სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი მიწა/ქონება
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1793

2017 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი     

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 113-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მეორე პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 4 აგვისტოს №5/39940 გადაწყვეტილება,ქალაქ გორში, მოსკოვის ქუჩის მიმდებარედ არსებული 5001.00 კვ. მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების – №1, №2 (წყლის აუზები) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №66.45.27.185) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

 

პრემიერ-მინისტრი                                                        გიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3801015/