საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1837
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024511
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/09/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1837

2017 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22‑ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22‑ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22‑ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და გაიცეს თანხმობა, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 90 ერთეულით.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 მარტის №436 განკარგულება.

პრემიერ‑მინისტრი                                          გიორგი კვირიკაშვილი