ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ

მიღების თარიღი 30.08.2017
ძალის დაკარგვა 27.08.2025
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.106.016239
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/08/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 292 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.08.2017 მიღება
27.08.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 2017 წლის 30 აგვისტო ქ. ხობი ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 2017 წლის 30 აგვისტო ქ. ხობი ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის მე-4  ნაწილის და  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი  ნაწილის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობების გარე იერსახის დამახინჯებისა და სააგიტაციო მასალის (პლაკატები, ლოზუნგები და სხვა) შეუფერებელ ადგილებში განთავსების აღკვეთის მიზნით,  ქ. ხობის ტერიტორიაზე შექმნილ საარჩევნო უბნებში საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალა განთავსდეს სპეციალურად მოწყობილ სტენდებზე: ა) №66.01 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე: ცოტნე დადიანის ქუჩაზე – საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან და დავით აღმაშენებლის ქუჩაზე – კოსტავას ქუჩის გადაკვეთასთან; ბ) №66.02 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე: ცოტნე დადიანის ქუჩაზე – რესტორან „ღიმილთან“ და ცოტნე დადიანის ქუჩაზე – გოგებაშვილის ქუჩის გადაკვეთასთან; გ) №66.03 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე: ჭყონდიდელის ქუჩის დასაწყისში – 9 აპრილის ხეივანთან და ჭყონდიდელისა და 26 მაისის ქუჩების გადაკვეთაზე; დ) №66.28 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე: ცოტნე დადიანის ქუჩაზე – კოლხეთის დასახლების შესახვევთან და სტალინის ქუჩაზე – რუსთაველის ქუჩის გადაკვეთასთან. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება მიეცეს გააკრას არაუმეტეს 3 (სამი) ცალი საარჩევნო პლაკატისა, ზომით:  სიგრძე: არაუმეტეს 60 სმ, სიგანე არაუმეტეს 42 სმ (A2 ფორმატი). მუხლი 3🔗 ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ საარჩევნო უბნებში საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალის განსათავსებლად გამოყენებულ იქნეს იქ მდებარე გარე განათების ბოძები, მგზავრთა მოსაცდელები და ნებისმიერი შენობა-ნაგებობა, გარდა კანონმდებლობით აკრძალულისა. მუხლი 4🔗 აიკრძალოს არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალის განთავსება ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოს და პოლიციის შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე. მუხლი 5🔗 საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალის განთავსებისთვის გამოყოფილი ადგილების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 10 დღისა. მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა