საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ჩიტაია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ

მიღების თარიღი 11.09.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №1/1-2/854
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016227
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/09/2017
matsne.gov.ge 2,310 სიტყვა · ~12 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ჩიტაია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 98% 10.02.2017 საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 95% 07.07.2017 საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 93% 11.05.2018 გურამ აბულაძე და მიქაელ აბულაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 91% 05.07.2019 სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 91% 08.09.2017

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ჩიტაია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განჩინება №1/1-2/854 2017 წლის 11 სექტემბერი ქ. ბათუმი კოლეგიის შემადგენლობა: ლალი ფაფიაშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე; მაია კოპალეიშვილი – წევრი; მერაბ ტურავა – წევრი. სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე. საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ჩიტაია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ. I აღწერილობითი ნაწილი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 31 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №854) მიმართა საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ჩიტაიამ. კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2016 წლის 1 ნოემბერს. №854 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 10 თებერვალს. 2. №854 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი. 3. სადავო ნორმათა ერთი ნაწილი განსაზღვრავს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვის უფლებამოსილების მქონე სუბიექტს, ასევე მიმართვისა და შესაბამისი განაცხადის შევსების წესს. სადავო ნორმათა მეორე ნაწილით კი განსაზღვრულია მიზნობრივი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის ცნება, მიზნობრიობა, მისი დანიშვნის წესი, ასევე საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისა და თავად საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერების წესი. 4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი. კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. 39-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. 5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მხარემ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, მიმართა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს, თუმცა 2016 წლის 1 სექტემბრის წერილით მას უარი ეთქვა ზემოაღნიშნული მდგომარეობის შეფასებაზე, რადგან განმცხადებელს არ გააჩნდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რაც შემოწმების და, შესაბამისად, მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს. 6. მოსარჩელე მხარის პოზიციით, იმ სადავო ნორმებს, რომლებიც განსაზღვრავს სუბიექტის უფლებას, მიმართოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოთხოვნით, უფლების შემზღუდველ ხასიათს ანიჭებს ტერმინ „ოჯახის“ განმარტება, რომელიც მოცემულია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში და, რომელიც მოიცავს იმგვარი ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრეს, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას და მუდმივად ცხოვრობენ განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე. ამასთან, ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანიც. შესაბამისად, აღნიშნული ნორმები მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესაძლებლობას არ ანიჭებს პირებს, რომელთაც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ აქვთ და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენენ უსახლკარო პირებს. 7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციისათვის დადგენილი მოთხოვნის მსგავსად, საარსებო შემწეობის მოთხოვნის უფლება, რაც წარმოადგენს ფულად სოციალურ დახმარებას და განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, აქვს ოჯახს. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ღატაკი ოჯახის ცნება ასევე უკავშირდება განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად ცხოვრებას და საარსებო შემწეობის მიღების უფლებამოსილების მქონე პირთა წრიდან ამორიცხავს ამგვარი საცხოვრებლის არმქონე, უსახლკარო პირებს. შესაბამისად, სადავო ნორმებს ამ ნაწილშიც აქვთ უფლების შემზღუდველი ხასიათი მოსარჩელე მხარის მსგავსი პირების მიმართ. 8. მოსარჩელე მხარე აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს სადავო ნორმების იმ ნაწილით დადგენილ რეგულირებაზე, რომლის თანახმად, ოჯახს, რომელიც რეგისტრირებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დაკარგვისას შეუჩერდება საარსებო შემწეობის მიღების უფლება. ამგვარად, უკვე დანიშნული საარსებო შემწეობის შემდგომში შეჩერების საფუძველი ასევე შესაძლებელია გახდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დაკარგვის ან შეცვლის შემთხვევა, რაც ასევე ზღუდავს მოსარჩელის უფლებებს. 9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზნებისათვის პირთა შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, პირები/ოჯახები, რომელთაც გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და, მეორე მხრივ, პირები/ოჯახები, რომელთაც ამგვარი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნიათ და არიან უსახლკაროები. აღნიშნულ პირთა თანასწორობის საკითხის შეფასება, მოსარჩელის თქმით, უნდა მოხდეს იმ საჭიროებებთან მიმართებით, რომლის გამოც პირები მიმართავენ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციისა და საარსებო შემწეობის მოთხოვნით შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს. ამგვარი რეგისტრაციის, ისევე როგორც შემწეობის გაცემის წინაპირობას, წარმოადგენს პირის/ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მათი სიღარიბე. შესაბამისად, მსგავსი პირები საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას, გარკვეული სარგებლის მიღებასა და შეღავათებს და, ამ მხრივ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თავს მიიჩნევს ასეთი საჭიროების მქონედ, არსებითად თანასწორია, მიუხედავად იმისა, გააჩნია თუ არა მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. 10. მოსარჩელე მხარის პოზიციით, პირთა შესადარებელი ჯგუფების მიმართ, რომლებიც არსებითად თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენენ, სადავო ნორმები ადგენს განსხვავებულ მოპყრობას როგორც საცხოვრებელი ადგილის, ასევე სოციალური კუთვნილების საფუძველზე. შესაბამისად, მათი კონსტიტუციურობა უნდა შემოწმდეს შეფასების მკაცრი ტესტის საფუძველზე. 11. მოსარჩელე მხარის მითითებით, კანონის წინაშე თანასწორობის უფლებასთან მიმართებით სადავო ნორმათა მკაცრი ტესტით შეფასების საჭიროებას ქმნის ასევე პირთა შესადარებელ ჯგუფებს შორის არსებული დიფერენცირების ინტენსივობა. კერძოდ, სადავო ნორმები უსახლკარო პირებს სრულად ამორიცხავენ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციისა და საარსებო შემწეობის მიღების შესაძლებლობიდან. აღნიშნული ზოგადი წესი ატარებს მუდმივ ხასიათს და არ ითვალისწინებს არანაირ გამონაკლის შემთხვევას, როდესაც შესაძლებელი იქნებოდა სადავო ნორმებით განსაზღვრულ რეგულირებათა გავრცელება უსახლკარო პირებზე. 12. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესაძლებლობიდან უსახლკარო პირთა ამორიცხვის ლეგიტიმურ მიზანს შესაძლებელია წარმოადგენდეს ადმინისტრაციული პროცედურების განხორციელების სირთულე, რაც დაკავშირებულია მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არქონასთან. თუმცა მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალება ვერ ჩაითვლება უფლების შეზღუდვისათვის ყველაზე ნაკლებად ინტენსიურად და, შესაბამისად, ვერ გაამართლებს ჩარევას კანონის წინაშე თანასწორობის უფლებაში. მოსარჩელის პოზიციით, დამატებით გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით, უსახლკარო პირთა მხრიდან მიწოდებული მონაცემების საეჭვოობის ხარისხი არ იზრდება მნიშვნელოვნად ან შესაძლებელია საერთოდ არ იზრდებოდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მქონე პირებთან შედარებით. 13. საარსებო შემწეობის გაცემასთან დაკავშირებულ სადავო ნორმათა ლეგიტიმურ მიზანს, მოსარჩელის მტკიცებით, შესაძლებელია წარმოადგენდეს საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა. საბიუჯეტო სახსრების განკარგვისას სახელმწიფო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, თუმცა მხოლოდ ამგვარი სახსრების დაზოგვის მიზანი არ შეიძლება დაედოს საფუძვლად ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვას. 14. მოსარჩელე მხარე დამატებით მიუთითებს, რომ ის შეღავათები და სერვისები, რომლებიც შესაძლოა არსებობდეს უსახლკარო პირთა მიმართ, საარსებო შემწეობისა და სხვა სახის შეღავათების საპირწონედ ვერ ჩაანაცვლებს იმ შესაძლებლობებს, რაც თან ახლავს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციასა და საარსებო შემწეობის მიღებას. 15. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლს, რადგან სიცოცხლის უფლებაში ჩარევას იწვევს არა მხოლოდ ისეთი სამართლებრივი რეგულირება, რომელიც იწვევს მყისიერ, იმწუთიერ საფრთხეს, არამედ შემთხვევები, როდესაც ნორმის განგრძობად მოქმედებას შეუძლია ფაქტობრივად გამოიწვიოს ამგვარი შედეგი. საარსებო მინიმუმის მიღება იმ პირის მიერ, რომელსაც აქვს ამგვარი საჭიროება და შინაარსობრივად აკმაყოფილებს სახელმწიფოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლის უფლების უზრუნველმყოფ ინსტრუმენტს და დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით. შესაბამისად, სადავო ნორმებით საარსებო მინიმუმის უფლების ჩამორთმევა, გარკვეული დროის ფარგლებში ახდენს გავლენას ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. 16. მოსარჩელის მტკიცებით, მე-15 მუხლის მიზნებისათვის მნიშვნელობა არ აქვს შედეგი იმწამიერი ქმედების საფუძველზე დადგა, თუ დროში განვრცობილ ქმედებათა ერთობლიობის შედეგად. თუ სიცოცხლის უფლება შემოფარგლული იქნება მხოლოდ ერთჯერადი აქტების შეფასებით, რომელიც იმწამიერად, ან დროის მცირე პერიოდში ასახვას ჰპოვებს სიცოცხლეზე, კონსტიტუციის მე-15 მუხლის მიზანი ვერ მიიღწევა. 17. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სიცოცხლის უფლება, მართალია, არ განეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას, თუმცა აუცილებელია, სახელმწიფოს გააჩნდეს დაუძლეველი ინტერესი, რომელიც გადაწონის ამგვარ ღირებულებას. ადამიანის სიცოცხლის უფლების შეზღუდვა დაუშვებელია გამართლებულ იქნეს სახელმწიფოს მიერ საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის ან ადმინისტრაციულ სირთულეთა თავიდან არიდების მიზნით. 18. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები ასევე ლახავს უსახლკარო პირთა ღირსების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი წარმოადგენს სახელმწიფოსათვის როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური ვალდებულების დამდგენ ნორმას, რომელშიც მოიაზრება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, ადამიანებს შეუქმნას ცხოვრების ღირსეული პირობები, როდესაც დაკმაყოფილებული იქნება მათი მინიმალური საჭიროებები. სადავო ნორმები კი, აღნიშნულის საპირისპიროდ, ამგვარ საჭიროებათა დაკმაყოფილების შესაძლებლობიდან სრულად ამორიცხავს უსახლკარო პირებს, რომლებიც უმძიმეს სოციალურ პირობებში იმყოფებიან და საცხოვრებლის გარდა ასევე არ გააჩნიათ მატერიალური რესურსი საკვების მოძიებისა თუ სამედიცინო მკურნალობისათვის. 19. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლს, რომლითაც დაცულია ზოგადად სოციალურ უფლებათა კატეგორია – სახელმწიფოს მხრიდან გაწეული დახმარების ან სარგებლის მიღების უფლება იმ ადამიანების მიერ, ვისთვისაც ამგვარი საჭიროება არსებობს. თუმცა იმ შემთხვევებში, როდესაც კონკრეტულ სოციალურ დახმარებაზე უფლების შეზღუდვის ინტენსივობა ადამიანს აქცევს სამართლის ობიექტად და ინსტრუმენტად სახელმწიფოს ხელში, ამგვარი უფლების შემზღუდველი ნორმა ასევე ლახავს ადამიანის ღირსების უფლებას. მოსარჩელე მხარის თქმით, სოციალური უფლებები პირდაპირ არ არის გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით, თუმცა პირდაპირ გამომდინარეობს კონსტიტუციური პრინციპებიდან, მათ შორის, სოციალური სახელმწიფოს პრინციპიდან და უფლებათა დამდგენი საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, რომელთა მონაწილეს საქართველოც წარმოადგენს. 20. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს, რადგან მოსარჩელე მხარეს ეზღუდება სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების არდაშვების გზით. სადავო ნორმათა შემზღუდველი ბუნება შედეგობრივად აისახება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, სასამართლო ხარჯების გადახდისგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმები ასევე ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლების მეორე ელემენტს – „დაცვის უფლებას“, რადგან კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება სწორედ ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახის წევრს, რომელსაც კონკრეტული სარეიტინგო ქულა აქვს მინიჭებული. 21. მოსარჩელე მხარე, საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამის პრაქტიკაზე. II სამოტივაციო ნაწილი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის №1/6/854 საოქმო ჩანაწერი შეიცავს ტექნიკურ ხარვეზს. კერძოდ, სადავოდ გამხდარი „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის“ და „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ ნაცვლად სადავო აქტებად მითითებულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილება, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანება. 2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია დასახელებული ტექნიკური ხარვეზის გასწორება და შესწორებული დოკუმენტის გამოქვეყნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდსა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. III სარეზოლუციო ნაწილი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-7, მე-8 და მე-10 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს: 1. შეიცვალოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის №1/6/854 საოქმო ჩანაწერის სარეზოლუციო ნაწილის პირველი და მე-2 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:   „1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №854 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ჩიტაია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „რ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის პირველი წინადადების, მე-4 მუხლისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის; „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 და მე-5 პუნქტების, ასევე მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით“. „2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №854 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ჩიტაია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „რ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის პირველი წინადადების, მე-4 მუხლისა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის; „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 და მე-5 პუნქტების, ასევე მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით“. 2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის №1/6/854 საოქმო ჩანაწერის შესწორებული ვერსია გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. 3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. კოლეგიის შემადგენლობა: ლალი ფაფიაშვილი მაია კოპალეიშვილი მერაბ ტურავა