულ ბანკში. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 23 აპრილის №3 დადგენილება. მუხლი 3🔗 ამ დადგენილების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია კომერციული ბანკების საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით. მუხლი 4🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეკობა გვენეტაძე