,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№54
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.105.016342
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/09/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება   №54

2017 წლის 1 სექტემბერი

ქ. ზუგდიდი

 

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული  აქტების  შესახებ“ საქართველოს  კანონის  მე-20  მუხლის  შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,18/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.105.016147) შეტანილ იქნეს  ცვლილება  და დამატება,  კერძოდ:  

1. დადგენილებით  დამტკიცებული დებულების 118-ე მუხლის  მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს პეტიციის რეგისტრაციის მოწმობა ეძლევა/ეძლევათ მისი რეგისტრაციაში გატარების შესახებ მიმართვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში და გადაეცემათ მხარდამჭერთა რეგისტრაციისათვის აპარატის მიერ დამოწმებული ბლანკები. რეგისტრაციაში გატარებაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნები ან/და პეტიციით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას.“.

2.  დადგენილებით  დამტკიცებული დებულების 118-ე მუხლის  მე-8 პუნქტს დაემატოს  ,,81“ , ,,82“ და ,,83“ პუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,81.  პეტიციის წარმდგენი სუბიექტი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს რეგისტრაციის მოწმობის მიღების მეორე დღიდან. ხელმოწერები გროვდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ფორმის ბლანკზე. ყოველ ასეთ ფურცელს ხელს აწერს არაუმეტეს 50 მოქალაქისა, რომლებიც თავად წერენ სახელს, გვარს, დაბადების წელს, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერს, რეგისტრაციის ადგილს და ხელმოწერის თარიღს. ზემოაღნიშნული მონაცემებით შევსებულ ყოველ ფურცელს ხელს აწერს ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირი. თუ საკრებულოს არ აქვს დადგენილი შესაბამისი ბლანკის ფორმა, საინიციატივო ჯგუფი ამ რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ხელმოწერების შეგროვებას.

82.  საინიციატივო ჯგუფი განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს ერთი თვისა მუნიციპალიტეტის საკრებულოს  წარუდგენს პეტიციის ინიცირების თაობაზე განცხადებას და თანდართულ ხელმოწერებს, რომლებითაც დასტურდება, რომ ინიციატივას მხარს უჭერს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1% პროცენტისა.

83. პეტიციის განხილვის თაობაზე ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენის  შემდეგ საკრებულოს აპარატი  3 კალენდარული დღის ვადაში, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, ამოწმებს წარდგენილი სიის 20%-ის ნამდვილობას.

1. ამომრჩეველთა სიის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:

ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი;

ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი;

დ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის;

ე) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა;

ვ) ამომრჩეველთა სიაში შეყვანილია სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩეველი;

ზ) ხელმომწერი პირი წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით;

თ) არასწორად ან არასრულად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი.

2. თუ გაბათილებული ხელმოწერების საფუძველზე ამომრჩეველთა სიის ოდენობა აღმოჩნდა დადგენილზე ნაკლები ან პეტიციის თაობაზე წარდგენილი განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად ვერ აკმაყოფილებს ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს ან/და პეტიციით გათვალისწინებული საკითხი  არ განეკუთვნება საკრებულოს უფლებამოსილებებს, საკრებულოს აპარატი უარს ამბობს პეტიციის რეგისტრაციაზე და პეტიციის რეგისტრაციის მოწმობის გაცემაზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

3. თუ პეტიციის თაობაზე წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის მოთხოვნებს, მისი წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საკრებულოს აპარატი გასცემს „პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობას.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან  წარმოშობილ  სამართლებრივ  ურთიერთობებზე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ნანავა