„2014 წლის 13 მაისის „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური პროტოკოლის“ ცვლილების წერილ-შეთანხმების“ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძის, ლ. ხუციშვილისა და ი. მატკავას დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1771
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024459
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/09/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1771

2017 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

„2014 წლის 13 მაისის „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური პროტოკოლის“ ცვლილების წერილ-შეთანხმების“ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძის, ლ. ხუციშვილისა და ი. მატკავას დანიშვნის შესახებ

1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 პუნქტისა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს „2014 წლის 13 მაისის „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური პროტოკოლის“ ცვლილების წერილ-შეთანხმება“.

2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ცვლილებაზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ლაშა ხუციშვილი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                                                              გიორგი კვირიკაშვილი