„არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 ივლისის №89 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №106 |
|
2017 წლის 1 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: “.
2. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:
ა) მე-2 მუხლის:
ა.ა) „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი – ბიუროში აღსასრულებლად შესული „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოადგენს სააღსრულებო საქმისწარმოების დაწყების საფუძველს;“;
ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვა (შემდგომში – ნებართვა) – კონკრეტული მიზნით, განსაზღვრულ ქვეყანაში/ქვეყნებში მსჯავრდებულის გასამგზავრებლად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისათვის აუცილებელი დოკუმენტი.“;
ბ) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქმისწარმოების პროცესში მიღებული თუ გასაგზავნი ყველა სხვა დოკუმენტი, გარდა საჯარიმო ქვითრისა, ექვემდებარება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით წარმოებას/რეგისტრაციას.“;
გ) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. შემოსვლის რიგით ყოველი მომდევნო აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი გადაეცემა რიგითობით მომდევნო ოფიცერს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებულის შესახებ ბიუროში უკვე მიმდინარეობს საქმისწარმოება. ასეთ შემთხვევაში, შემოსული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი გადაეცემა იმ ოფიცერს, რომელიც კონკრეტული მსჯავრდებულის საქმეს აწარმოებს.“;
დ) მე-5 მუხლის:
დ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ბიურო ვალდებულია საქმისწარმოების პროცესში დაამუშაოს პერსონალური მონაცემები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბიურო პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გაცემას უფლებამოსილ პირზე ახორციელებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“;
დ.ბ) მე-7 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ბიუროს უფროსი/ბიუროს უფროსის მოადგილე – შესაბამისი ბიუროს იურისდიქციას მიკუთვნებულ საქმისწარმოების ფარგლებში, მათ შორის, ოპერირება/რედაქტირების შესაძლებლობით.“;
ე) მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემები.“;
ვ) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის ყოფნის გადამოწმება ხორციელდება სამინისტროს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მონაცემთა ცენტრალიზებული ელექტრონული ბაზის მეშვეობით, ბიუროში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს განჩინების მიღებიდან არანაკლებ ორ კვირაში ერთხელ.“;
ზ) მე-14 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი:
„მუხლი 141. მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გაცემის, მისი ვადის გაგრძელების და ნებართვის გაუქმების კრიტერიუმები
1. ნებართვის გასაცემად აუცილებელია „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, გადაუხდელი ჯარიმის არარსებობა.
2. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-14 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, ნებართვა შეიძლება გაიცეს ან მისი მოქმედების ვადა გაგრძელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დაუცველად.
3. გაცემული ნებართვის გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს ნებართვის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ:
ა) სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, რაც ცნობილი გახდა პრობაციის ბიუროსათვის;
ბ) ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება, რაც ცნობილი გახდა პრობაციის ბიუროსათვის;
გ) დადგენილი რეჟიმის არასაპატიო მიზეზით დარღვევა.
4. ნებართვა ასევე შეიძლება გაიცეს, არ გაიცეს ან გაუქმდეს „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მიზნებისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველად.”;
თ) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. ნებართვის გაცემის, მისი ვადის გაგრძელებისა და გაუქმების წესი და პროცედურა
1. მსჯავრდებულს ნებართვა ეძლევა მსჯავრდებულის/მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი განცხადების (დანართი №7) საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს:
ა) საზღვარგარეთ გამგზავრების დასაბუთებულ მიზანს (სასწავლო, სამკურნალო, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული, სამუშაო, ტურისტული და სხვა);
ბ) ქვეყანას/ქვეყნებს, სადაც მსჯავრდებულს სურს გამგზავრება;
გ) ნებართვის მოქმედების სასურველ ვადას;
დ) პასპორტის ნომერს;
ე) მსჯავრდებულის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემებს.
2. ნებართვის გაცემის თაობაზე განცხადებას, 10 სამუშაო დღის ვადაში იხილავს ბიუროს უფროსი. ბიუროს უფროსი გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით. ხოლო დაჩქარებული წესით განცხადების განხილვა, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პირობის დაცვით, ხორციელდება 2 სამუშაო დღის ვადაში.
3. განცხადების დაკმაყოფილების შესახებ ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება, მსჯავრდებულს ეცნობება „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლით დადგენილი წესით, წერილობითი ფორმით, სადაც ასევე მიეთითება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული საკითხები.
4. ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით, სააგენტოს უფროსთან შეთანხმებით, ნებართვას გასცემს და მისი მოქმედების ვადას აგრძელებს ბიუროს უფროსი, შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენისთანავე. საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ბიუროში წარდგენილი უნდა იქნეს ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის მსჯავრდებულისათვის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, ნებართვის ვადის ამოწურვამდე. თუ ნებართვის ვადის ამოწურვის დღე ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე ან დასვენების დღეს, ბიუროს საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარედგინოს არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
5. თუ მსჯავრდებული რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას არ აღემატება, ბიუროს უფროსი ნებართვას გასცემს ამ მუხლით დადგენილი წესით და ვადებში, მსჯავრდებულის მიერ სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის დამადასტურებელი, ახლად გაცემული ცნობის წარმოდგენისთანავე, საფასურის გადახდის გარეშე.
6. ბიუროს უფროსი საფასურის გადახდის გარეშე ნებართვას გასცემს ამ მუხლით დადგენილი წესით და ვადებში, თუ მსჯავრდებული არასრულწლოვანია.
7. ნებართვის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად აუცილებელია მსჯავრდებილის/მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის ან მსჯავრდებულის მიერ უფლებამოსილი პირის (№7 დანართში მითითებული პირი) განცხადება, რომელიც ბიუროს წარედგინება ნებართვის მოქმედების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე. აღნიშნული განცხადების დაგვიანებით წარმოდგენა შეიძლება გახდეს ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის საფუძველი.
8. ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის გამო, ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ახალი ნებართვის მისაღებად, მსჯავრდებულს შეუძლია შესაბამისი განცხადებით ხელახლა მიმართოს ბიუროს უფროსს, რომლის განხილვისთვისაც მოქმედებს ამ მუხლით დადგენილი წესი.
9. ნებართვის მოქმედების ვადის გაანგარიშების მიზნისათვის ერთი თვე აითვლება ნებართვის მოქმედების ვადის პირველი დღის დადგომიდან და დასრულდება მომდევნო თვის იმავე რიცხვის დადგომამდე 24 საათზე, ხოლო თუ ბოლო თვეს არა აქვს შესაბამისი რიცხვი – ამ თვის ბოლო დღეს 24 საათზე.
10. თუ გაცემულია ნებართვა, რომლის მოქმედების ვადის ათვლა იწყება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე ან დასვენების დღეს, სისტემაში სტატუსის შეცვლა ხორციელდება წინა სამუშაო დღის დასასრულს, არაუადრეს 17:30 საათისა.
11. თუ გაცემულია ნებართვა, რომლის მოქმედების ვადა სრულდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე ან დასვენების დღეს, სისტემაში სტატუსის შეცვლა ხორციელდება მომდევნო სამუშაო დღის დაწყებისთანავე, არაუგვიანეს 10:30 საათისა.
12. ნებართვის გაცემის შემდგომ „სისტემაში“ სტატუსად აღინიშნება „საზღვარგარეთ მყოფი“.
13. ამ ინსტრუქციის 141 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქმისმწარმოებელი ოფიცრის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, ბიუროს უფროსს, სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით, შეუძლია გააუქმოს გაცემული ნებართვა, მიმართვის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
14. ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება ნებართვის გაუქმების შესახებ მსჯავრდებულს/მსჯავრდებულის კანონიერ წარმომადგენელს ეცნობება მსჯავრდებულის/მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით, რის თაობაზეც ნებართვის მიღებისას მსჯავრდებულის გაფრთხილება სავალდებულოა. ელექტრონული ფოსტის მისამართის შეცვლის შემთხვევაში, მსჯავრდებული ვალდებულია ბიუროს აცნობოს აღნიშნულის თაობაზე.
15. ნებართვის გაუქმების შემთხვევაში მსჯავრდებული ვალდებულია დაბრუნდეს საქართველოში მის/მისი კანონიერი წარმომადგენლის ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაფრთხილების გაგზავნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.“;
ი) მე-15 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:
„მუხლი 151. ნებართვის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის შესრულების კონტროლი
1. ნებართვის მოქმედების პერიოდში, საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის შემთხვევაში, მსჯავრდებული ვალდებულია გამოსაცდელი ვადის/პირობით ვადამდე გათავისუფლების აღსრულებისათვის დადგენილი რეჟიმის დაცვით გამოცხადდეს ბიუროში.
2. ნებართვის მოქმედების პერიოდში, თუ მსჯავრდებულის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა/გასვლის დღე ემთხვევა დადგენილი რეჟიმის მიხედვით ბიუროში გამოცხადების დღეს, მსჯავრდებული ბიუროში, საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის შემთხვევაში, უნდა გამოცხადდეს მომდევნო გამოცხადების დღეს.
3. მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირობის დარღვევა ბიუროს უფლებამოსილმა პირმა უნდა გამოავლინოს დარღვევიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში.
4. მსჯავრდებულის მიერ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მის მიერ საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვისათვის დადგენილი საფასური უკან არ დაუბრუნდება.“;
კ) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის)/გაფრთხილების შედგენა და მსჯავრდებულისათვის ჩაბარება
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს/გაფრთხილებას ადგენს საქმისმწარმოებელი ოფიცერი შესაბამისი დარღვევის გამოვლენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/გაფრთხილების შედგენამდე ოფიცერი ვალდებულია შეამოწმოს მსჯავრდებულის რეგისტრაცია სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში.
3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გასაჩივრებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/გაფრთხილების განხილვისათვის გათვალისწინებულ ვადაში მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის მორიგი დარღვევის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქმისმწარმოებელი ოფიცერი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს/გაფრთხილებას. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი/გაფრთხილება მსჯავრდებულს „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლით დადგენილი წესით, ეგზავნება გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმთან/გაფრთხილებასთან დაკავშირებით ბიუროს უფროსის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ.
4. თუ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით, ბიუროს უფროსის გადაწყვეტილებით რეჟიმის დარღვევა საპატიოდ იქნა ჩათვლილი, საქმისმწარმოებელი ოფიცრის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ბიუროს უფროსს გამოაქვს გადაწყვეტილება საჯარიმო ქვითარში ჯარიმის ოდენობის ნაწილში ცვლილების შეტანის თაობაზე. გადაწყვეტილება წარმოადგენს საჯარიმო ქვითრის განუყოფელ ნაწილს და მასთან ერთად, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლით დადგენილი წესით, ეგზავნება მსჯავრდებულს.
5. ოფიცერი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს/გაფრთხილებას „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლით დადგენილი წესით, უგზავნის მსჯავრდებულს, ოქმის/გაფრთხილების შედგენიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6. თუ მსჯავრდებული მოთავსებულია პენიტენციურ დაწესებულებაში (რაც ცნობილია პრობაციის ოფიცრისათვის), ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი/გაფრთხილება იგზავნება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულისათვის გადასაცემად.“;
ლ) მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ მსჯავრდებულმა, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ ვადაში, ჯარიმა ნებაყოფლობით არ გადაიხადა, საჯარიმო ქვითრის საფუძველზე ჯარიმის იძულებით აღსასრულებლად მიქცევას უზრუნველყოფს ბიუროს უფროსი, რომელიც სააღსრულებო ფურცელს გამოსცემს მსჯავრდებულის მიერ ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 7 დღის განმავლობაში.“;
მ) 24-ე მუხლის:
მ.ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სააგენტოს ელექტრონულ არქივში დაცული მონაცემები ექვემდებარება შენახვას არაუმეტეს 25 წლის ვადით, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სპეციალურ საცავში დაცული მასალები ინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
მ.ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიმართ დასრულებული სააღსრულებო საქმისწარმოება სააგენტოს სპეციალურ საცავში ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით და ამ ვადის გასვლისთანავე ნადგურდება, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი.“;
ნ) ბრძანების დანართი №7 და დანართი №8 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. ამ მუხლით დადგენილი წესით გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მსჯავრდებული ვალდებულია დაბრუნდეს საქართველოში.
|