ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის კონვენციის მე-14 ოქმი, კონვენციის საზედამხედველო სისტემაში შესწორებების შეტანის შესახებ
მიღების თარიღი 17.08.2010
ძალაში შესვლა 01.06.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480150000.03.030.000800
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 17/08/2010
დოკუმენტის ტექსტი
ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის კონვენციის მე-14 ოქმი, კონვენციის საზედამხედველო სისტემაში შესწორებების შეტანის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
.MsoPapDefault {margin-bottom:8.0pt; line-height:107%;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის კონვენციის მე-14 ოქმი, კონვენციის საზედამხედველო სისტემაში შესწორებების შეტანის შესახებ
პრეამბულა
ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის შესახებ რომის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის (შემდგომში კონვენცია), წინამდებარე ოქმის ხელმომწერები,
ითვალისწინებენ რა რომში 2000 წლის 3-4 ნოემბერს ჩატარებულ ევროპის ადამიანის უფლებათა სამთავრობო კონფერენციაზე მიღებულ
N1
რეზოლუციას და დეკლარაციას.
შესაბამისად, ითვალისწინებენ რა 2001 წლის 8 ნოემბერს, 2002 წლის 7 ნოემბერს და 2003 წლის 15 მაისს მინისტრთა კომიტეტის 109-ე, 111-ე და 112-ე სესიებზე მიღებულ დეკლარაციებს;
ითვალისწინებენ რა 2004 წლის 28 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ
N
251(2004) შეხედულებას;
ითვალისწინებენ რა კონვენციის გარკვეული დებულებების შესწორების უკიდურეს აუცილებლობას, რათა შენარჩუნდეს და გაუმჯობესდეს საზედამხედველო სისტემის ეფექტურობა ხანგრძლივი ვადით, ძირითადად ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და მინისტრთა კომიტეტის სამუშაოს მუდმივი ზრდის ფონზე;
ითვალისწინებენ რა, კერძოდ, ევროპაში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სასამართლოს მიერ მნიშვნელოვანი როლის შესრულების საჭიროებას,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
კონვენციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი უნდა გაუქმდეს.
მუხლი 2🔗
კონვენციის 23-ე მუხლი უნდა შესწორდეს შემდეგნაირად:
„მუხლი 23🔗 - თანამდებობაზე ყოფნის ვადები და დათხოვნა
1.
მოსამართლეები აირჩევიან 9 წლის ვადით. არ შეიძლება მათი ხელახალი არჩევა.
2.
მოსამართლეთა თანამდებობაზე ყოფნის ვადა იწურება, როდესაც ისინი აღწევენ 70 წლის ასაკს.
3.
მოსამართლეები თანამდებობაზე რჩებიან მათ შეცვლამდე. ამასთან, ისინი გააგრძელებენ მუშაობას იმ საქმეებზე, რომლებიც უკვე იყო მათი განხილვის ქვეშ.
4.
დაუშვებელია მოსამართლეთა დათხოვნ სამსახურიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვა მოსამართლეები ხმათა ორი მესამედის უმრავლესობით გადაწყვეტენ, რომ იგი ვეღარ აკმაყოფილებს აუცილებელ მოთხოვნებს“.
მუხლი 3🔗
კონვენციის 24-ე მუხლი უნდა გაუქმდეს.
მუხლი 4🔗
კონვენციის 25 მუხლი უნდა გახდეს 24-ე მუხლი და მისი ტექსტი უნდა შესწორდეს შემდეგნაირად:
„მუხლი 24🔗 - რეგისტრატურა და იურიდიული სამდივნოები
1.
სასამართლოს უნდა ჰქონდეს რეგისტრატურა, რომლის ფუნქციები და ორგანიზაცია განისაზღვრება სასამართლოს რეგლამენტით.
2.
ერთი მოსამართლის მიერ საქმის განხილვისას სასამართლოს უნდა დაეხმარონ იურიდიული სამდივნოები, რომლებიც ექვემდებარებიან სასამართლოს თავმჯდომარეს. ისინი წარმოადგენენ სასამართლოს რეგისტრატურის ნაწილს“.
მუხლი 5🔗
კონვენციის 26-ე მუხლი უნდა გახდეს 25-ე მუხლი („პლენარული სასამართლო“) და მისი ტექსტი უნდა შესწორდეს შემდეგნაირად:
1.
d
პუნქტის ბოლოს მძიმე უნდა შეიცვალოს წერტილ-მძიმეთი და სიტყვა „და“ უნდა გაუქმდეს.
2.
e
პუნქტის ბოლოს წერტილი უნდა შეიცვალოს წერტილ-მძიმეთი.
3.
უნდა დაემატოს ახალი
f
პუნქტი, რომელიც შემდეგნაირად წაიკითხება:
„
f.
წარადგენს ნებისმიერ მოთხოვნას მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად“.
მუხლი 6🔗
კონვენციის 27-ე მუხლმა უნდა გადაინაცვლოს 26-ე მუხლის ადგილზე, მისი ტექსტი უნდა შესწორდეს და უნდა იკითხებოდეს შემდეგნაირად:
„მუხლი 26🔗 - ერთი მოსამართლის სისტემა, კომიტეტები, პალატები და დიდი პალატა
1.
სასამართლოში წარმოდგენილი საქმეები განიხილება ერთი მოსამართლის, სამი მოსამართლისაგან შემდგარი კომიტეტის, შვიდი მოსამართლისაგან შემდგარი პალატის და ჩვიდმეტი მოსამართლისაგან შემდგარი დიდი პალატის მიერ. სასამართლოს პალატებმა კომიტეტები უნდა შექმნან განსაზღვრული ვადით.
2.
პლენარული სასამართლოს მოთხოვნით, მინისტრთა კომიტეტს შეუძლია ერთსულოვანი გადაწყვეტილების თანახმად და განსაზღვრული ვადით ხუთ წევრამდე შეამციროს მოსამართლეთა რაოდენობა პალატებში.
3.
როცა სხდომა მიჰყავს ერთ მოსამართლეს, მას არ შეუძლია განიხილოს რაიმე განაცხადი იმ მაღალი ხელშემკვრელი მხარის წინააღმდეგ, რომელთან დაკავშირებითაც ეს მოსამართლე იქნა არჩეული.
4.
ex officio
წევრის სტატუსით პალატაში და დიდ პალატაში შევა ის მოსამართლე, რომელიც მაღალი ხელშემკვრელი მხარისათვის იქნება არჩეული, თუ ასეთი არავინაა ან თუ ამ მოსამართლეს არ შესწევს ამის უნარი, მოსამართლის მოვალეობა უნდა შეასრულოს პირმა, რომელიც მხარეების მიერ წინასწარ წარმოდგენილი სიიდან სასამართლოს თავმჯდომარის მიერ არის არჩეული.
5.
დიდ პალატაში ასევე უნდა შევიდეს სასამართლოს თავმჯდომარე, ვიცე-თავმჯდომარე, პალატების თავმჯდომარეები და დანარჩენი მოსამართლეები, რომლებიც არჩეულნი არიან სასამართლოს რეგლამენტის თანახმად. როცა საქმე გადაგზავნილია დიდ პალატაში 43-ე მუხლის თანახმად, მაშინ არ შეიძლება დიდ პალატაში იჯდეს პალატის ის მოსამართლე, რომელმაც გადაწყვეტილება გამოიტანა, გამონაკლისია პალატის თავმჯდომარე და მოსამართლე, რომლებიც დაინტერესებულ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს წარმოადგენენ.
მუხლი 7🔗
ახალი 26-ე მუხლის შემდეგ კონვენციაში შეტანილ უნდა იქნეს ახალი 27-ე მუხლი, რომელიც უნდა იკითხებოდეს შემდეგნაირად:
„მუხლი 27🔗. ერთი მოსამართლის უფლებამოსილება
1.
ერთ მოსამართლეს შეუძლია მიუღებლად გამოაცხადოს ან 34-ე მუხლის თანახმად სასამართლოს საქმეთა სიიდან ამოიღოს წარმოდგენილი განაცხადი, როცა მსგავსი გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს შემდგომი განხილვის უფლების გარეშე.
2.
გადაწყვეტილება უნდა იყოს საბოლოო.
3.
თუ ერთი მოსამართლე არ გამოაცხადებს განაცხადს მიუღებლად ან არ ამოიღებს მას, მაშინ მან უნდა გადაუგზავნოს ის კომიტეტს ან პალატას შემდგომი განხილვის მიზნით“.
მუხლი 8🔗
კონვენციის 28-ე მუხლი უნდა შესწორდეს და უნდა იკითხებოდეს შემდეგნაირად:
„28 - კომიტეტების უფლებამოსილება
1.
34-ე მუხლის თანახმად წარმოდგენილ განაცხადთან მიმართებაში, კომიტეტს შეუძლია ერთხმად
a.
გამოაცხადოს ის მიუღებლად ან ამოიღოს საქმეთა სიიდან, თუ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია შემდგომი განხილვის გარეშე: ან
b.
გამოაცხადოს ის მისაღებად და ამავე დროს გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმის არსიდან გამომდინარე, თუ საქმის ძირითადი საკითხი, კონვენციის ან ოქმების გამოყენებასთან ან განმარტებებთან დაკავშირებით უკვე წარმოადგენს სასამართლოს მიერ წარმატებით დაფუძნებულ პრეცედენტულ სამართალს.
2.
დადგენილებები და გადაწყვეტილებები 1-ლი პუნქტის თანახმად უნდა იყოს საბოლოო.
3.
თუ მოსამართლე, რომელიც არჩეულია მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ, არ არის კომიტეტის წევრი, მაშინ კომიტეტს შეუძლია სასამართლო საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე მოიწვიოს მოსამართლე კომიტეტში წევრების ერთი ადგილის დასაკავებლად. ყველა შესაბამისი ფაქტორის გათვალისწინებით, იგულისხმება ეწინააღმდეგებოდა თუ არა მხარე პროცედურის გამოყენებას 1-ლი
b
პუნქტის თანახმად.“
მუხლი 9🔗
კონვენციის 29-ე მუხლი უნდა შესწორდეს შემდეგნაირად:
1.
1-ლი პუნქტი უნდა შესწორდეს და უნდა იკითხებოდეს შემდეგნაირად: „თუ დადგენილება არ არის მიღებული 27-ე ან 28-ე მუხლების თანახმად ან გადაწყვეტილება არ არის გამოტანილი 28-ე მუხლის თანახმად, პალატამ უნდა გადაწყვიტოს 34-ე მუხლის თანახმად წარმოდგენილი ინდივიდუალური განაცხადების დასაშვებობა და საქმის არსი. განცხადების დასაშვებობის თაობაზე გამოტანილ უნდა იქნას ცალკე გადაწყვეტილება.“
2.
მე-2 პუნქტის ბოლოს უნდა დაემატოს ახალი წინადადება, რომელიც უნდა იკითხებოდეს შემდეგნაირად. „განაცხადის დასაშვებობის თაობაზე მიღებულ უნდა იქნას ცალკე გადაწყვეტილება, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, როცა სასამართლო სხვაგვარად გადაწყვეტს.“
3.
მე-3 პუნქტი უნდა გაუქმდეს.
მუხლი 10🔗
კონვენციის 31-ე მუხლი უნდა შესწორდეს შემდეგი სახით:
1.
a.
პუნქტის ბოლოს უნდა ამოიშალოს სიტყვა „და“.
2.
b. პუნქტი უნდა გახდეს c პუნქტი და უნდა ჩაემატოს ახალი b პუნქტი, რომელიც უნდა იკითხებოდეს შემდეგი სახით:
„b გამოიტანს გადაწყვეტილებას მინისტრთა კომიტეტის მიერ სასამართლოსთვის გადაგზავნილ საკითხებთან დაკავშირებით 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად; და“
მუხლი 11🔗
კონვენციის 32-ე მუხლი უნდა შესწორდეს შემდეგნაირად:
1-ლი პუნქტის ბოლოს უნდა დაისვას მძიმე და რიცხვი 46 უნდა ჩაისვას 34-ის შემდეგ.
მუხლი 12🔗
კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი უნდა შესწორდეს და უნდა იკითხებოდეს შემდეგნაირად:
„3. სასამართლომ უნდა გამოაცხადოს მიუღებლად ნებისმიერი ინდივიდუალური განაცხადი, რომელიც წარმოდგენილია 34-ე მუხლის თანახმად.
a.
თუ განაცხადი შეუთავსებელია კონვენციის ან მისი ოქმების დებულებებთან, აშკარად უსაფუძვლოა ან წარმოადგენს ინდივიდუალური განაცხადით მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენებას: ან
b.
თუ განმცხადებელს არ განუცდია მნიშვნელოვანი ზიანი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადამიანის უფლებათა დაცვის ინტერესები კონვენციისა და ოქმების შესაბამისად მოითხოვს განაცხადის არსებითად განხილვას და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ დაუშვებელია ზემოაღნიშნული საფუძვლით უარის თქმა რომელიმე საქმის განხილვაზე, რომელიც შიდა სასამართლოს მიერ საფუძვლიანად არ არის შესწავლილი.“
მუხლი 13🔗
კონვენციის 36-ე მუხლს უნდა დაემატოს ახალი მე-3 პუნქტი, რომელიც უნდა იკითხებოდეს შემდეგნაირად:
„3. ყველა შემთხვევაში, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარს შეუძლია პალატას ან დიდ პალატას წარუდგინოს წერილობითი შენიშვნები და მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში“
მუხლი 14🔗
კონვენციის 38-ე მუხლი უნდა შესწორდეს შემდეგნაირად:
„მუხლი 38🔗 - საქმის განხილვა
სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს მხარეების წარმომადგენლებთან ერთად და, საჭიროების შემთხვევაში, დაიწყოს გამოძიება რომლის ეფექტურად ჩატარებისათვის, დაინტერესებულმა მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა სასამართლო უნდა უზრუნველყონ ყველა აუცილებელი პირობით.“
მუხლი 15🔗
კონვენციის 39-ე მუხლი უნდა შესწორდეს შემდეგნაირად:
„მუხლი 39🔗 საქმის მეგობრულად გადაწყვეტა
1.
საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე, სასამართლოს შეუძლია იხელმძღვანელოს დაინტერესებულ მხარეთა სურვილით უზრუნველყონ საქმის მეგობრულად გადაწყვეტა, ადამიანის უფლებათა პატივისცემის საფუძველზე, როგორც ეს დადგენილია კონვენციაში და მის ოქმებში.
2.
1-ლი პუნქტით გათვალისწინებული საქმისწარმოება კონფიდენციალური უნდა იყოს.
3.
საქმის მეგობრულად გადაწყვეტის შემთხვევაში, სასამართლომ საქმე უნდა ამოიღოს სიიდან გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც უნდა შემოიფარგლებოდეს ფაქტების და მიღწეული გადაწყვეტილების მოკლე აღწერით.
4.
ეს გადაწყვეტილება უნდა გადაეგზავნოს მინისტრთა კომიტეტს, რომელიც განახორციელებს საქმის მეგობრული გადაწყვეტილების პირობების შესრულებაზე მეთვალყურეობას.
მუხლი 16🔗
კონვენციის 46-ე მუხლი უნდა შესწორდეს შემდეგნაირად
„მუხლი 46🔗 - სასამართლო გადაწყვეტილებების სავალდებულო ძალა და აღსრულება
1.
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ შეასრულონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ყველა იმ საქმესთან დაკავშირებით, რომლის მხარეებიც ისინი არიან.
2.
სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გადაეგზავნოს მინისტრთა კომიტეტს, რომელიც განახორციელებს მეთვალყურეობას მის აღსრულებაზე.
3.
თუ მინისტრთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულება ყოვნდება გადაწყვეტილების განმარტებასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, მას შეუძლია გადაწყვეტილება გადაუგზავნოს სასამრთლოს განმარტებისათვის, ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭიროა კომიტეტის უფლებამოსილი წარმომადგენლების ხმათა ორი-მესამედის უმრავლესობა.
4.
თუ მინისტრთა კომიტეტი მიიჩნევს, რომე მაღალი ხელშემკვრელი მხარე უარს ამბობს სასამართლოს მიერ იმ საქმესთან დაკავშირებით გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილების შესრულებაზე, რომლის მხარესაც წარმოადგენს იგი, კომიტეტს შეუძლია ამ მხარისათვის ფორმალური შეტყობინების შემდეგ და კომიტეტის უფლებამოსილი წარმომადგენლების ხმათა ორი-მესამედის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მიმართოს სასამართლოს შეკითხვით დაარღვია თუ არა მხარემ 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება.
5.
თუ სასამართლო აღმოაჩენს 1-ლი პუნქტის დარღვევას, მან საქმე უნდა გადასცეს მინისტრთა კომიტეტს მისაღები ზომების განხილვის მიზნით. თუ სასამართლო ვერ აღმოაჩენს 1-ლი პუნქტის დარღვევას, მან საქმე უნდა გადასცეს მინისტრთა კომიტეტს, რომელმაც უნდა შეწყვიტოს საქმის განხილვა“.
მუხლი 17🔗
კონვენციის 59-ე მუხლი უნდა შესწორდეს შემდეგნაირად
1.
უნდა დაემატოს მე-2 პუნქტი, რომელიც უნდა იკითხებოდეს შემდეგნაირად:
„2. ევროპის კავშირს შეუძლია მიუერთდეს ამ კონვენციას“
2.
მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები შესაბამისად უნდა გახდნენ მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები.
დასკვნითი და გარდამავალი დებულებები
მუხლი 18🔗
1.
ეს ოქმი ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს კონვენციის ხელმომწერი წევრებისათვის, რომელთა თანხმობა ამ ოქმის სავალდებულოდ აღიარებაზე შეიძლება გამოიხატოს:
a.
ხელმოწერით რატიფიკაციასთან, მიერთებასთან ან დამტკიცებასთან დაკავშირებით დათქმების გაკეთების გარეშე; ან
b.
ხელმოწერით რატიფიკაციის, მიერთების ან დამტკიცების პირობით, რომელსაც მოჰყვება რატიფიკაცია, მიერთება ან დამტკიცება.
c.
რატიფიკაციის, მიერთების ან დამტკიცების დოკუმენტები დეპონირდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.
მუხლი 19🔗
ოქმი ძალაში შევა იმ სამთვიანი პერიოდის მომდევნო თვის პირველ დღეს, რომლის ათვლაც დაიწყება იმ დღიდან, როდესაც კონვენციის მონაწილეები გამოთქვამენ თანხმობას ამ ოქმის სავალდებულოობაზე, მე-19 მუხლის დებულებების შესაბამისად.
მუხლი 20🔗
1.
ამ ოქმის ძალაში შესვლის დღიდან, მისი დებულებები გამოიყენება ყველა განაცხადის მიმართ, რომლის განხილვაც მიმდინარეობს სასამართლოში, ასევე სასამართლოს ყველა გადაწყვეტილებაზე, რომლის აღსრულებაზე მეთვალყურეობას ახორციელებს მინისტრთა კომიტეტი.
2.
ამ ოქმის მე-12 მუხლის საფუძველზე კონვენციის 35-ე მუხლის მე-3(
b
)
პუნქტში ჩამატებული დასაშვებობის ახალი კრიტერიუმები, არ გამოიყენება იმ განაცხადების მიმართ, რომლებიც გამოცხადდნენ დასაშვებად ამ ოქმის ძალაში შესვლამდე. ამ ოქმის ძალაში შესვლიდან 2 წლის განმავლობაში, დასაშვებობის ახალი კრიტერიუმები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ პალატების და დიდი პალატის მიერ.
მუხლი 21🔗
იმ მოსამართლეების თანამდებობაზე ყოფნის ვადა, რომლებიც ამ ოქმის ძალაში შესვლის დროისათვის მსახურობენ პირველი ვადით
ipso jure
უნდა გაგრძელდეს იმგვარად, რომე შეადგინოს მთლიანი ცხრაწლიანი ვადა. სხვა მოსამართლეები დაასრულებენ თავიანთ ვადას, რომლებიც
ipso jure
უნდა გაგრძელდეს 2 წლის ვადით.
მუხლი 22🔗
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა უნდა შეატყობინოს ევროპის საბჭოს წევრებს:
a.
ნებისმიერი ხელმოწერის;
b.
რატიფიკაციის, მიერთების ან დამტკიცების დოკუმენტის ნებისმიერი დეპონირების;
c.
ამ ოქმის მე-20 მუხლის შესაბამისად ძალაში შესვლის; და
d.
ამ ოქმთან დაკავშირებული ნებისმიერი აქტის, განცხადების ან შეტყობინების შესახებ.
ამის დასტურად სათანადოდ უფლებამოსილმა პირებმა ხელი მოაწერეს ამ ოქმს.
შესრულებულია სტრასბურგში, 2004 წლის 13 მაისს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია, რომელთა თითო ასლიც დეპონირდება ევროპის საბჭოს არქივში. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა უნდა გადაუგზავნოს ამ ოქმის დამოწმებული ასლები ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს.