შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 12.04.1996
ძალაში შესვლა 09.09.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000038
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 19/12/1997
matsne.gov.ge 577 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.04.1996 მიღება
09.09.1996 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) ლიტვის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, სურვილი აქვთ რა ხელი შეუწყონ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებას თანასწორობის და ურთიერთხელსაყრელობის საფუძველზე, აღიარებენ რა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის წარმატებით გაფართოებისაკენ მიმართული ღონისძიებების მნიშვნელობას, ემყარებიან რა თანასწორუფლებიანობისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, მიისწრაფვიან რა განავითარონ თავიანთი ურთიერთობები ვაჭრობის სფეროში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) პრინციპების შესაბამისად, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა მხარეებს შორის განხორციელდება მათ ტერიტორიებზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ერთმანეთისათვის უმეტესი ხელშეწყობის რეჟიმის მინიჭებით იმაში, რაც ეხება: – საბაჟო ბეგარებს, გადასახადებს და მოსაკრებლებს, რომლებიც გამოიყენება იმპორტსა და ექსპორტთან მიმართებაში, ამ ბეგარების, გადასახადების და მოსაკრებლების გადახდის მეთოდების ჩათვლით; – საქონლის საბაჟო გაფორმების, ტრანზიტის, შენახვის, გადატვირთვის და ასეთი სახის სხვა მომსახურეობის პირობებს; – გადასახადებს და ნებისმიერი სახის სხვა შიდა მოსაკრებლებს, რომლებიც გადაიხდება პირდაპირ ან ირიბად; – გადახდის მეთოდებს და ასეთი გადასახდელების გადაგზავნას; – შიდა ბაზარზე საქონლის გაყიდვის, შესყიდვის, ტრანსპორტირების, განაწილების და გამოყენების წესებს; – საიმპორტო და საექსპორტო ლიცენზიების გაცემას. მუხლი 2🔗 უპირატესი ხელშეწყობის სტატუსი არ ვრცელდება: – უპირატესობებზე, რომლებსაც ერთ-ერთი მხარე ანიჭებს მეზობელ ქვეყნებს სასაზღვრო ვაჭრობისა და სასაზღვრო გადაზიდვების გაადვილების მიზნით; – უპირატესობებზე, რომლებიც ენიჭებათ მესამე ქვეყნებს ერთ-ერთი მხარის საბაჟო კავშირებში, თავისუფალი ვაჭრობის ზონებში ან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა ფორმებში ამჟამინდელ ან მომავალ მონაწილეობასთან დაკავშირებით; – უპირატესობებზე, რომლებიც ენიჭებათ პრეფერენცირების საერთო სისტემების მიხედვით. მუხლი 3🔗 სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ხორციელდება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, შემდგომში „სამეურნეო სუბიექტებად“ წოდებულნი, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა, ორივე სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც დადებენ ხელშეკრულებას, არიან პასუხისმგებლები მათ შესრულებაზე. მუხლი 4🔗 მხარეები შეთანხმდნენ შექმნან ხელსაყრელი პირობები ერთობლივი საწარმოების ორგანიზებისათვის. ეკონომიკური მიზანშეწონილობის პრინციპებიდან გამომდინარე მხარეები აღიარებენ ინვესტიციების, პროგრესული ტექნოლოგიების დანერგვის, ტექნოლოგიურად დაკავშირებული საწარმოების კოოპერირებული კავშირების შენარჩუნებისა და განვითარების მნიშვნელოვნებას. მუხლი 5🔗 გადახდები და ანგარიშგება სამეურნეო საქმიანობის სუბიექტებს შორის ხორციელდება თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში ან სხვა სახით, რომელიც არ ეწინააღმდეგება მხარეების კანონმდებლობას. მუხლი 6🔗 ტვირთების გადაზიდვების, ტრანსპორტის მოძრაობის, მათ შორის სატვირთო და სამგზავრო სატრანზიტო გადაზიდვების წესი და პირობები, აგრეთვე, სატრანსპორტო სისტემების თანამოქმედება განისაზღვრება ცალკეული ორმხრივი შეთანხმებებით. მუხლი 7🔗 მხარეები დახმარებას გაუწევენ ერთმანეთს თავსი ტერიტორიაზე სავაჭრო ბაზრობების, გამოფენების, ტექნიკურ-ეკონომიკური სემინარების ორგანიზებასა და ჩატარებაში, აგრეთვე, ხელს შეუწყობენ სავაჭრო დელეგაციების და ჯგუფების გამგზავრებას. მხარეები, მათი მოქმედი კანონმდებლობების შესაბამისად, საიმპორტო საბაჟო ბეგარებისა და გადასახადებისაგან ანთავისუფლებენ მეორე მხარის ტერიტორიიდან გამოგზავნილ ექსპონატებს და საქონლის ნიმუშებს, რომლებიც განკუთვნილია გამოფენებისათვის, ბაზრობებისათვის, სხვა მსგავსი სადემონსტრაციო ან საექსპოზიციო ღონისძიებებისათვის. ასეთი ექსპონატები და საქონლის ნიმუშები არ შეიძლება გაყიდულ იქნენ იმ ქვეყანაში, სადაც ისინი იყვნენ გამოფენილნი, ამ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების თანხმობის და საიმპორტო საბაჟო ბეგარებისა და გადასახადების გადახდის გარეშე. მუხლი 8🔗 აუცილებლობის შემთხვევაში, არსებულ შეთანხმებაში მხარეების ორმხრივი თანხმობით შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები. ცვლილებები და დამატებები შედიან ძალაში მხარეების მიერ ამისათვის აუცილებელი ყველა იურიდიული პროცედურის შესრულების შესახებ ერთმანეთისათვის შეტყობინების დღიდან. მუხლი 9🔗 არსებული შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით უთანხმოების წარმოქმნის შემთხვევაში, მხარეები გადაწყვიტავენ მას კონსულტაციების და მოლაპარაკებების გზით, საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით. მუხლი 10🔗 შეთანხმება შედის ძალაში მხარეების მიერ ამისათვის აუცილებელი ყველა იურიდიული პროცედურის შესრულების შესახებ ერთმანეთისათვის შეტყობინების დღიდან და იმოქმედებს 5 წლის განმავლობაში, მისი ავტომატიური გაგრძელებით შემდგომ ხუთწლიან პერიოდებზე, თუ არსებული შეთანხმების მოქმედების ვადის გასვლამდე ექვსი თვით ადრე ერთ-ერთი მხარე წერილობითი ფორმით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავის გადაწყვეტილებას მისი მოქმედების შეწყვეტის შესახებ. შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ მისი დებულებები გამოყენებული იქნება ყველა კონტრაქტების მიმართ, რომლებიც დაიდო მისი მოქმედებების პერიოდში და არ შესრულდა მისი მოქმედების ვადის შეწყვეტის მომენტისათვის. შესრულებულია ქ. თბილისში, 1996 წლის „12“ აპრილს, ორ პირად, ქართულ, ლიტვურ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა გააჩნია. რომელიმე მუხლის ინტერპრეტაციისას უთანხმოების შემთხვევაში განმარტებისათვის გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) ლიტვის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)