„გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება №1 |
|
2017 წლის 1 სექტემბერი ქ. თბილისი |
საქართველოს საპატენტო კანონის 81 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №04 ბრძანებით (ვებგვერდი, 111214001,16.12.2011, 300200000.48.065.016003) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. ინსტრუქციის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი: „ლ) ეროვნულ ფაზაში შესვლის ვადა – იმ საერთაშორისო განაცხადის შემთხვევაში, რომლისთვისაც საქპატენტი მოქმედებს როგორც აღნიშნული ან არჩეული უწყება, გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ეროვნული პატენტის მისაღებად განაცხადის საქპატენტში წარდგენის ვადა, რომელიც შეადგენს 31 თვეს პრიორიტეტის თარიღიდან.“. 2. ინსტრუქციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ განმცხადებელმა კანონის 30-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტში მითითებულ ვადაში საპატიო მიზეზით ვერ შეძლო განაცხადის საქპატენტში შეტანა, მას შეუძლია განაცხადის შემდგომი ორი თვის ვადაში წარდგენის შემთხვევაშიც ისარგებლოს საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტით. განაცხადს თან უნდა ერთოდეს მოთხოვნა პრიორიტეტის უფლების აღდგენის შესახებ ასევე, შესაბამისი დოკუმენტები და მასალები, რომლებიც ადასტურებენ ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობას და დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.“. 3. ინსტრუქციის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საკონვენციო პრიორიტეტის მოთხოვნიდან 3 თვის ვადაში განმცხადებელი ვალდებულია, საქპატენტში წარადგინოს პირველი განაცხადის ასლი. განაცხადის ასლი დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნის საპატენტო უწყების მიერ.“. 4. ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განმცხადებელს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად ეგზავნება შეტყობინება დაცვის ობიექტის დადგენისათვის განსაზღვრული საფასურის გადახდის თაობაზე და საფასურის გადასახდელად განესაზღვრება ორთვიანი ვადა შეტყობინების მიღებიდან.“. 5. ინსტრუქციის 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თუ დაკმაყოფილებულია წინამდებარე ინსტრუქციის 25-29-ე მუხლების მოთხოვნები, ექსპერტიზა მიიღებს გადაწყვეტილებას დაცვის ობიექტის დადგენის შესახებ, რომელიც ეგზავნება განმცხადებელს. გადაწყვეტილებასთან ერთად, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ტექნიკის დონის განსაზღვრისთვის დადგენილი საფასურის გადახდის თაობაზე და საფასურის გადასახდელად განესაზღვრება ორთვიანი ვადა შეტყობინების მიღებიდან.“. 6. ინსტრუქციის 31-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31. პრიორიტეტის დადგენა“. 7. ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. პრიორიტეტის დადგენის საკითხი წყდება არსობრივი ექსპერტიზის პარალელურად.“. 8. ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საკონვენციო პრიორიტეტის თარიღის დასადგენად უნდა მოხდეს დამოწმებული ასლის (ასლების) და საკონვენციო განაცხადის ერთმანეთთან შედარება. საქპატენტი უფლებამოსილია მოითხოვოს განაცხადის დამოწმებული ასლის ფორმულის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გამოგონების აღწერილობის ქართული თარგმანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრიორიტეტის დადგენის საკითხი გადამწყვეტია გამოგონების პატენტუნარიანობის განსაზღვრისთვის.“. 9. ინსტრუქციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამოგონებაზე პატენტის გაცემის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება გამოქვეყნების საფასურის გადახდის თაობაზე და საფასურის გადასახდელად განესაზღვრება ორთვიანი ვადა შეტყობინების მიღებიდან. აღნიშნული საფასურის გადახდის შემთხვევაში, საქპატენტის მიერ დგება შესაბამისი რეფერატი და ბიულეტენში ქვეყნდება განაცხადის მონაცემები, გამოგონების რეფერატი და საგანაცხადო მასალები.“. 10. ინსტრუქციის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ კანონის 403-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო პალატაში არ იქნება შეტანილი საჩივარი ან შეტანილი საჩივრის საფუძველზე სააპელაციო პალატა გამოიტანს გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის თაობაზე, მაშინ განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება პატენტის რეესტრში რეგისტრაციის საფასურის გადახდის თაობაზე და საფასურის გადასახდელად განესაზღვრება ორთვიანი ვადა შეტყობინების მიღებიდან. აღნიშნული საფასურის გადახდის შემთხვევაში საქპატენტი ახდენს პატენტის რეესტრში რეგისტრაციას.“. 11. ინსტრუქციის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პატენტის რეესტრში რეგისტრაციის საფასურთან ერთად გადახდილი უნდა იქნეს ყველა შესანარჩუნებელი წლის საფასური, რომელიც უწევს რეგისტრაციის მომენტისათვის.“. 12. ინსტრუქციის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. გამოქვეყნების ან პატენტის რეესტრში რეგისტრაციის საფასურის შესაბამის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში განაცხადზე საქმის წარმოება შეწყდება და განმცხადებელს ეგზავნება შესაბამისი გადაწყვეტილება.“. 13. ინსტრუქციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საერთაშორისო განაცხადის ეროვნულ ფაზაში შესვლის ვადის საპატიო მიზეზით დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული უფლებების აღდგენის შესახებ მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს აღნიშნული პროცედურული ვადის დარღვევის მიზეზთა აღმოფხვრიდან 2 თვის განმავლობაში. პროცედურული ვადის ამოწურვიდან 12-თვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ მოთხოვნის წარმოდგენა აღარ არის შესაძლებელი. მოთხოვნას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი დოკუმენტები და მასალები, რომლებიც ადასტურებენ ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობას.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|