„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 აგვისტოს N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 |
|
2017 წლის 13 სექტემბერი ქ. ამბროლაური
|
„მუხლი 5. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭება
1. სამუშაო ჯგუფის წარდგენის შემდეგ, შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, საპატიო წოდებასა და ჯილდოს ანიჭებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. სამუშაო ჯგუფის მიერ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭებაზე წარდგენის შემდეგ კანდიდატმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს უნდა წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
3. წლის ნებისმიერ დროს საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭებისას, დაჯილდოების დღეს, პირს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საზეიმო ვითარებაში (ან მის გარეშე) გადაეცემა მოწმობა და მედალი, ასევე საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხება ფულადი ჯილდო 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.“;
„51. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების ჩამორთმევა
პირს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება შეიძლება ჩამოერთვას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, თუ:
ა) საბოლოო ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადასტურდა მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენა;
ბ) განახორციელა საქართველოს სახელმწიფო ან/და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება;
გ) ჩაიდინა სხვა მორალურ-ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო ქმედება.“;
„2. საპატიო წოდებისა და ჯილდოს მიმღები პირისთვის გადასაცემი შესაბამისი მოწმობისა და მედლის დამზადებას, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტის მიღებიდან ერთი კვირის ვადაში, უზრუნველყოფს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახური, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურთან ერთად.“.
|