სასესხო ხელშეკრულება(მეორადი და ადგილობრივი გზების პროექტის დამატებითი დაფინანსება)საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის
მიღების თარიღი 25.03.2009
ძალაში შესვლა 07.04.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000727
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 17/07/2009
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| ტელეგრაფი: INTBAFRAD Washington, D.C. | ტელექსი: 248423 (MCI) or 64145 (MCI) |
| კატეგორია | გამოყოფილი სესხის ოდენობა (აშშ დოლარში) |
| (1) საქონელი, სამუშაოები, საკონსულტაციო მომსახურება და ტრენინგი პროექტის მიზნებისათვის | 69,825,000 |
| (2) ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო | 175,000 |
| სულ თანხა | 70,000,000 |
| ძირითადი თანხის დაფარვის თარიღი | დარიცხული პროცენტი (პროცენტებში) |
| ყოველი წლის 15 იანვარი და 15 ივლისი 2014 წლის 15 ივლისიდან 2039 წლის 15 იანვრის ჩათვლით | 2 % |
დოკუმენტის ტექსტი
სასესხო ხელშეკრულება(მეორადი და ადგილობრივი გზების პროექტის დამატებითი დაფინანსება)საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის
სესხის ნომერი 7671-GE
სასესხო ხელშეკრულება
(მეორადი და ადგილობრივი გზების პროექტის დამატებითი დაფინანსება)
საქართველოსა
და
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს
შორის
2009 წლის 25 მარტი
სესხის ნომერი 7671-GE
სასესხო ხელშეკრულება
ხელშეკრულება, რომელიც დათარიღებულია ________, 2009 წ., ფორმდება საქართველოსა (შემდგომში „მსესხებელი“) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (შემდგომში „ბანკი“) თავდაპირველ პროექტთან (განსაზღვრება იხ. წინამდებარე ხელშეკრულების დანართში) დაკავშირებული საქმიანობებისთვის გათვალისწინებული დამატებითი დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით.
მსესხებელი და ბანკი თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი I – ზოგადი პირობები; განმარტებები
1.01. ზოგადი პირობები (განსაზღვრება იხ. წინამდებარე ხელშეკრულების დანართში) წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
1.02. თუ შინაარსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წინამდებარე ხელშეკრულებაში მთავრული ასოებით მოცემულ განმარტებებს აქვს ზოგად დებულებებში ან წინამდებარე ხელშეკრულების დანართში მათთვის მინიჭებული მნიშვნელობები.
მუხლი II – სესხი
2.01. ბანკი თანახმაა, წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად, მსესხებელს ასესხოს თანხა სამოცდაათი მილიონი აშშ დოლარის (70,000,000 აშშ დოლარი) ოდენობით, რომელიც პერიოდულად კონვერტირებადია ვალუტის კონვერტაციის საშუალებით, წინამდებარე ხელშეკრულების („სესხი“) 2.07 პუნქტში მოცემული პირობების თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების („პროექტი“) 1-ელ განრიგში აღწერილი პროექტის დაფინანსების ხელშეწყობის მიზნით.
2.02. მსესხებელს შეუძლია სესხის ტრანშებად გამოტანა, წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 განრიგის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
2.03. მსესხებლის მიერ დასაფარი ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო უნდა შეადგენდეს სესხის თანხის ერთი პროცენტის მეოთხედს (0.25%).
2.04. მსესხებლის მიერ გადასახდელი პროცენტი ყოველი საპროცენტო პერიოდისთვის უნდა შეესაბამებოდეს ლონდონის ბანკთაშორის შემოთავაზებულ განაკვეთს (LIBOR), რომელიც დადგენილია სესხის ვალუტისთვის და რომელსაც დაემატება ცვლადი განსხვავება. სესხის ძირითადი თანხის მთლიანი ან ნაწილობრივი ოდენობის კონვერსიის შემთხვევაში, კონვერსიის პერიოდში მსესხებლის მიერ გადასახდელი პროცენტი აღნიშნულ თანხაზე უნდა განისაზღვროს ზოგადი პირობების მუხლი IV-ის პირობების შესაბამისად. ზემოხსენებულის მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ ათვისებული სესხის ბალანსის ნებისმიერი ოდენობა რჩება დაუფარავი ვადის დადგომის მომენტში და ამგვარი გადაუხდელობა გრძელდება ოცდაათი დღის განმავლობაში, მსესხებლის მიერ გადასახდელი პროცენტის გამოანგარიშება უნდა მოხდეს ზოგადი პირობების 3.02 (დ) ნაწილის მიხედვით.
2.05. გადახდის თარიღებია ყოველი წლის 15 იანვარი და 15 ივლისი.
2.06. სესხის ძირითადი თანხის გადაფარვა უნდა განხორციელდეს წინამდებარე ხელშეკრულების მე-3 განრიგში მოცემული ამორტიზაციის განრიგის შესაბამისად.
2.07. (ა) სესხის გონივრული მართვის ხელშესაწყობად, მსესხებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს სესხის პირობების ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი კონვერსია: (i) სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი, ათვისებული ან აუთვისებელი თანხის ვალუტის დამტკიცებული ვალუტით შეცვლა; (ii) ათვისებული და აუთვისებელი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის საბაზისო საპროცენტო ცვალებადი განაკვეთის ფიქსირებული განაკვეთით, ან პირიქით, შეცვლა; და (iii) ათვისებული და აუთვისებელი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის ცვლად განაკვეთზე ლიმიტების დაწესება, ცვლად განაკვეთზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის ან საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის დაწესების გზით.
(ბ) წინამდებარე ნაწილის (ა) პუნქტის თანახმად საჭირო ნებისმიერი ცვლილება, რომელიც დადასტურებულია ბანკის მიერ, უნდა განისაზღვროს როგორც „კონვერსია“, როგორც ეს განმარტებულია ზოგად პირობებში, და უნდა ამოქმედდეს ზოგადი პირობების მუხლი IV-ისა და კონვერსიის სახელმძღვანელოს შესაბამისად.
(გ) საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის ან საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის გადახდის თარიღის დადგომისთანავე, რომლისთვისაც მსესხებელმა მოითხოვა ძირი თანხის სესხის თანხებიდან დაფარვა, ბანკმა, მსესხებლის სახელით, სესხის ანგარიშიდან უნდა გამოიტანოს და დაფაროს ის თანხები, რაც საჭიროა ნებისმიერი ძირი თანხის დასაფარად, ზოგადი პირობების 4.05 (გ) ნაწილის შესაბამისად, იმ ოდენობამდე, რაც პერიოდულად გამოიყოფა წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 განრიგის ნაწილი IV-ის მიზნების განსახორციელებლად.
მუხლი III – პროექტი
3.01. მსესხებელი ადასტურებს პროექტით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების ვალდებულებას. ამ მიზნით, მსესხებელმა უნდა განახორციელოს პროექტი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საშუალებით, ზოგადი პირობების მე-5 მუხლის პირობების თანახმად.
3.02. წინამდებარე ხელშეკრულების 3.01 ნაწილში მოცემული პირობების შეუზღუდავად, და იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი და ბანკი სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტის წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 განრიგის პირობების შესაბამისად განხორციელება.
მუხლი IV – ბანკის უფლებების დაცვა
4.01. [ხელშეკრულების] შეჩერების დამატებითი პირობები გულისხმობს, ასევე, სესხის ხელშეკრულების ამოქმედების თარიღის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, რომელთა შედეგად წარმოიშობა არაორდინალური ვითარება, რაც შეუძლებელს ხდის პროგრამის განხორციელებას.
მუხლი V – ხელშეკრულების შეწყვეტა
5.01. ხელშეკრულების ამოქმედების ვადად განსაზღვრულია ოთხმოცდაათი (90) დღე, წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან.
მუხლი VI – წარმომადგენელი; რეკვიზიტები
6.01. მსესხებელს წარმოადგენს ფინანსთა მინისტრი.
6.02. მსესხებლის რეკვიზიტებია:
ფინანსთა სამინისტრო
გორგასლის ქუჩა №16
0105 თბილისი
საქართველო
ფაქსი:
995-32-261461
6.03. ბანკის რეკვიზიტებია:
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი
1818 „ეიჩ სთრითი“, ვირჯინია (1818 H Street, N.W.)
ვაშინგტონის ოლქი, 20433
ამერიკის შეერთებული შტატები
ტელეგრაფი:
INTBAFRAD
Washington, D.C.
ტელექსი:
248423 (MCI) or 64145 (MCI)
ფაქსი:
1-202-477-6391
შეთანხმებულია საქართველოში, თბილისში, პირველ გვერდზე აღნიშნულ დღესა და წელს.
საქართველო
უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ
განვითარებისა და რეკონსტრუქციის საერთაშორისო ბანკი
უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ
განრიგი 1
პროექტის დახასიათება
პროექტის მიზნებია: (ა) მეორადი და ადგილობრივი გზების ქსელების გაუმჯობესება და რეაბილიტაცია; და (ბ) რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და (რგისსგდ) და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების შესაძლებლობების გაზრდა საავტომობილო გზების ქსელის სტაბილური მართვისათვის სახსრების ეფექტური ხარჯვის პირობებში.
პროექტი შედგება საწყისი პროექტისა და შემდეგი დამატებითი ნაწილებისაგან;
ნაწილი ა: მეორადი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია
450 კმ მეორადი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია, დრენაჟების მოწყობა, საგზაო ნიშნების დაყენება და მიმდებარე ტერიტორიებთან მიღწევადობის უზრუნველყოფა.
ნაწილი ბ: საგზაო სექტორის ინსტიტუტების შესაძლებლობების გაზრდა
1. რგისსგდ-ისა და მისი ექვსი რეგიონალური სამსახურის შესაძლებლობების გაზრდა მეორადი გზების ქსელის მართვის და მოვლა-შენახვის მიზნით, რაც ითვალისწინებს: (i) მონაცემთა შეგროვებისათვის კონსულტანტების მომსახურებას; (ii) შესრულებაზე დაფუძნებული მოვლა-შენახვის კონტრაქტის მომზადებისათვის კონსულტანტების მომსახურებას; (iii) კომპიუტერული ტექნიკის, ლაბორატორიული მოწყობილობების, სატრანსპორტო საშუალებებისა და საოფისე ავეჯის შესყიდვას; და (iv) ტრენინგს.
2. ადგილობრივი მმართველობის ორგანოების შესაძლებლობების გაზრდა მეორადი გზების ქსელების მართვისა და მოვლა-შენახვის მიზნით, რაც ითვალისწინებს: (i) კონსულტანტების მომსახურებას ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ გზების მართვისა და მოვლა-შენახვისათვის საჭირო რესურსების განსაზღვრის მიზნით და ადგილობრივი გზების მართვისა და მოვლა-შენახვის შესახებ სახელმძღვანელოს შექმნისათვის; და (ii) ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისათვის სემინარების ჩატარებას ადგილობრივი გზების მართვისა და მოვლა-შენახვის თაობაზე.
3. პროექტის აუდიტის ჩასატარებლად საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფა
ნაწილი გ: სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება და ზედამხედველობა
დაახლოებით 150 კმ გზების რეაბილიტაციისათვის პროექტირება და დაახლოებით 450 კმ საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ზედამხედველობა, საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფის გზით.
განრიგი 2
პროექტის განხორციელება
ნაწილი I. განხორციელება
ა. ინსტიტუციონალური საკითხები
1. მსესხებელი ვალდებულია პროექტი განახორციელოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით, აუდიტორული შემოწმებისა და ეფექტიანობის გათვალისწინებით და შესაბამისი ადმინისტრაციული, ფინანსური, საინჟინრო, კომუნალური და გარემოსდაცვითი ნორმების შესაბამისად; ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო რესურსებითა და კადრებით.
2. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტისათვის საჭირო სათანადო საბიუჯეტო რესურსების ხელმისაწვდომობა მსესხებლის წლიურ ბიუჯეტში.
3. მსესხებელი ვალდებულია, განხორციელების ხელშეკრულების თანახმად, ტრრც-ისგან მოითხოვოს პროექტის ფინანსური მართვის, ამასთან, დაეხმაროს რგისსგდ-ს პროექტით გათვალისწინებული შესყიდვების წარმართვაში განხორციელების ხელშეკრულების შესაბამისად.
4. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს (გარდა სახელმწიფო სტანდარტებისა) სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის მიერ რეკომენდებული გზებისა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის, დაგეგმვისა და დაპროექტების სტანდარტების გამოყენება პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული გზის დაპროექტების, მშენებლობისა და მოვლა-შენახვის განხორციელებისას.
5. მსესხებელი ვალდებულია, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით: (ა) დაიცვას ის წესები და პროცედურები, რაც უზრუნველყოფს გზის მდგომარეობისა და გზის სექტორში დასახული ამოცანების შესრულების მონიტორინგსა და შეფასებას, მონიტორინგისა და შეფასების ინდიკატორებისა და გარემოს შეფასებისა და დაცვის ჩარჩო დოკუმენტის შესაბამისად, პროექტის განხორციელებისა და პროექტით განსაზღვრული ამოცანების შესრულების მიზნით; (ბ) გააძლიეროს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის რეგიონული სამსახურების პოტენციალი; (გ) ხელი შეუწყოს გზის სექტორში ხუთწლიანი პროგრამის შემუშავებას და უზრუნველყოს მისი განხორციელებისა და ზეგავლენის მონიტორინგი; (დ) უზრუნველყოს, რომ წინამდებარე პროექტის ფარგლებში გზის სამუშაოების შესასრულებლად გაფორმებული ნებისმიერი პროექტისთვის: (i) არ მოხდება მიწის ან ადამიანების გადაადგილება გზის სამუშაოების განხორციელების მიზნით; (ii) კონტრაქტები შეიცავს ბანკისათვის მისაღებ იმ პროცედურებს, რომლებიც უკავშირდება კულტურული ქონების დაცვის უზრუნველყოფას და/ან აღმოჩენებს; და (iii) ბანკისათვის მისაღები გარემოსდაცვითი მართვის გეგმა მომზადებულია გარემოს შეფასებისა და დაცვის ჩარჩო დოკუმენტის შესაბამისად; და (ე) ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან 90 დღის განმავლობაში გამოაქვეყნოს წლიური ანგარიში, რომელშიც საკმარისად დეტალურად არის მოთხრობილი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წინა წელს მიღწეული შედეგებისა და გზის სექტორში ხუთწლიანი სამომავლო პროგრამის თაობაზე.
ბ. ანტიკორუფცია
მსესხებელი ვალდებულია, უზრუნველყოს პროექტის განხორციელება ანტიკორუფციული სახელმძღვანელოს პირობების შესაბამისად.
გ. დაცვის ღონისძიებები
1. მსესხებელი ვალდებულია, უზრუნველყოს პროექტის გარემოს შეფასებისა და დაცვის ჩარჩო დოკუმენტისა და სათანადო გარემოს დაცვის მართვის გეგმის შესაბამისად განხორციელება და პროექტის განხორციელების ან მოქმედების პერიოდში გამოსასწორებელი ღონისძიებების გატარება უარყოფითი გარემოსდაცვითი ზეგავლენის იმ დონემდე ნეიტრალიზების ან შემცირების მიზნით, რაც განსაზღვრულია გარემოს შეფასებისა და დაცვის ჩარჩო დოკუმენტსა და სათანადო გარემოს დაცვის მართვის გეგმაში. მსესხებელმა არ უნდა დაადგინოს, შეცვალოს, გააუქმოს ან დაუშვას გარემოს შეფასებისა და დაცვის ჩარჩო დოკუმენტისა და სათანადო გარემოს დაცვის მართვის გეგმის შეუსრულებლობა ბანკის წინასწარი თანხმობის გარეშე.
2. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ: (ა) ყველა სამოქალაქო სამუშაო განხორციელდეს არსებული გზის ფარგლებში და (ბ) პროექტის ფარგლებში არ განხორციელდეს არანაირი სამუშაო, რომელიც მოითხოვს მიწის არანებაყოფლობით შესყიდვას ან ამგვარ მიწაზე მცხოვრებთა ან მის მფლობელთა არანებაყოფლობით გადაადგილებას.
ნაწილი II. პროექტის მონიტორინგი, ანგარიშგება და შეფასება
ა. პროექტის ანგარიშები
მსესხებელი ვალდებულია, რგისსგდ-ის მეშვეობით, განახორციელოს პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი და შეფასება და მოამზადოს პროექტის ანგარიშები ზოგადი პირობების 5.08 ნაწილის პირობების შესაბამისად და ბანკთან შეთანხმებულ ინდიკატორებზე დაყრდნობით. პროექტის თითოეული ანგარიში უნდა მოიცავდეს კალენდარული კვარტალის პერიოდს და უნდა წარედგინოს ბანკს არაუგვიანეს ანგარიშში მითითებული პერიოდის დასრულებიდან ერთ თვეში.
ბ. ფინანსური მართვა, ფინანსური ანგარიშები და აუდიტი
1. მსესხებელი ვალდებულია, ზოგადი პირობების 5.09 ნაწილის პირობების შესაბამისად, ისარგებლოს ან განაპირობოს სარგებლობა ფინანსური მართვის სისტემისა.
2. წინამდებარე ნაწილის „ა“ პუნქტის პირობების შესაბამისად, მსესხებელი ვალდებულია, რგისსდგ-ის მეშვეობით, მოამზადოს და ბანკს წარუდგინოს, ყოველი კალენდარული კვარტლის დასრულებიდან არაუგვიანეს ორმოცდახუთი (45) დღისა, პროექტის შუალედური შეუმოწმებელი ფინანსური ანგარიშები, რომელიც მოიცავს კვარტალს, ბანკისათვის დამაკმაყოფილებელი ფორმითა და შინაარსით.
3. მსესხებელი ვალდებულია ფლობდეს ფინანსურ ანგარიშგებას, რომელიც შემოწმებულია ზოგადი პირობების 5.09 (ბ) ნაწილის პირობების შესაბამისად. ფინანსური ანგარიშგების თითოეული აუდიტორული შემოწმება უნდა ფარავდეს მსესხებლის ერთი ფისკალური წლის პერიოდს. ყოველი ამგვარი პერიოდისთვის მომზადებული ფინანსური ანგარიშგებები, რომელთაც გავლილი აქვს აუდიტორული შემოწმება, უნდა წარედგინოს ბანკს ამგვარი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა.
ნაწილი III. შესყიდვები
ა. ზოგადი
1. საქონელი და სამუშაოები. პროექტისთვის საჭირო ნებისმიერი საქონლისა და სამუშაოს შესყიდვა, რომელთა დაფინანსება გათვალისწინებულია სესხის თანხებით, უნდა განხორციელდეს შესყიდვების სახელმძღვანელოს ნაწილი I-ის მოთხოვნებისა და წინამდებარე ნაწილის პირობების შესაბამისად.
2. საკონსულტაციო მომსახურება. პროექტისთვის საჭირო ნებისმიერი საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა, რომლის დაფინანსება გათვალისწინებულია სესხის თანხებით, უნდა განხორციელდეს საკონსულტაციო მომსახურების სახელმძღვანელოს I და IV ნაწილების მოთხოვნებისა და წინამდებარე ნაწილის პირობების შესაბამისად.
3. განმარტებები. წინამდებარე ნაწილში გამოყენებული ტერმინები, რომლებიც მოცემულია მთავრული ასოებით, განსაზღვრავს შესყიდვების კონკრეტულ მეთოდებს ან ბანკის მიერ კონკრეტული კონტრაქტების შემოწმების მეთოდებს, რომლებიც შეესაბამება შესყიდვების სახელმძღვანელოში ან საკონსულტაციო მომსახურების სახელმძღვანელოში აღწერილ შესაბამის მეთოდს.
ბ. საქონლისა და სამუშაოების შესყიდვის კონკრეტული მეთოდები
1. საერთაშორისო კონკურენტული ტენდერი. თუ ქვემოთ მოცემული პუნქტი 2-ით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქონლისა და სამუშაოების შესყიდვა უნდა განხორციელდეს საერთაშორისო კონკურენტული ტენდერის საფუძველზე გაფორმებული კონტრაქტების ფარგლებში.
2. საქონლისა და სამუშაოების შესყიდვის სხვა მეთოდები. ქვემოთ მოცემულ ცხრილში აღწერილია შესყიდვის მეთოდები (არ შედის საერთაშორისო კონკურენტული ტენდერი), რომელთა გამოყენება შესაძლებელია საქონლისა და სამუშაოების შესყიდვის მიზნით. შესყიდვების გეგმა უნდა განსაზღვრავდეს იმ შემთხვევებს, რომლებშიც შესაძლებელია ამგვარი მეთოდების გამოყენება.
შესყიდვების მეთოდები
(ა) კონკურენტული სახელმწიფო ტენდერი, რომელიც ექვემდებარება ქვემოთ ჩამოთვლილ დამატებით მოთხოვნებს:
i. „ღია კონკურენტული პროცედურები“ (მაგ., „საჯარო ტენდერი“ და არა „ტენდერი“) უნდა წარმოადგენდეს უპირობო წესს. ერთი კონვერტის პროცედურა გამოყენებული უნდა იქნას საქონლის, სამუშაოებისა თუ ტექნიკური მომსახურების (გარდა საკონსულტაციო მომსახურებისა) ჩაბარებისას.
ii. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად მოწვევა უნდა გამოქვეყნდეს სულ მცირე ერთ ფართოდ გავრცელებად ყოველდღიურ სახელმწიფო გაზეთში, სატენდერო წინადადებების მომზადებისა და წარდგენის სულ მცირე 30-დღიანი პერიოდის გათვალისწინებით. უცხოურ გამოცემებში გამოქვეყნებული განცხადებები უნდა შეესაბამებოდეს ანალოგიურ მინიმუმ 30-დღიან პერიოდს სატენდერო წინადადებების მომზადებისა და წარდგენისათვის.
iii. ტენდერში მონაწილეობა არ უნდა შეეზღუდოთ წინასწარ დარეგისტრირებულ ფირმებს. რეგისტრაციის საჭიროების შემთხვევაში, აკრძალვა არ უნდა შეეხებოდეს ტენდერში მონაწილე უფლებამოსილ კომპანიებს კონტრაქტის წარმატებით შესასრულებლად საჭირო შესაძლებლობებსა და რესურსებთან არადაკავშირებულ მიზეზთა (მაგ., სავალდებულო წევრობა პროფესიულ ორგანიზაციებში, კლასიფიკაცია და სხვ.) გამო. უნდა ჩატარდეს პოსტ-საკვალიფიკაციო შეფასება, რათა დადასტურდეს, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიას გააჩნია შესაბამისი შესაძლებლობები და რესურსები კონტრაქტის წარმატებით განსახორციელებლად.
iv. სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული, საქართველოში მდებარე საწარმოები უფლებამოსილნი არიან, მონაწილეობა მიიღონ ტენდერში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაადასტურებენ, რომ არიან იურიდიულად და ფინანსურად დამოუკიდებელნი, მოქმედებენ კომერციული სამართლის ფარგლებში და არ წარმოადგენენ სახელმწიფოზე დამოკიდებულ უწყებას. სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული საწარმოები ექვემდებარებიან სატენდერო წინადადების უსაფრთხოებისა და შესრულების გარანტიის იმავე მოთხოვნებს, რომლებსაც ტენდერში მონაწილე სხვა კომპანიები.
v. შემსყიდველმა ერთეულებმა საქონლის, სამუშაოებისა თუ ტექნიკური მომსახურების (გარდა საკონსულტაციო მომსახურებისა) შესასყიდად უნდა გამოიყენონ შესაბამისი ბანკის/ასოციაციის სატენდერო დოკუმენტაციის ნიმუში, მათ შორის, წინასაკვალიფიკაციო დოკუმენტები, და უნდა მოიცავდეს კონტრაქტის პროექტსა და კონტრაქტის პირობებს, მათ შორის ბანკისთვის/ასოციაციისთვის მისაღებ, თაღლითობისა და კორუფციის, აუდიტორული შემოწმებისა და კონტრაქტის მინიჭების გამოქვეყნების პუნქტებს.
vi. სატენდერო წინადადებების გახსნა უნდა მოხდეს საჯაროდ, სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის გასვლისთანავე. ტენდერში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს უფლება აქვთ დაესწრონ სატენდერო წინადადებების გახსნას.
vii. ტენდერის ვადის გაგრძელება დაშვებულია მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 30 დღით. ბანკის/ასოციაციის წინასწარი თანხმობის გარეშე დაუშვებელია ვადის შემდგომი გაგრძელების მოთხოვნა.
viii. სატენდერო წინადადებების შეფასება უნდა დაეფუძნოს სავალუტო ტერმინოლოგიით გამოხატულ რიცხობრივ კრიტერიუმებს, როგორც ეს განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციაში; დაუშვებელია ქულებობრივი შეფასების ან ადგილობრივი კომპანიებისათვის უპირატესობის მინიჭების საფუძველზე სატენდერო წინადადებების შეფასება. კონტრაქტები უნდა მიენიჭოს იმ კვალიფიციურ კომპანიებს, რომლებმაც წარმოადგინეს ყველაზე დაბალი ფასისა და წაყენებული მოთხოვნების მნიშვნელოვნად დამაკმაყოფილებელი წინადადება; კონტრაქტის მინიჭებამდე დაუშვებელია ნებისმიერი სახის მოლაპარაკება.
ix. სამოქალაქო სამუშაოების გრძელვადიანი კონტრაქტები (მაგ., თვრამეტ (18) თვეზე მეტი) უნდა მოიცავდეს შესაბამისი ფასის შესწორების პუნქტს.
x. დაუშვებელია რომელიმე სატენდერო წინადადების დაწუნება მხოლოდ იმ მიზეზზე დაყრდნობით, რომ შემოთავაზებული სატენდერო ფასი აღემატება შესყიდვებით გათვალისწინებულ ბიუჯეტს. დაუშვებელია ყველა სატენდერო წინადადების დაწუნება და ახალი სატენდერო წინადადებების მოძიება ბანკის წინასწარი თანხმობის გარეშე.
(ბ) ფასთა კოტირება („შოპინგი“)
(გ) ერთ პირთან მოლაპარაკების შედეგად გაფორმებული კონტრაქტები
გ. საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის კონკრეტული მეთოდები
1. ხარისხზე და ფასზე დაფუძნებული შერჩევა. გარდა იმ შემთხვევისა, თუ მე-2 პუნქტში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა უნდა განხორციელდეს ხარისხზე და ფასზე დაფუძნებული შერჩევის შედეგად მინიჭებული კონტრაქტების ფარგლებში.
2. საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის სხვა მეთოდები. ქვემოთ მოცემულ ცხრილში განსაზღვრულია შესყიდვის მეთოდები (გარდა ხარისხზე და ფასზე დაფუძნებული შერჩევისა), რომელთა გამოყენება შესაძლებელია საკონსულტაციო მომსახურების შესასყიდად. შესყიდვების გეგმა უნდა განსაზღვრავდეს იმ შემთხვევებს, რომელთა დროსაც შესაძლებელია ამგვარი მეთოდების გამოყენება.
შესყიდვის მეთოდი
(ა) შერჩევა დაბალი ფასის საფუძველზე
(ბ) შერჩევა კონსულტანტთა კვალიფიკაციის საფუძველზე
(გ) შერჩევა ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე
(დ) ინდივიდუალური კონსულტანტების შერჩევა
დ. ბანკის მიერ შესყიდვების გადაწყვეტილებების გადასინჯვა
შესყიდვების გეგმა უნდა მოიცავდეს იმ კონტრაქტებს, რომლებიც ექვემდებარება ბანკის წინასწარ გადასინჯვას. ყველა სხვა კონტრაქტი ექვემდებარება ბანკის მიერ შემდგომ გადასინჯვას.
ნაწილი IV. სესხის თანხების გამოტანა
ა. ზოგადი
1. მსესხებელს შეუძლია ისარგებლოს სესხის თანხებით ზოგადი პირობების მუხლი II-ის მოთხოვნების, წინამდებარე ნაწილისა და ამგვარი დამატებითი ინსტრუქციების შესაბამისად, ხოლო ბანკმა შეტყობინება უნდა გაუგზავნოს მსესხებელს (მათ შორის, „პროექტებისათვის განკუთვნილი მსოფლიო ბანკის თანხის ჩარიცხვის სახელმძღვანელო“, რომელიც დათარიღებულია 2006 წლის მაისით და პერიოდულად განახლებულია ბანკის მიერ და გათვალისწინებულია წინამდებარე ხელშეკრულებით ამგვარი ინსტრუქციების თანახმად) ქვემოთ მოცემულ მე-2 პუნქტში განსაზღვრული ნებადართული ხარჯების დასაფინანსებლად.
2. ქვემოთ მოცემული ცხრილი განსაზღვრავს ნებადართული ხარჯების კატეგორიებს, რომელთა დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს სესხის („კატეგორია“) თანხებიდან, თითოეული კატეგორიისთვის გათვალისწინებული სესხის თანხების გამოყოფას და პროცენტებში გამოსახულ ხარჯებს, რომლებიც გათვალისწინებულია თითოეული კატეგორიის ნებადართული ხარჯების დასაფინანსებლად.
კატეგორია
გამოყოფილი სესხის ოდენობა
(აშშ დოლარში)
დასაფინანსებელი ხარჯები
პროცენტულად
(გადასახადების ჩათვლით)
(1) საქონელი, სამუშაოები, საკონსულტაციო მომსახურება და ტრენინგი პროექტის მიზნებისათვის
69,825,000
70%
(2) ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო
175,000
ზოგადი პირობების 2.07 (ბ) ნაწილის შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების 2.03 ნაწილის თანახმად გადასახდელი თანხა
(3) საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრისა და საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის დამატებითი (პრემიალური) თანხა
0
წინამდებარე ხელშეკრულების 2.07 (გ) ნაწილის ფარგლებში გადასახდელი თანხა
სულ თანხა
70,000,000
ბ. თანხის გამოტანის პირობები; თანხის გამოტანის პერიოდი
1. წინამდებარე ნაწილის ა პუნქტში განსაზღვრული დებულებების მიუხედავად, წინამდებარე ხელშეკრულების თარიღის დადგომამდე დაუშვებელია გადახდების განხორციელების მიზნით თანხების გამოტანა, გარდა აღნიშნული თარიღის დადგომამდე, თუმცა 2009 წლის 10 მარტს ან მის შემდეგ გადახდების განსახორციელებლად გამოსატანი მთლიანი თანხისა, რომლის ოდენობა არ აღემატება 5,000,000 აშშ დოლარის ეკვივალენტს და გამიზნულია 1-ლი კატეგორიის უფლებამოსილი დანახარჯებისათვის.
2. დახურვის თარიღად განსაზღვრულია 2011 წლის 31 ოქტომბერი.
განრიგი 3
ამორტიზაციის განრიგი
1. ქვემოთ მოცემული ცხრილი განსაზღვრავს სესხის გადახდის ძირითად თარიღებს და სესხის მთლიანი ძირითადი თანხის პროცენტს, რომლის გადახდაც უნდა განხორციელდეს სესხის გადახდის ყოველი ძირითადი თარიღის („დარიცხული პროცენტი“) დადგომისას. იმ შემთხვევაში, თუ სესხის გადახდის პირველი ძირითადი თარიღის დადგომისას მოხდება სესხის მთლიანი თანხის გატანა, სესხის ძირითადი ოდენობა, რომელიც უნდა დაიფაროს მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის ყოველი ძირითადი თარიღის დადგომისას, უნდა განისაზღვროს ბანკის მიერ (ა) სესხის გადახდის პირველი ძირითადი თარიღის დადგომისას შესაბამისი ათვისებული სესხის ბალანსისა და (ბ) სესხის გადახდის ყოველი ძირითადი თარიღის დადგომისას გათვალისწინებული დარიცხული პროცენტის გამრავლების საფუძველზე. საჭიროების მიხედვით, წინამდებარე განრიგის მე-4 პუნქტში მითითებული ნებისმიერი იმ თანხის გამოკლების მიზნით, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ვალუტის კონვერსია, ამგვარი დასაფარი თანხა ექვემდებარება შესწორებას.
ძირითადი თანხის დაფარვის თარიღი
დარიცხული პროცენტი
(პროცენტებში)
ყოველი წლის 15 იანვარი და 15 ივლისი
2014 წლის 15 ივლისიდან 2039 წლის 15 იანვრის ჩათვლით
2 %
2. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა სესხის თანხების სრულად გატანა სესხის დაფარვის პირველი ძირითადი თარიღის დადგომისას, მსესხებლის მიერ სესხის გადახდის ყოველი ძირითადი თარიღის დადგომისას დასაფარი სესხის ძირითადი თანხა უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად:
(ა) იმის გათვალისწინებით, თუ სესხის ნებისმიერი თანხის გატანა მოხდება სესხის გადახდის პირველი ძირითადი თარიღის დადგომისას, მსესხებელი ვალდებულია გადაფაროს იმავე თარიღის ათვისებული სესხის ბალანსი, წინამდებარე განრიგის 1-ელი პუნქტის შესაბამისად.
(ბ) სესხის გადახდის პირველი ძირითადი თარიღის დადგომის შემდეგ განაღდებული ნებისმიერი თანხის გადახდა უნდა მოხდეს სესხის გადახდის თითოეული ძირითადი თარიღის დადგომისას, რაც დგება განაღდების თარიღის დადგომის შემდეგ იმ ოდენობებში, რაც დადგენილია ბანკის მიერ განაღდებული თანხის ოდენობის გამრავლებით წილადზე, რომლის მრიცხველიც იქნება სასესხო განრიგის 1-ლი პუნქტის ცხრილში მოყვანილი თავდაპირველად განსაზღვრული გადახდის წილი („თავდაპირველი გადახდის წილი“) და რომლის დენომინატორიც შეადგენს თავდაპირველი გადახდის ყველა დარჩენილი წილის ჯამს. საჭიროების მიხედვით, წინამდებარე განრიგის მე-4 პუნქტში მითითებული ნებისმიერი იმ თანხის გამოკლების მიზნით, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ვალუტის კონვერსია, ამგვარი დასაფარი თანხა ექვემდებარება შესწორებას.
3. (ა) სესხის ოდენობები, რომლებიც განაღდებულია სესხის გადახდის ნებისმიერი ძირითადი თარიღის დადგომამდე ორი კალენდარული თვის განმავლობაში, სესხის დაფარვის ნებისმიერი ძირითადი თარიღის დადგომისას გადასახდელი ძირითადი თანხის მხოლოდ გამოთვლის მიზნით, უნდა ჩაითვალოს როგორც სესხის დაფარვის მეორე ძირითადი თარიღის დადგომისას ათვისებულ ან აუთვისებელ თანხად, თანხის ათვისების თარიღის შემდგომ, და მისი გადაფარვა უნდა მოხდეს სესხის გადახდის ყოველი ძირითადი თარიღის დადგომისას, რომლის ათვლაც უნდა დაიწყოს თანხის ათვისების თარიღის დადგომის შემდეგ სესხის გადახდის მეორე ძირითადი თარიღიდან.
(ბ) წინამდებარე პარაგრაფის (ა) ქვეპუნქტის მოთხოვნების მიუხედავად, თუ ნებისმიერ მომენტში ბანკი შეიმუშავებს გადასახადის განრიგის სისტემას, რომლის მიხედვითაც ანგარიშფაქტურების გაცემა ხდება სესხის გადახდის ძირითადი თარიღის დადგომის დღეს ან მის შემდეგ, თანხის გამოტანისას ამ ქვეპუნქტის მოთხოვნების დაკმაყოფილება არ იქნება სავალდებულო ზემოხსენებული სისტემის შემოღების შემდეგ.
4. წინამდებარე განრიგის 1-ელ და მე-2 პუნქტებში განსაზღვრული მოთხოვნების მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება განაღდებული სესხის სრული ან ნაწილობრივი კონვერტაცია იმ ვალუტაში, რომელშიც სესხი დამტკიცდა, კონვერტირებული თანხის იმ ნაწილის ოდენობა, რომელიც გადასახდელია სესხის ძირის დაფარვის თარიღისთვის, თუ ეს თარიღი ემთხვევა კონვერტაციის პერიოდს, დადგინდება ბანკის მიერ ამ თანხის გამრავლებით დენომინირებულ ვალუტაში უშუალოდ კონვერტაციამდე ნებისმიერი მხარის მიერ: (i) ვალუტის კურსი, რომელიც ასახავს სესხის ძირ თანხებს დამტკიცებულ ვალუტაში და რომელიც გასაცემია ბანკის მიერ კონვერტირებადი თანხის სავალუტო ჰეჯირების ტრანზაქციის მეშვეობით; ან (ii) იმ შემთხვევაში, თუ ბანკი ასე დაადგენს ბანკის განაკვეთების ვალუტის კურსის ნაწილში განმარტებული კონვერტაციის სახელმძღვანელოს შესაბამისად.
5. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ათვისებული სესხის ბალანსის დენომინაცია ერთზე მეტ სასესხო ვალუტაში, წინამდებარე განრიგის მოთხოვნები სავალდებულოა თითოეულ სასესხო ვალუტაში დენომინირებული თანხის შემთხვევაში ცალ-ცალკე იმ მიზნით, რომ მოხდეს თითოეული ამგვარი თანხის ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ამორტიზაციის განრიგის შემუშავება.
დანართი
ნაწილი I. განმარტებები
1. „ანტიკორუფციული სახელმძღვანელო“ ნიშანს „რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხებითა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებში თაღლითობისა და კორუფციის პრევენციის სახელმძღვანელო“, დათარიღებულია 2006 წლის 15 ოქტომბრით.
2. „კატეგორია“ ნიშნავს წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 განრიგის IV ნაწილში მითითებულ კატეგორიას.
3. „საკონსულტაციო მომსახურების სახელმძღვანელო“ ნიშნავს „სახელმძღვანელო: მსოფლიო ბანკის მსესხებელთა მიერ კონსულტანტების შერჩევა და დაქირავება“, გამოქვეყნებულია 2004 წლის მაისში და განახლებულია 2006 წლის ოქტომბერში.
4. „გარემოს შეფასებისა და დაცვის ჩარჩო დოკუმენტი“ ან „გჩდ“ ნიშნავს მსესხებლის მიერ ბანკისათვის 2009 წლის 30 იანვარს წარდგენილ გარემოს შეფასებისა და დაცვის ჩარჩო დოკუმენტს, რომელიც ადგენს შემარბილებელ, მონიტორინგისა და ინსტიტუციონალურ ღონისძიებებს, რომლებიც უნდა გატარდეს პროექტის განხორციელებისა და მოქმედების პერიოდში უარყოფითი გარემოსდაცვითი ზეგავლენის ბანკისათვის მისაღებ დონეზე ნეიტრალიზების ან შემცირების მიზნით.
5. „გარემოსდაცვითი მართვის გეგმა“ ან „გმგ“ ნიშნავს მსესხებლის მიერ ბანკისათვის მისაღები გარემოსდაცვითი მართვის გეგმებს, რომლებიც უნდა მომზადდეს „გარემოს შეფასებისა და დაცვის ჩარჩო დოკუმენტის“ დებულებების შესაბამისად.
6. „სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტი“ ან „სეკ“ ნიშნავს საერთაშორისო ასოციაციას, რომელიც დაფუძნებულია და მოქმედებს 1919 წლის 25 ოქტომბრით დათარიღებული და 1954 წლის 6 დეკემბერს განახლებული, ან ნებისმიერი სხვა სამართალმემკვიდრის, „სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის“ წესდების თანხმად.
7. „ქართული ლარი“ ან „ლარი“ ნიშნავს მსესხებლის ვალუტას.
8. „ზოგადი პირობები“ ნიშნავს „რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხების ზოგად დებულებებს“, რომელიც დათარიღებულია 2005 წლის 1 ივლისით (და განახლებულია 2008 წლის 12 თებერვალს) წინამდებარე დანართის II ნაწილში მითითებული მოდიფიკაციების გათვალისწინებით.
9. „განხორციელების ხელშეკრულება“ ნიშნავს ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმებულია რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ევრაზიის სატრანსპორტო კორიდორის საინვესტიციო ცენტრს/ტრანსპორტის რეფორმისა და რეაბილიტაციის ცენტრს შორის და მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 განრიგის I.ა.3 ნაწილში, რომელიც ადგენს ორივე მხარის ვალდებულებებს პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, ბანკისათვის მისაღები ფორმით.
10. „მონიტორინგისა და შეფასების ინდიკატორები“ ნიშნავს [სამუშაოს] შესრულების შეთანხმებულ ინდიკატორებს, რომლებიც დადგენილია დამატებით წერილში და რომლებიც მსესხებელმა უნდა გამოიყენოს პროექტის ფარგლებში პროექტის განხორციელების პროგრესისა და დასახული მიზნების (ამოცანების) მიღწევის ხარისხის გასაზომად.
11. „თავდაპირველი საფინანსო ხელშეკრულება“ ნიშნავს მეორადი და ადგილობრივი გზების პროექტის განვითარების საკრედიტო ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმებულია საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის 2004 წლის 1 ივლისს (კრედიტის №3938 GE).
12. „თავდაპირველი პროექტი“ ნიშნავს თავდაპირველ საფინანსო ხელშეკრულებაში აღწერილ პროექტს.
13. „შესყიდვების სახელმძღვანელო“ ნიშნავს „სახელმძღვანელო: რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხებისა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტების ფარგლებში განხორციელებული შესყიდვები“, რომელიც გამოქვეყნებულია ბანკის მიერ 2004 წლის მაისში და განახლებულია 2006 წლის ოქტომბერში.
14. „შესყიდვების გეგმა“ ნიშნავს მსესხებლის პროექტის შესყიდვების გეგმას, რომელიც დათარიღებულია 2009 წლის 18 თებერვლით და აღწერილია შესყიდვების სახელმძღვანელოს 1.16 პარაგრაფში და საკონსულტაციო მომსახურების სახელმძღვანელოს 1.24 პარაგრაფში, რომელიც დრო და დრო ექვემდებარება განახლებას ზემოხსენებული პარაგრაფების დებულებების შესაბამისად.
15. „საავტომობილო გზების დეპარტამენტი“ ნიშნავს „რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საავტომობილო გზების დეპარტამენტს“, რომელიც პასუხისმგებელია მსესხებლის საგზაო ქსელის ან ნებისმიერი სამართალმემკვიდრის მართვაზე.
16. „ტრრც“ ნიშნავს ევრაზიის სატრანსპორტო კორიდორის საინვესტიციო ცენტრს/ტრანსპორტის რეფორმისა და რეაბილიტაციის ცენტრს, რომელიც დაარსებულია პრეზიდენტის 2000 წლის 21 აპრილით დათარიღებული № N-161 ბრძანებულების თანახმად, ან მის ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს.
ნაწილი II. ცვლილებები ზოგად პირობებში
ზოგად პირობებში შესული ცვლილებები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
1. 2.07 ნაწილის (ა) პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„ნაწილი 2.07. მომზადების ავანსის რეფინანსირება; ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიოს და პროცენტის კაპიტალიზაცია.
(ა) იმ შემთხვევაში, თუ სესხის ხელშეკრულებაში განსაზღვრულია ბანკის ან ასოციაციის მიერ სესხის თანხების ავანსად გადაფარვა („მომზადების ავანსი“), ბანკი ვალდებულია, ამგვარი სესხის მხარის სახელით, მოქმედების თარიღის დადგომის დღეს ან მის შემდეგ, სესხის ანგარიშიდან თანხის გამოტანის თარიღისათვის, სესხის ანგარიშიდან გამოიტანოს ავანსის ათვისებული და აუთვისებელი ბალანსის გადასაფარად საჭირო თანხა და დაფაროს ყველა აკუმულირებული და დაუფარავი გადასახადები ასეთის არსებობის შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია დაფაროს თავისთვის ან ასოციაციისთვის ამგვარად გამოტანილი თანხა და გააუქმოს ავანსის აუთვისებელი დარჩენილი თანხა.“.
2. 7.02 ნაწილის (1) პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„ნაწილი 7.02. შეჩერება ბანკის მიერ
... (1) უფლებამოსილების არქონა. ბანკი ან ასოციაცია მსესხებელს (და არაწევრ ქვეყანას) ან პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას არაუფლებამოსილად აცხადებს, მიიღოს თანხები ბანკის ან ასოციაციის მიერ განხორციელებული ნებისმიერი დაფინანსებიდან ან სხვაგვარად მიიღოს მონაწილეობა ბანკის ან ასოციაციის მიერ მთლიანად ან ნაწილობრივ დაფინანსებული პროექტის მომზადებაში ან განხორციელებაში, ბანკის ან ასოციაციის მიერ მსესხებლის ან პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ თაღლითურ, კორუფციულ, იძულებით ან საიდუმლო შეთანხმებით განხორციელებულ საქმიანობაში მონაწილეობის დადგენის შემთხვევაში, რაც უკავშირდება ბანკის ან ასოციაციის მიერ განხორციელებული ნებისმიერი დაფინანსების თანხების გამოყენებას.
3. დანართში მოცემული ტერმინები და განმარტებები ჩამოყალიბდეს ან წაიშალოს შემდეგნაირად, ხოლო ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები და განმარტებები დანართს დაემატოს ანბანის მიხედვით შემდეგნაირად, ტერმინების შესაბამისი ნუმერაციის დაცვით:
(ა) ტერმინი „პროექტის მომზადების ავანსი“ შეცვალოს ტერმინით „მომზადების ავანსი“ და მისი განმარტება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„მომზადების ავანსი“ ნიშნავს სესხის ხელშეკრულებაში განსაზღვრულ ავანსს და რომლის გადახდაც ხორციელდება 2.07 ნაწილის შესაბამისად.“.
(ბ) განმარტება „კონვერსიის თარიღი“ ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
კონვერსიასთან დაკავშირებით „კონვერსიის თარიღი“ ნიშნავს შესრულების თარიღს (აქ არსებული განსაზღვრების თანახმად) ან მსესხებლის მიერ მოთხოვნილ და ბანკისათვის მისაღებ სხვა ამგვარ თარიღს, რომლის დადგომისას კონვერსია შედის ძალაში, და კონვერსიის სახელმძღვანელოში მოცემულ დამატებით განსაზღვრებას.“.