ურთიერთგაგების მემორანდუმი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის, სიღარიბის შემცირებისათვის განკუთვნილი ბიუჯეტის მხარდასაჭერად

მიღების თარიღი 14.07.2006
ძალაში შესვლა 14.07.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480210000.03.030.000609
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 03/08/2006
matsne.gov.ge 3,522 სიტყვა · ~18 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.07.2006 მიღება
14.07.2006 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სახელი სახელწოდება

დოკუმენტის ტექსტი

ურთიერთგაგების მემორანდუმი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის, სიღარიბის შემცირებისათვის განკუთვნილი ბიუჯეტის მხარდასაჭერად p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } a:link, span.MsoHyperlink {color:#0563C1; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:#954F72; text-decoration:underline;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } span.BalloonTextChar { } .MsoPapDefault {margin-bottom:8.0pt; line-height:107%;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} DFID Department for International Development ურთიერთგაგების მემორანდუმი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის, სიღარიბის შემცირებისათვის განკუთვნილი ბიუჯეტის მხარდასაჭერად. (ვალის მომსახურების თანხის ნაწილობრივი ანაზღაურება) გაერთიანებული სამეფო/საქართველო − IDA -ს ვალის მომსახურებისათვის განკუთვნილი თანხის ნაწილობრივი ანაზღაურება გრანტის სახით, სიღარიბის დაძლევისათვის განკუთვნილი ბიუჯეტის დახმარების მიზნით (სდბდ- PRBS ). 1.    დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, რომელიც საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის ( DFID ) მეშვეობით მოქმედებს, საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფს თანხას, არაუმეტეს 864.900 (რვაას სამოცდაოთხიათას ცხრაასი) აშშ დოლარის ოდენობით („გრანტი“). 2.      გრანტი გამოიყოფა 2006 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 31 დეკემბრამდე IDA -ს ვალის მომსახურების ნაწილობრივი ანაზღაურების ფორმატში. ჩამორიცხვა მოხდება ერთჯერადად, 864.900 აშშ დოლარის ოდენობით იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მთავრობა მიიღებს იმ პირობებსა და ვადებს, რომლებიც წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში ( MOU ) არის მოყვანილი და სიღარიბის შემცირებისათვის გამოყოფილი ბიუჯეტის მხარდაჭერისა და არა-საბიუჯეტო ფინანსური დახმარების თანდართულ პროცედურებსა და პრაქტიკაშია ჩამოყალიბებული. 3.   მიზნები და ქმედებანი, რისთვისაც წინამდებარე გრანტის გამოყენება უნდა მოხდეს, ჩამოყალიბებულია თანდართულ წერილში. 4.  გრანტის გადახდა მოხდება გაერთიანებული სამეფოს სიღარიბის შემცირებისათვის გამოყოფილი ბიუჯეტისა ( PRBS ) და არა-საბიუჯეტო ფინანსური დახმარების პროგრამის თანდართული პროცედურებისა და პრაქტიკის შესაბამისად. (შემდგომში მოიხსენიება როგორც „პროცედურები“). 5.      წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ( MOU ) ხელმოწერის შემდგომ, ქრაუნეიჯენთს ბანკი (წარსულში ცნობილი როგორც „ქრაუნეიჯენთს ფინანსური მომსახურება“, შპს.) ავტომატურად დაინიშნება საქართველოს მთავრობის აგენტად გაერთიანებულ სამეფოში, რათა მოახდინოს ურთიერთგაგების მემორანდუმში ( MOU ) ჩამოყალიბებული ფინანსური ღონისძიებების მართვა. ქრაუნეიჯენთს ბანკს საქართველოს მთავრობისაგან ეძლევა წინამდებარე მემორანდუმზე ( MOU ) თანდართული პროცედურების მე4 და მე5 თავებში მოცემული პირობების შესაბამისად ანგარიშის გახსნის უფლებამოსილება. ამ ანგარიშის სახელწოდება იქნება: გაერთიანებული სამეფო/საქართველო- IDA -ს ვალის მომსახურების ნაწილობრივი ანაზღაურება გრანტის სახით, სიღარიბის შემცირებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო დახმარების ანგარიშის ფორმით („ანგარიში“). საქართველოს მთავრობამ უნდა შეუქმნას გარანტირებული მდგომარეობა ქრაუნეიჯენთს ბანკს მესამე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნებისა და ფინანსური ვალდებულებების წინაშე, რაც მხარეების მიერ გრანტის ფარგლებში აღებული ვალდებულებების სწორად შესრულებასთანაა დაკავშირებული. 6.   საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია უზრუნველყოს, რომ გამოყოფილი გრანტი სახაზინო ანგარიშზე ან მის ექვივალენტურ საერთო შემოსავლების ანგარიშზე გადაირიცხოს და რომ მისი გამოყენება დასახული მიზნის შესაბამისად მოხდეს, ხოლო მიზანს სიღარიბის შემცირების ეროვნული პროგრამის განხორციელება წარმოადგენს. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა იმუშავებს საქართველოს მთავრობასთან ერთად დასახული მიზნის მისაღწევად, აღრიცხვის სისტემის, ფინანსური მენეჯმენტის გაძლიერების, შეფასების და მონიტორინგის გაუმჯობესებისათვის საჭირო ადექვატური ქმედებათა უზრუნველსაყოფად. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ყოველწლიური ფინანსურ ანგარიშს (საქართველოს წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის ფორმაში) იმ კონკრეტული საანგარიშო წლის შესახებ, რომლის განმავლობაშიც მთლიანი გრანტის ან მისი ნაწილის ტრანსფერი განხორციელდება. აქვე უნდა წარმოდგენილ იქნეს აღნიშნულ ანგარიშთან დაკავშირებული უმაღლესი აუდიტორული დაწესებულების მიერ გაცემული სერტიფიკატი და ანგარიში. 7.  თუკი ადგილი ექნება რაიმე ცვლილებებს, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს მთავრობის თვალსაზრისით, წინამდებარე პროექტ/პროგრამის განვითარების ღირებულებას მნიშვნელოვნად დააკნინებს, გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს მთავრობებმა, უნდა მოილაპარაკონ იმ ღონისძიებათა შესახებ, რომლებიც ამ პრობლემის გადაჭრასა და შესაძლებელი სამოქმედო კურსის დასახვას შეუწყობს ხელს. ამგვარი ცვლილებების შემთხვევაში, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უფლებას იტოვებს შეცვალოს ან შეაჩეროს თავისი ფინანსური წვლილი პროექტ/პროგრამის მიმართ. ნებისმიერი ამგვარი ცვლილების შესახებ შეტყობინება საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება წერილობითი სახით. 8.     თარგმანის შემთხვევაში, წინამდებარე დოკუმენტის განსხვავებულიინტერპრეტაციისას უპირატესობა მიენიჭება ორიგინალ ტექსტს ინგლისურ ენაზე. 9.   იმ შემთხვევაში, თუკი ზემოთ ჩამოყალიბებული ქმედებანი და აგრეთვე თანდართული გაცვლითი წერილების დებულებები მისაღები იქნება საქართველოს მთავრობისათვის, წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ( MOU ) დააფიქსირებს მონაწილე მთავრობების ურთიერთგაგებას და ძალაში შევა საქართველოს მთავრობის ხელმოწერების თარიღიდან. გთხოვთ, ორიგინალის სამი ასლიდან ერთი დაიტოვოთ, ხოლო დანარჩენი ორი - მოთხოვნის წერილსა და საბანკო დეტალებთან ერთად დაუბრუნოთ DFID -ს. ხელმოწერილია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სახელით ( DFID ) სახელი:                   ნიკოლა ჯენსი თანამდებობა:ვალების ჯგუფის უფროსი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის  დეპარტამენტი; მისამართი/საკონტაქტო დეტალები: DFID, 1 პალას სტრიტი, ლონდონი, SW1E5HE, გაერთიანებული სამეფო; თარიღი: ხელმოწერილია საქართველოს მთავრობის სახელით: სახელი: თანამდებობა: მისამართი/საკონტაქტო დეტალები: თარიღი: გაერთიანებული სამეფოს პროცედურები და პრაქტიკა სიღარიბის შემცირებისათვის განკუთვნილი ბიუჯეტისა და არა-საბიუჯეტო ფინანსური დახმარების პროგრამებისათვის. შინაარსი: შესავალი ნებისმიერი ფინანსური დახმარებისათვის აგენტისათვის გადასახადები დაფინანსების პროცედურები სიღარიბის შემცირებისათვის განკუთვნილი ბიუჯეტისათვის გამოყოფილი გრანტის (PRBS) ჩამორიცხვა არა-საბიუჯეტო ფინანსური დახმარებისათვის განკუთვნილი გრანტის ჩამორიცხვა არა-საბიუჯეტო ფინანსური დახმარებისათვის შესყიდვები შესყიდვების სააგენტოს მეშვეობით განხორციელებული შესყიდვები პარტნიორი მთავრობის მიერ განხორციელებული შესყიდვები პარტნიორი მთავრობის მიერ გაწეული დანახარჯებისათვის განაცხადების წარდგენა პარტნიორი მთავრობის მიერ გაწეული დანახარჯებისათვის აუდიტის დანიშვნა ყოველწლიური აუდიტორული ანგარიშგებები აგენტების აუდიტი უწყვეტი აუდიტი დანართი 1: პარტნიორი მთავრობის მიერ შესყიდვების აგენტის დანიშვნის შესახებ კონტრაქტის პროექტი. გთხოვთ გაითვალისწინოთ: სიღარიბის შემცირებისათვის განკუთვნილი ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამის (PRBS) ურთიერთგაგების მემორანდუმს (MOU) მხოლოდ 1-7 პარაგრაფები ეხება. არა-საბიუჯეტო ფინანსური მხარდაჭერისათვის განკუთვნილი დახმარების პროექტს მე-7 პარაგრაფის გარდა, ყველა პარაგრაფი შეესაბამება. გაერთიანებული სამეფოს მიერ სიღარიბის შემცირებისათვის განკუთვნილი მხარდაჭერისა და არა-საბიუჯეტო მხარდაჭერისათვის გამოყოფილი დახმარების პროექტების პროცედურები და პრაქტიკა შესავალი 1.  წინამდებარე დოკუმენტი, (რომლის შესწორება დაუშვებელია) წარმოადგენს სტანდარტულ, პრაქტიკულ სახელმძღვანელოს პარტნიორი მთავრობისათვის. მასში ჩამოყალიბებულია ის პროცედურები და პრაქტიკა, რომლითაც გაერთიანებული სამეფო ახორციელებს სიღარიბის შემცირებისათვის განკუთვნილი საბიუჯეტო დახმარებისა (PRBS)  და არა-საბიუჯეტო ფინანსური დახმარების პროგრამებს. იგი მოიცავს გადახდებს, შესყიდვებსა და აუდიტს. აღნიშნული სახელმძღვანელო წარმოადგენს ურთიერთგაგების მემორანდუმის ( MOU ) განუყოფელ ნაწილს. ნებისმიერი ფინანსური დახმარებისათვის აგენტის ანაზღაურება 2.    ურთიერთგაგების მემორანდუმი (MOU) ადასტურებს, რომ ქრაუნეიჯენთს ბანკი, პარტნიორი მთავრობის მიერ დანიშნულია თავის აგენტად გაერთიანებულ სამეფოში, რათა მან მართოს ფინანსური პროცედურები, რომლებიც ურთიერთგაგების მემორანდუმშია (MOU) ჩამოყალიბებული და რაც ძალაში ხელმოწერისთანავე შევა. ქრაუნეიჯენთს ბანკის მიერ გაწეული მომსახურების გასამრჯელო, ცენტრალური წესით გადაიხდება არა გრანტიდან, არამედ DFID -ის მიერ. 3.       აგრეთვე პარტნიორ მთავრობას უფლება აქვს დანიშნოს სხვა, DFID -ის მიერ მოწონებული შესყიდვების აგენტი. ასეთ შემთხვევაში შესყიდვების აგენტის გასამრჯელო გადაიხდება გრანტის თანხიდან. დაფინანსების პროცედურები 4.   ურთიერთგაგების მემორანდუმის ( MOU ) ხელმოწერისთანავე, ქრაუნეიჯენთს ბანკი გახსნის ანგარიშს („ანგარიში“) გრანტისათვის. ანგარიშის განკარგვა მხოლოდ და მხოლოდ ურთიერთგაგების მემორანდუმის  (MOU) მიზნებისა და მისი დებულებების შესაბამისად განხორციელდება. 5.      ანგარიშის გახსნისთანავე, პარტნიორი მთავრობა ვალდებულია წარუდგინოს DFID -ს, ქრაუნეიჯენთს ბანკსა და დანიშნულ შესყიდვების აგენტს (თუკი ასეთი არსებობს) იმ პიროვნებების ხელმოწერათა ნიმუშები, რომლებსაც უფლებამოსილება გააჩნიათ ხელი მოაწერონ საქონლის შეძენის მოთხოვნებსა (ინდენტებს) და განაცხადებს, რომლებიც ანაზღაურებისათვის არის საჭირო (იმ შემთხვევაში, თუკი საქონლის შეძენა უნდა მოხდეს). ამ პიროვნებების ჩანაცვლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, მხარეებს დროულად უნდა მიეწოდოს. სიღარიბის შემცირებისათვის განკუთვნილი საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამისათვის ( PRBS ) გრანტის ჩარიცხვა 6.    პროექტ/პროგრამასთან დაკავშირებული დოკუმენტების თანახმად, პარტნიორი მთავრობა მოსთხოვს DFID -ს, რომ დაფინანსდეს გრანტის რომელიმე ნაწილი, ან მისი დაფინანსება მოხდეს მთლიანად. DFID -ს მიერ თანხის ჩარიცხვისა და უფლებამოსილების მიღების შემდგომ, ქრაუნეიჯენთს ბანკი ამ ფულად სახსრებს გადარიცხავს გრანტის მიმღები მთავრობის სახაზინო ანგარიშზე ან სხვა ექვივალენტურ ანგარიშზე, რომელიც განკუთვნილია იმ თანხებისათვის რომელთა მეშვეობითაც საერთო შემოსავლების ბიუჯეტის მხარდაჭერის განხორციელება წარმოებს. აუდიტორული ქმედებები ისე უნდა ჩატარდეს, როგორც ეს ურთიერთგაგების მემორანდუმშია (MOU) განსაზღვრული. არა-საბიუჯეტო მხარდაჭერის ფინანსური დახმარებისათვის გრანტის ჩარიცხვა 7.       პროექტ/პროგრამასთან დაკავშირებულ დოკუმენტების თანახმად, პარტნიორი მთავრობა ან შესყიდვების აგენტი (ორივე შემთხვევაში ქრაუნეიჯენთს ბანკის მეშვეობით), მოითხოვენ მთლიანი გრანტის ან მისი რომელიმე ნაწილის ანაზღაურებას. DFID- ის მიერ თანების ანგარიშზე გადარიცხვის უფლებამოსილების მიცემის შემდგომ, ქრაუნეიჯენთს ბანკი გადარიცხავს თანხებს იმ ანგარიშზე, რომელსაც პარტნიორი მთავრობა პროექტ/პროგრამის ხარჯებისათვის განუსაზღვრავს და რაც განსხვავებული იქნება იმ თანხებისაგან, რომლებიც პარაგრაფ 11.1.3-ში არის ჩამოყალიბებული და იმ საქონელსა და მომსახურებას ეხება, რაც შესყიდვის აგენტის მეშვეობით უნდა იქნას მოწოდებული. 8.  ანგარიშიდან აღებული ნებისმიერი ფული, რომელიც შესაბამისად კონტრაქტორის ან გარანტორის მიერ პარტნიორ მთავრობას უნდა გადაეხადოს, უნდა დაბრუნებულ იქნას იმავე ანგარიშზე ამ კონტრაქტორის ან გარანტორის მიერ. 9.   ნებისმიერი გადაუხდელი განაცხადი გადაცემულ უნდა იქნას პროექტის დასრულების საბოლოო ვადამდე, არაუგვიანეს სამი თვის განმავლობაში. 10. ქრაუნეიჯენთს ბანკმა, ყოველი თვის დასასრულს, პარტნიორ მთავრობას უნდა გაუგზავნოს დეტალური განაცხადი, რომელშიც ნაჩვენები იქნება ყველანაირი დებეტი და კრედიტი, რომელიც ანგარიშზე განხორციელდა იმ კონკრეტული თვის განმავლობაში. არა-საბიუჯეტო მხარდაჭერის ფინანსური დახმარებისათვის შესყიდვები 11.    იქ სადაც ურთიერთგაგების მემორანდუმი (MOU) საქონლისა და მომსახურების შეძენის საშუალებას იძლევა, პარტნიორ მთავრობას შეუძლია გამოიყენოს დანართ 1-ში მოცემული კონტრაქტის პროექტი და დანიშნოს შესყიდვების აგენტი, რომლის კანდიდატურაც DFID- ს შემსყიდველთა ჯგუფის მიერ იქნება დამტკიცებული, ან აგრეთვე შეუძლია, რომ შესყიდვები საკუთარი სისტემების მეშვეობით აწარმოოს. 11.1. შესყიდვების აგენტის მეშვეობით შესყიდვების განხორციელება 11.1.1. პარტნიორმა მთავრობამ უნდა შეატყობინოს დანიშნულ შესყიდვების აგენტს იმ უფლებამოსილი ხელმომწერის შესახებ, რომლებიც მე-5 პარაგრაფშია მოხსენიებული. შესაბამისად, პარტნიორმა მთავრობამ ხელმოწერილი ინდენტები შესყიდვების აგენტს უნდა გადასცეს, რათა საქონლისა და მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს. 11.1.2.  შესყიდვების აგენტი ინდენტს (განაცხადი შესყიდვებზე), შეთავაზებულ კონტრაქტსა და სხვა შესაბამის დოკუმენტებს ქრაუნეიჯენთს ბანკს უგზავნის. ქრაუნეიჯენთს ბანკი შესყიდვების აგენტს უფლებამოსილს ხდის, რათა მან გააგრძელოს ქმედება, თუკი ამისათვის საკმარისი დაფინანსება მოიპოვება. 11.1.3.   მას შემდგომ რაც საქონლის შეძენა და მომსახურება განხორციელდება, მომწოდებელი ანგარიშ-ფაქტურებს (ინვოისებს) შესყიდვების აგენტს უგზავნის, რომელიც თავის მხრივ , ყველაფერ ამას ქრაუნეიჯენთს ბანკს გადაუგზავნის გასანაღდებლად. ქრაუნეიჯენთს ბანკი გადახდებს საქონლისა და მომსახურების მომწოდებლების მიმართ უშუალოდ ანხორციელებს და შესყიდვების აგენტსაც თავად უხდის ანაზღაურებას. 11.1.4.   პირდაპირი გადახდების ანგარიშების აუდიტი არ ტარდება, მაგრამ ქრაუნეიჯენთს ბანკის მიერ ინახება ყველა იმ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, რაც ამ ქმედებებთან არის დაკავშირებული და ხელმისაწვდომია იმ აუდიტორული შემოწმებისათვის, რომლის ჩატარებაც გაერთიანებული სამეფოს ეროვნულ აუდიტორულ სამსახურს ( NAO ) ევალება. 11.2. პარტნიორი მთავრობის მიერ ჩატარებული შესყიდვები 11.2.1. პროექტ/პროგრამის დოკუმენტი საშუალებას აძლევს პარტნიორ მთავრობას, რათა მან შესყიდვები საერთაშორისო, ისევე როგორც ადგილობრივი) შესყიდვების აგენტის გარეშეც ჩაატაროს. ასეთ შემთხვევაში, მანამ, სანამ რაიმე სახის საქონლის ამ მომსახურების შესყიდვის ვალდებულების აღება მოხდება, შემდგომი სახელმძღვანელო წესების გათვალისწინებაა საჭირო: (i)               შესყიდვების განხორციელებამდე, DFID- ს ნებართვა იქნება აუცილებელი; (ii)           ურთიერთგაგების მემორანდუმის (MOU) მოქმედების დაწყებამდე, არავითარი ვალდებულებები არ უნდა იქნას აღებული; (iii)            შესყიდვების შესახებ შეკვეთებისა და კონტრაქტების გაცემა მხოლოდ ტენდერების მოწყობის შემდეგ უნდა გახდეს შესაძლებელი. ტენდერში მოსაწვევი დოკუმენტაცია DFID -ს მიერ უნდა იყოს დამტკიცებული და კონტრაქტის პირობებსა და იმ ქმედებათა ჩამონათვალის უნდა შეიცავდეს, როს გამოც ტენდერში მოწვევა დება. ტენდერზე კონტრაქტის მოპოვება მხოლოდ ამგვარი დამტკიცების შესაბამისად გახდება შესაძლებელი. ნებისმიერი კონტრ-შეთავაზება, რომელიც კი წარმატებულ კონტრაქტორს შეიძლება გაუჩნდეს, DFID- ს მიერ უნდა იყოს დადასტურებული მანამ, სანამ კონტრაქტს ხელი მოეწერება, იმ შემთხვევაში, თუკი ამ წინადადებების კონტრაქტში შეტანის გადაწყვეტილება იქნება მიღებული. (iv)       ყოველგვარი შესყიდვების ფინანსური ჩანაწერები უნდა შენახულ იქნას და აუდიტის ჩატარების მიზნებიდან გამომდინარე, ხელმისაწვდომი უნდა იყოს. პარტნიორი მთავრობის დანახარჯების შესახებ განცხადების წარდგენა 12.  პარტნიორი მთავრობის დანახარჯებისათვის ავანსების გაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაფინანსდება, თუკი ამის უფლებას პროექტ/პროგრამის დოკუმენტი იძლევა. 13.  იმ თანხების ანაზღაურება, რაც პარტნიორ ქვეყანაში, საქონლისა და მომსახურების შეძენაზე უკვე დაიხარჯა, ისევე როგორც ანგარიშიდან ანგარიშზე გადახდები, რაც პარტნიორი მთავრობის მიერ პროექტ/პროგრამის დანახარჯებისათვის იქნა განსაზღვრული, განაცხადის წარდგენისთანავე განხორციელდება. 14.   განაცხადები დუბლიკატითურთ და სხვა შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად DFID- ს ხარჯვით განყოფილებას უნდა გადაეცეს. ქრაუნეიჯენთსბანკში წარდგენამდე, გადახდების შესახებ ყველა განაცხადი DFID- ს ხარჯვითი განყოფილების მიერ უნდა იქნას დამოწმებული. 15.    განაცხადების ჩაბარება წერილის ფორმითაც არის შესაძლებელი; მასში უნდა შედიოდეს საჭირო ინფორმაცია, რომელიც საშუალებას მისცემს DFID- სა და შესაბამისად, ქრაუნეიჯენთს ბანკს, რათა გასცენ თანხები და გადახდები განახორციელონ. წერილები შემდეგ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს: გრანტის დასახელება (ii) პროექტის ადგილმდებარეობა/ოფიციალური მისამართი (iii) განაცხადში აღნიშნული თანხის რაოდენობა (iv) დეტალები დანახარჯების შესახებ (დაურთეთ დეტალები იმის თაობაზე, თუ როგორ იქნა განაცხადში მითითებული თანხა გამოანგარიშებული; მაგალითად, შესრულებული სამუშაოს მოცულობა, მომწოდებლის/კონტრაქტორის სახელი და გვარი, შეძენილი მასალების ტიპი, გამოყენებული სამუშაო ძალა, შეძენილი ან დაქირავებული სამანქანო ტექნიკა, დადებული კონტრაქტები, საჭირო მომსახურება და ა.შ.). (v) სხვა ორგანიზაციის მიერ უზრუნველყოფილი ნებისმიერი ადგილობრივი შესყიდვების დანახარჯების დეტალები. 16.  ყოველგვარი განაცხადი სერტიფიცირების შემდეგნაირ დებულებებს უნდა შეიცავდეს: „ვადასტურებ, რომ წინამდებარე განაცხადი (აღნიშნეთ თანხის რაოდენობა) სწორია და რომ მოთხოვნილი თანხა ნამდვილად საჭიროა იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც შესრულებული სამუშაოების შესაბამისად მოგვეწოდა, შეძენილი მასალისა და სხვა ხარჯების გათვალისწინებით, რაც პროექტთან დაკავშირებით წამოიჭრა. მაქვს უფლებამოსილება ხელი მოვაწერო (--- ამა და ამ --) მთავრობის სახელით: “ უფლებამოსილი ხელისმომწერი ...............................   თარიღი ......................“ 17.    ყველა განაცხადი დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, როგორც ამას მე-5 პარაგრაფი მოითხოვს. განცხადებაში დამატებით უნდა იყოს განსაზღვრული პარტნიორი მთავრობის მიერ გაწეული დანახარჯების თაობაზე აუდიტის ჩატარების საშუალებები; მათში აგრეთვე დადასტურებული უნდა იყოს, რომ აუდიტის ჩატარებისათვის უფლებამოსილ პირს განაცხადის ყველა დეტალის შესახებ გააჩნდა ინფორმაცია. თუკი შემოწმების საშუალებები აუდიტისგან განსხვავებულია, მაშინ განაცხადის დამადასტურებელი ორიგინალური დოკუმენტაცია უნდა იქნას გამოყენებული. პარტნიორი მთავრობის მიერ გაწეული დანახარჯების აუდიტორული შემოწმება 18.    არსებობს სამი არჩევანი, რომლის მეშვეობითაც, წინამდებარე პროექტ/პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი მთავრობის მიერ გაწეული დანახარჯების აუდიტორული შემოწმება შეიძლება ჩატარდეს; ესენია: განაცხადები, რომლებსაც აუდიტი ყოველწლიურად უტარდებათ 19. პარტნიორი მთავრობა ადასტურებს, რომ გარკვეული ფულადი თანხა შეთანხმებული მიზნების განხორციელებისათვის დაიხარჯა და რომ ამის შესახებ განაცხადმა დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმება გაიარა, ხოლო შესაბამისი სერტიფიკატი ადგილობრივმა, დამოუკიდებელმა და უფლებამოსილმა აუდიტორმა გასცა. თითოეული ყოველწლიურად აუდიტირებული განაცხადი, DFID -ს სამ ეგზემპლარად წარედგინება და მასზე შესაბამისი უფლებამოსილი აუდიტორის ხელმოწერაც უნდა იყოს დასმული; მასში ნაჩვენებია ის თანხები, რომელიც გრანტიდან იქნა გამოტანილი, ისევე როგორც რეალური დანახარჯები, რაც ყოველი ფინანსური წლის განმავლობაში იქნა გაღებული; აღნიშნული განაცხადი ადასტურებს, რომ ხარჯები გაწეულ იქნა ურთიერთგაგების მემორანდუმის (MOU) დებულებებისა და პირობების შესაბამისად და რომ იგი ეფუძნება ნებისმიერ პირობას, რომლისსაფუძველზეც გადაწყდა, რომ პროექტის დაფინანსება გრანტიდან უნდა მოხდეს. დასრულებული ყოველწლიური აუდიტირებული განაცხადები, რომლებიც დანახარჯებს ეხება და რომლებიც რეალურად და აუცილებელი წესით წარმოიშვა და დაფინანსებულ იქნა კონკრეტული ფინანსური წლის განმავლობაში, მიღებული უნდა იქნას გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ ფინანსური წლის დასრულებამდე არა უგვიანეს 12 თვის განმავლობაში. სააგენტოს აუდიტი 20. თვითკმარი საბუღალტრო ანგარიში და აუდიტორული სისტემა ფართე მასშტაბის პროექტიის მართვის საზედამხედველო სტრუქტურის შიგნით მყარდება. ადგილობრივად გადასახდელი თანხები უშუალოდ კონტრაქტორს, კონსულტანტის მიერ დამოწმებული განცხადების საფუძველზე გადაეხდება. DFID -სათვის მისაღები გარეშე აუდიტორი იმ კონსულტანტებისათვის ინიშნება, რომლებმაც ანგარიშების აუდიტი უნდა განახორციელონ. ანგარიშები ან სერტიფიკატები ხელმისაწვდომი უნდა იყოს DFID -სა და ეროვნული აუდიტორული სამსახურისათვის (NAO), რაც მათ უფლებას წარმოადგენს. უწყვეტი აუდიტი 21.  თითოეული მოთხოვნა ანაზღაურების შესახებ, რომელსაც პარტნიორი მთავრობა გააკეთებს, სერტიფიცირებული უნდა იყოს გარეშე აუდიტორის მიერ, რომელიც DFID -სა და პარტნიორი მთავრობისათვისაა მისაღები. აუდიტორი ადასტურებს, რომ განაცხადი სწორია და შეესაბამება ურთიერთგაგების მემორანდუმის (MOU) პირობებსა და დებულებებს და ამიტომ, ანაზღაურებისათვის ვარგისია. აპრილი, 2005 დანართი 1 (გთხოვთ პარტნიორი მთავრობის ბლანკზე ამობეჭდოთ) (პარტნიორი მთავრობის მიერ შესყიდვების აგენტის დანიშვნის კონტრაქტის პროექტი) გაერთიანებული სამეფო [ქვეყნის სახელწოდება[ [პროექტის დასახელება] [პროგრამაც, თუკი ამის აუცილებლობა არსებობს] გრანტი 20 – [წელი] 1.    ვადასტურებ თქვენს დანიშვნას ქვეყნის [ქვეყნის დასახელება] („მთავრობა“) აგენტების თანამდებობაზე რათა შეისყიდოთ და ტრანსპორტირება მოახდინოთ ყოველგვარი საქონლის, რომელიც ზემოთ აღნიშნული დახმარების გრანტისათვის გახდება საჭირო (პროექტ/პროგრამის დასახელება, თუკი ამის მიზანშეწონილობა არსებობს). 2.  საქონლის შესყიდვა და ტრანსპორტირება უნდა ჩატარდეს იმ პროცედურების თანახმად, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის ( DFID ) მიერ არის გაწერილი. 3.    ორიგინალური დოკუმენტები, რომლებიც ამ პერიოდში შეიქმნება, ისევე როგორც ნებისმიერი საქონელი ან დოკუმენტაცია, რაც კონტრაქტთან დაკავშირებით, თქვენს კომპანიას ეკუთვნის, მთავრობის საკუთრება გახდება. DFID -ს წერილობითი ნებართვის გარეშე, ამგვარი საქონლის ან დოკუმენტაციის გადაყრა დაუშვებელია. 4.      თქვენი ანაზღაურებისა და გაწეული მომსახურების საფასურის გამოანგარიშების მეთოდი DFID -ს შესყიდვების ჯგუფის წინასწარ დამტკიცებას ექვემდებარება. 5.    შესყიდვების წარმოებისა და ტრანსპორტირების მოგვარებისათვის თქვენთვის დამტკიცებული ანაზღაურების ოდენობა უშუალოდ თქვენ გადაგეხდებათ ქრაუნეიჯენთს ბანკის მიერ, რომელიც მთავრობის სახელით მოქმედებს; გადახდა მოხდება თქვენი კომპანიის ინვოისის წარდგენისთანავე, რომელშიც საჭირო თანხა იქნება აღნიშნული. 6.     ყოველივე ეს იმისათვის კეთდება, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წარმომადგენლებს ნებისმიერ დროს მიუწვდებოდეთ ხელი ორიგინალურ დოკუმენტებზე ან ნებისმიერ ინფორმაციაზე, რაც დააკმაყოფილებს მათ ინტერესს გადახდილი ანაზღაურებისა და საფასურის ოდენობასთან დაკავშირებით. გულწრფელად თქვენი მთავრობის სახელით [ქვეყნის დასახელება] ნიმუში (ნაწილი 1 − ხელმოწერათა ნიმუშები) [გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მოთხოვნას ხელს აწერს არა ის პიროვნება, ვისაც ხელი აქვს მოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმზე (MoU ); ხელმომწერ პირებს უფლებამოსილება ეძლევათ იმ პირისაგან, ვინც ხელს აწერს MoU -ს. გთხოვთ წინამდებარე დოკუმენტის ფორმა, ურთიერთგაგების მემორანდუმსა (MoU) და მოთხოვნის წერილთან ერთად, DFID -ს დაუბრუნოთ. [გთხოვთ სამინისტროს ბლანკზე ამობეჭდოთ] ქრაუნეიჯენთს ბანკი სეინთნიქოლას ჰაუსი სეინთნიქოლას როუდი სათონი სარის საგრაფო SM1 1EL გაერთიანებული სამეფო გადაეცეს: ფეგიჰოუს, უფროს მენიჯერს [თარიღი] ძვირფასო ბატონო/ქალბატონო ქვემორე ოფიციალურ პირებს აქვთ უფლებამოსილება, რათა ხელი მოაწერონ განაცხადებს გაერთიანებული სამეფოს/[ქვეყანა] წინაშე - IDA -ს ვალის მომსახურების ნაწილობრივი ანაზღაურება, რაც გრანტის ფორმით, სიღარიბის შემცირებისათვის განკუთვნილი საბიუჯეტო მხარდაჭერის ( PRBS ) გრანტის ფარგლებში იქნება გადახდილი. თითოეულმა [/ორმა/და ა.შ.] ხელისმომწერმა თითო განაცხადს უნდა მოაწეროს ხელი. სახელი სახელწოდება სანიმუშო ხელმოწერა გულწრფელად თქვენი ნიმუში (ნაწილი 2 − მოთხოვნის წერილი) გაეგზავნოს DFID -ს საქართველოს მთავრობისაგან; ურთიერთგაგების მემორანდუმის ( MOU ) ხელმოწერილ ეგზემპლარსა და ხელმოწერის ნიმუშთან ერთად, დაუბრუნდეს DFID -ს. [ამოიბეჭდოს სამინისტროს ბლანკზე] (მისამართი) გადაეცეს: ნიკოლა ჯენს თარიღი] ძვირფასო ბატონო/ქალბატონო გაერთიანებული სამეფო/(ქვეყანა) − IDA -ს ვალის მომსახურების ნაწილობრივი ანაზღაურება, რომელიც გადაიხდება გრანტის ფორმით, სიღარიბის შემცირებისათვის განკუთვნილი ბიუჯეტის მხარდაჭერის ( PRBS ) გრანტის ფარგლებში. ვეხებით რა ზემოთ აღნიშნულ გრანტს, რომელიც ჩვენი ორი მთავრობის მიერ არის ხელმოწერილი, ჩვენ წარმოგიდგენთ ქვემორე მოთხოვნას ... აშშ დოლარის გადახდის თაობაზე (შეერთებული შტატების დოლარი სიტყვებით) იმის გათვალისწინებით, რომ თანხა სახაზინო ანგარიშზე ან ჩვენი მთავრობის სხვა ექვივალენტურ ანგარიშზე უნდა ჩაირიცხოს, გთხოვთ თანხები ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე: ბანკის სახელწოდება:                                                  [ცენტრალური ბანკი] სვიფტის კოდი: ანგარიშის დასახელება; ანგარიშის ნომერი: აშშ დოლარის შესაბამისი ბანკი: სვიფტის კოდი: ანგარიშის ნომერი: გულწრფელად თქვენი (უფლებამოსილი პირის ხელმოწერა) DFID საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი ფინანსთა მინისტრს ბატონ ალექსი ალექსიშვილს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 70 ი. აბაშიძის ქუჩა 0162, თბილისი მრავალმხრივი ვალის შემსუბუქების ინიციატივა ( MDRI) 1.  2004 წლის სექტემბერში, ფინანსთა მინისტრმა და საერთაშორისო განვითარების სახელმწიფო მდივანმა განაცხადეს, რომ გაერთიანებული სამეფო ( UK ) მონაწილეობას მიიღებს შერჩეული ქვეყნების მიერ IDA - ს ვალის მომსახურებაში. UK - ს მრავალმხრივი ვალის შემსუბუქების ინიციატივა განსაზღვრულია ქვეყნებისათვის, რომლებიც კვლავ განიცდიან მრავალმხრივი ვალის დაფარვის სირთულეს. ამიტომ, სიღარიბის დასაძლევად და ათასწლეულის განვითარების მიზნების მისაღწევად მიმდინარე პროცესის დასაჩქარებლად UK გამოყოფს დამატებით რესურსებს. 2.    UK - ს MDRI შეთავაზებულ იქნება ყველა დაბალი შემოსავლების IDA ქვეყნებისათვის, რომელთაც გააჩნიათ სახელმწიფო ხარჯების მართვის ძლიერი სისტემა, იმის გათვალისწინებით, რომ დაზოგილი სახსრები მიიმართება სიღარიბის დასაძლევად. ფინანსური მართვის სისტემის სიძლიერის ინდიკატორად მიღებულ იქნება მსოფლიო ბანკის სიღარიბის დაძლევის მხარდამჭერი კრედიტის ( PRSC ) შეთანხმება. 3.    იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მიმდინარეობს 2005 წლის PRSC პროგრამა, მე გწერთ UK მთავრობის სახელით UK - ს MDRI ფარგლებში დახმარების შემოსათავაზებლად. თქვენი თანხმობის შემთხვევაში UK დააფინანსებს თავის წილ 10%-ს IDA - სთვის თქვენი ქვეყნის ვალის მომსახურეობაში 2006 წლის 1 იანვრიდან. მსოფლიო ბანკი, IMF და AfDBMDRI ჩაენაცვლება UKMDRI -ს HIPC ქვეყნებისთვის, ხოლო დახმარება არა HIPC ქვეყნებისთვის (როგორიცაა საქართველო), UKMDRI - ს მიერ საკვალიფიკაციო პირობების შესრულების შემთხვევაში გაგრძელდება. MDRI დახმარება გათვლილია იყოს პროგნოზირებადი და გაგრძელდება ისეთი განსაკუთრებული შემთხვევების წარმოქმნამდე როგორიცაა: საომარი აქტის გამოწვევა, სამხედრო ხარჯების აღრიცხვის სისტემის მოშლა. აგრეთვე უნდა გაგრძელდეს მყარი სახელმწიფო ფინანსების მართვის სისტემა. იმ შემთხვევაში, თუ მიმღები OECDDAC - ის შესაბამისად ამოვა დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნის კატეგორიიდან, ან გახდება IDA /IBRD ის-ნაკრები მსესხებელი, დახმარების ფაზა გაგრძელდება მესამე წლის ბოლომდე. მე მესმის, რომ ეს უკვე ეხება საქართველოს, რამდენადაც საქართველო OEDC - ს მიერ 2005 წლის დეკემბერში კვალიფიცირებულ იქნა მცირე-საშუალო შემოსავლიან ქვეყნად. შესაბამისად, დახმარება პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება 2008 წლის ბოლომდე. 4.       მიღებული ფული თქვენმა ქვეყანამ უნდა დახარჯოს ინვესტიციაში სიღარიბის დასაძლევად ქვეყნის სიღარიბის დაძლევის სტრატეგიის შესაბამისად და უნდა იქნეს აღრიცხული/დაფიქსირებული შემოსავალი ეროვნულ ანგარიშებზე როგორც ხარჯის, ასევე შემოსავლის კუთხით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანა გააგრძელებს ვალის მომსახურებას ბიუჯეტიდან ამ პროგრამის მიმდინარეობისას, რის შედეგადაც მიიღებს თანადაფინანსებას UK - დან. UKMDRI-ს ფარგლებში დახმარება საფუძვლიანად ვერ იმოქმედებს ვალის მდგრადობის ანალიზის შედეგებზე. მსოფლიო ბანკი ეთანხმება იმას, რომ დახმარების ინიციატივა იმოქმედებს ვალის მომსახურების მაჩვენებლებზე და არა ვალის რაოდენობის მაჩვენებლებზე. ვალის და მისი მიმართვა სიღარიბის დაძლევის (როგორიცაა ინვესტიცია განათლებისა და ჯანმრთელობის სფეროებში) პროგრამისათვის უნდა აისახოს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე, რისი ასლიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს UK-სათვის მოთხოვნის შემდეგ. ეს დახმარება ზეგავლენას არ ახდენს თქვენი ქვეყნის მიერ სხვა კრედიტორებისათვის გადახდებზე, გადახდები IDA-სათვის თქვენ უნდა გააგრძელოს შეთანხმებული სქემით. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, UKMDRI-სთან დაკავშირებით, გთხოვთ მომმართოთ პირადად მე, ნიკოლა ჯენსს e-mail-ის საშუალებით n-jenns@dfid.gov.uk . 5.     მსოფლიო ბანკი უზრუნველყოფს UK - ს ანგარიშით 2003 წლის 31 დეკემბრისათვის არსებული ვალის შესახებ, 2004 წლის ბოლოსათვისარსებული SDR დაცვლითი კურსით. IDA - მ უკვე მოგვაწოდა ანგარიშგება 2006 წელს ვალის მომსახურების შესახებ, და საქართველოს მოსამსახურებელი ვალი 2006 კალენდარულ წელს შეადგენს 8,649 მილიონ აშშ დოლარს, საიდანაც 10%-ს (864 900 აშშ დოლარი) დააფინანსებს UK . 6.      შესაბამისად UK-ს სურს UKMDRI 2006-ის ფარგლებში, დახმარების სახით გადაუხადოს საქართველოს 684900 აშშ დოლარი. ეს გადახდა განხორციელდება CROWN AGENTS BANK-ის (ადრე შპს ქრაუნაჯენტს ფინანსური სერვისი) საშუალებით. დავალიანების მქონე ქვეყნების შემთხვევაში (arrears), არსებული ვალი დაფინანსდება გრანტით და არ მოხდება რეალური ჩარიცხვა. 7.    თქვენს მიერ ხელმოსაწერად, თან ვურთავ ურთიერთგაგების მემორანდუმის 3 ეგზემპლარს. გთხოვთ გადახედოთ MoU-ს და თანდართულ პროცედურებს რითაც UK-ს მიერ იმართება სიღარიბის დაძლევის ბიუჯეტის დახმარების პროგრამა და თქვენი მოწონების შემთხვევაში 2 ეგზემპლარი გამომიგზავნოთ მე, -ნიკოლა ჯენნს მისამართზე: IFID, DFID, 1 PalaceStreet, London, SW1E 5HE, UnitedKingdom. დახმარების მოთხოვნის პროცედურები: ა) პარტნიორი მთავრობა თანხმდება სიღარიბის შესამცირებლად ბიუჯეტის დახმარებაზე გრანტის სახით და ხელს მოაწერს Mou - ს. ბ) პარტნიორი მთავრობა ფაქსით გაუგზავნის DFID - ს ნომერზე +44 207 023 0734 შემდეგ დოკუმენტებს: -         ხელმოწერილი MoU - ს ასლი; -    მოთხოვნის წერილი. თანდართული ნიმუში უნდა დაიბეჭდოს სამინისტროს ბლანკიან ფურცელზე და ხელმოწერილი უნდა იყოს პარტნიორი მთავრობის უფლლებამოსილი წარმომადგენლის მიერ. (ნიმუშად იხილეთ MoU - ს ბოლო ფურცელი, ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია მოგაწოდოთ ელექტრონული ვერსია). -   იმ შემთხვევაში თუ MoU - ს და მოთხოვნის წერილს ხელს აწერს სხვადასხვა უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხელმოწერის ნიმუშები უნდა გაეგზავნოს კრაუნ ბანკს. ბლანკზე დასაბეჭდი ნიმუში ასევე თან ერთვის. ყველა ეს დოკუმენტი უნდა გაეგზავნოს ნიკოლა ჯენნს შემდეგ მისამართზე: IFID, DFID, 1 Palace Street, London, SW1E 5HE, United Kingdom. (დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს courier mail service- ს საშუალებით). გ) დოკუმენტების სრული პაკეტის მიღების შემდეგ DFIF - ი CROWN AGENTS BANK - ს ნებას რთავს ანგარიშის გახსნაზე/ორგანიზებაზე. CROWN AGENTS BANK-ი მისწერს პარტნიორ მთავრობას, რათა მთავრობამ დაუდასტუროს ბანკს მისი აგენტად დანიშვნა MoU-ს შესაბამისად და დაუდასტუროს ანგარიშის გახსნა. დ) CROWN AGENTS BANK-ის მიერ დასტურის მიღების შემდეგ, იგი ჩასვამს თანხას ანგარიშზე. თანხის ანგარიშზე ჩარიცხვას შეიძლება დასჭირდეს 10 სამუშაო დღ. ე) CROWN AGENTS BANK-ო გადარიცხავს მოთხოვნილ თანხას აშშ დოლარებში პარტნიორი მთავრობის მიერ მითითებულ სახაზინო ან მის ექვივალენტურ ანგარიშზე, როგორც მოყვანილია მოთხოვნის წერილში. ვ) CROWN AGENTS BANK აცნობებს DFID-ს და პარტნიორ მთავრობას გადარიცხვის შესახებ ზ) პარტნიორი მთავრობის ეროვნული ბანკი ან სხვა, CROWN AGENTS BANK-ის მიერ გადმორიცხულ თანხას დასვამს შესაბამის ანგარიშზე 3 სამუშაო დღის განმავლობაში. შესაბამის ანგარიშზე თანხა უნდა ჩაირიცხოს ეროვნულ ვალუტაში იმ მომენტისათვის არსებული სავალუტო კურსით. თ) პარტიორი მთავრობა CROWN AGENTS BANK-ს გაუგზავნის დოკუმენტურ დადასტურებას ინგლისურად: 1) მიმღები ბანკის მიერ აშშ დოლარის მიღების თარიღს; 2) ეროვნულ ვალუტაში კონვერტაციის კურსს; 3) შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხული ეროვნული ვალუტის რაოდენობა და ჩარიცხვის თარიღი. ი) პარტნიორი მთავრობა ნებას დართავს და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარება DFID-ს თანამშრომლებს, CROWN AGENTS-ის და DFID-ის მიერ დანიშნულ აუდიტორებს, რათა მათ მოიპოვონ DFID-ის მიერ მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულება. სულ მცირე ეს შეიძლება იყოს მოთხოვნა დასტურის იმისა რომ: -        ჩარიცხვა მოხდა პირდაპირ პარტნიორი მთავრობის მიერ მითითებულ ანგარიშზე. -    ანგარიშის შემოწმების უფლება იმ მიზნით რომ DFID - ის მიერ გადმორიცხული თანხა არის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის ექვივალენტი, არ არის დარღვეული ვადები და სხვა. -   მთავარმა ბუღალტერმა ან სხვა დამოუკიდებელმა ორგანომ, ისეთი როგორც სახელმწიფო აუდიტის ინსტიტუტმა მიიღო თანხის გადმორიცხვის შეტყობინება და მათ მიერ დადასტურება ამ თანხის ჩარიცხვა. კ) იმის დასადასტურებლად, რომ თანხა გადარიცხულ იქნა შეთანხმებული პირობებით, კრაუნეჯენს ბანკი მოუმზადებს DFID - იდ ანგარიშგებას თანხმები ტრანსფერის შესახებ 1 დან ი) პუნქტების შესაბამისად. 8.       ამ დახმარების ფარგლებში გამოიყოფა დამატებითი რესურსები საუკუნის განვითარების მიზნებისმისაღწევად. ჩვენ მზად ვართ ამისათვის ვითანამშრომლოთ თქვენთან. მადლობთ ნიკოლა ჯენნსი DFID- ს საერთაშორისო ფინანსური ღონისძიებების დეპარტამენტი