„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 17 მაისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№27
სარეგისტრაციო კოდი
040030000.32.057.016262
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/09/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №27

2017 წლის 11 სექტემბერი

ქ. ბათუმი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 17 მაისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 17 მაისის №12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/05/2017; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.32.057.016247) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სამსახურის ხელმძღვანელობა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა, არაუმეტეს მთავრობის უფლებამოსილების ვადით.

2. სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურის შესარჩევად სამინისტრო აცხადებს გამარტივებულ საჯარო კონკურსს და კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს დასანიშნად მთავრობას.

3. მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურის უფროსი მოვალეობას ასრულებს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე. სამსახურის უფროსი თავისუფლდება თანამდებობიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე (შემდგომში – მთავრობის თავმჯდომარე) არაუმეტეს სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადით. სამსახურის უფროსის მოადგილე თავისუფლდება თანამდებობიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურის შესარჩევად სამინისტრო აცხადებს გამარტივებულ საჯარო კონკურსს და კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს დასანიშნად მთავრობის თავმჯდომარეს.

6. სამსახურის უფროსის მოადგილეები ახორციელებენ კონტროლს და კოორდინაციას უწევენ სამსახურის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს. სამსახურის უფროსის მოადგილეთა კონკრეტულ უფლებამოსილებებს, მათ შორის, სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ვინაობას განსაზღვრავს სამსახურის უფროსი შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

7. სამსახურის უფროსის არყოფნის, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული მოადგილე, რომელიც, სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, ასრულებს თავის მოვალეობებს სამსახურის უფროსის დანიშვნამდე.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეზურაბ პატარაძე