📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესის შესახებ

მიღების თარიღი 18.09.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №72
სარეგისტრაციო კოდი 120400000.22.026.016522
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/09/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,211 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს თავდაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 24.09.2025 საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების წესის, პირობებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 01.04.2024 სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 22.01.2021 საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 21.03.2022 საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება 89% 31.01.2025

დოკუმენტის ტექსტი

საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №72 2017 წლის 18 სექტემბერი ქ. თბილისი საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესის შესახებ   „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი“. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 15 სექტემბრის №71 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემის საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების (შემდგომ – გამოცდები) ჩატარების პროცედურებს. 2. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩასარიცხი გამოცდის მიზანია შეფასდეს თუ რამდენად ფლობს ოფიცერი შესაბამისი გვარეობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ თემატიკას. 3. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (შემდგომ – გენერალური შტაბი) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის და გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი სამხედრო მოსამსახურეებისათვის (სადაზვერვო, ოპერატიული, ოპერატიულ-სამძებრო) საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესს/პირობებს და გამოცდებზე წარსადგენ კანდიდატებს (შემდგომ – კანდიდატი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს გენერალური შტაბის უფროსი, შესაბამისი დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით. 4. გამოცდები ჩატარდება დისტანციური სწავლების ელექტრონული სასწავლო პლატფორმა ilias-ის ან მატერიალური სახით ტესტის გამოყენებით. მუხლი 2🔗. გამოცდების ჩატარების პრინციპები გამოცდის ჩატარების პრინციპებია: ა) ობიექტურობა – გამოცდის ჩატარებისას უნდა გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების შესაძლებლობა; ბ) გამჭვირვალობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და აღქმადი ყველა მოსამსახურისათვის; გ) არადისკრიმინაციულობა – საგამოცდო პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს მოსამსახურეთა თანასწორობას; დ) საჯაროობა – საგამოცდო პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, ოქმები და შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის. მუხლი 3🔗. გამოცდების ორგანიზება 1. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის, საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება და ვადები განისაზღვრება გენერალური შტაბის უფროსის ან მისი ერთ-ერთი მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 2. შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებმა გაითვალისწინონ კანდიდატების მომზადება გზამკვლევების მიხედვით. 3. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია და J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი უზრუნველყოფს საგამოცდო საკითხების კონფიდენციალურობას. მუხლი 4🔗. საგამოცდო საკითხების მომზადება 1. საგამოცდო საკითხები მუშავდება J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მიერ. 2. გამოცდა ტარდება ტესტის სახით და მოიცავს 50 (ორმოცდაათი) კითხვას. 3. საგამოცდო საკითხების 60%-ს, გვარეობების მიხედვით ამზადებს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა. 4. საგამოცდო საკითხების 40%-ს, რომელიც მოიცავს ზოგად ნაწილს ამზადებს J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი. 5. შემუშავებული მასალების ტრანსპორტირება ხორციელდეება CD/DVD დისკით. მუხლი 5🔗. გამოცდების ჩატარების პროცედურები 1. J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის წარმომადგენელი, გამოცდის დაწყებამდე, ამოწმებს კანდიდატების გამოცხადებას და ატარებს შესაბამის ინსტრუქტაჟს. 2. კანდიდატმა თან უნდა იქონიოს სამხედრო მოსამსახურის სამსახურებრივი პირადობის მოწმობა (ID ბარათი). 3. კანდიდატი ვალდებულია გამოცდაზე დაიცვას დისციპლინა. დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში მას მიეცემა გაფრთხილება. განმეორების შემთხვევაში, კანდიდატი იხსნება გამოცდიდან და ეწერება 0 (ნული) ქულა.  4. კანდიდატს ეკრძალება საგამოცდო აუდიტორიაში მობილური ტელეფონით სარგებლობა, აგრეთვე სხვა დამხმარე ლიტერატურისა და საშუალებების გამოყენება. 5. კანდიდატი, რომელიც ვადაზე ადრე დაამთავრებს გამოცდას ხელის აწევით ანიშნებს J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის წარმომადგენელს ან დამკვირვებელს და ტოვებს აუდიტორიას. 6. გამოცდისთვის გამოყოფილი დრო შეადგენს 90 (ოთხმოცდაათი) წუთს. მუხლი 6🔗. გამოცდების შეფასება 1. გამოცდა ფასდება 50 (ორმოცდაათი) ქულიანი სისტემით, ყოველი საკითხი ფასდება 1 (ერთი) ქულით. 2. თუ კანდიდატმა დააგროვა ქულათა საერთო რაოდენობის სულ მცირე 35 (ოცდათხუთმეტი) ქულა 50 (ორმოცდაათი) შესაძლებლობიდან, გამოცდა ითვლება  ჩაბარებულად. 3. ტესტების შეფასება ხორციელდება: ა) სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საგამოცდო ცენტრის მიერ დისტანციური სწავლების ელექტრონული სასწავლო პლატფორმა ilias-ის გამოყენებით; ბ) J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის მიერ ტესტის პასუხების ფურცლის გამოყენებით. 4. დაუმთავრებელი ტესტი ფასდება დაგროვილი ქულების შესაბამისად. 5. გამოცდის ჩაუბარებლობის შემთხვევაში (მიღებულ ქულათა საერთო რაოდენობა 34 ან ნაკლები 50 შესაძლებლობიდან, 70%-ზე ნაკლები) კანდიდატს უფლება ეძლევა ხელმეორედ გავიდეს გამოცდაზე 6 (ექვსი) თვის შემდეგ. 6.  კანდიდატები, რომლებიც საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდნენ გამოცდაზე,  გამოცდა დაენიშნებათ გენერალური შტაბის უფროსის ან მისი ერთ-ერთი მოადგილის გადაწყვეტილებით. 7. კანდიდატს უფლება აქვს გაასაჩივროს გამოცდებში მიღებული ქულა შედეგების გამოცხადებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. მუხლი 7🔗. გამოცდების შემდეგ განსახორციელებელი ღონისძიებები 1. ტესტების შეფასება ხორციელდება ტესტირების დასრულებიდან არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. 2. გამოცდაზე კანდიდატის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ხორციელდება აღნიშვნა ტესტირების ჩატარების ოქმში. 3. J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი გამოცდის შედეგების ოქმს აგზავნის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტში. 4. შევსებული ტესტები ინახება 6 (ექვსი) თვის ვადით. 5. დისტანციური სწავლების ელექტრონული სასწავლო პლატფორმა ilias-ის გამოყენებით შევსებული ტესტები ინახება სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საგამოცდო ცენტრში 2 (ორი) თვის ვადით. მუხლი 8🔗. გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებული მოვალეობები 1. J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის  წარმომადგენელი ვალდებულია: ა) გამოცდის დაწყებამდე, შეამოწმოს კანდიდატების გამოცხადება და ჩაატაროს შესაბამისი ინსტრუქტაჟი; ბ) მისცეს მითითება დამკვირვებლებს გამოცდაზე მყოფი კანდიდატების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების (ID ბარათი) შემოწმების შესახებ; გ) გამოაცხადოს გამოცდის დაწყების და დამთავრების დრო; დ) გაანაწილოს დამკვირვებლები საგამოცდო აუდიტორიაში და უხელმძღვანელოს მათ; ე) მატერიალური სახით ტესტის გამოყენებისას გვარეობების მიხედვით დააწყოს ტესტები; ვ) კანდიდატის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში გამოიძახოს ექიმი. დიაგნოზის დასმის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება მისი გამოცდიდან გათავისუფლების შესახებ; ზ) გააფრთხილოს დისციპლინის დამრღვევი კანდიდატი, განმეორების შემთხვევაში დაატოვებინოს გამოცდა და გააფორმოს ოქმი; თ) საგამოცდო დროის დასრულების შემდეგ გასცეს ბრძანება კანდიდატების მიერ მუშაობის შეწყვეტის შესახებ. 2. სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი ვალდებულია: ა) დაიცვას საგამოცდო საკითხების კონფიდენციალურობა; ბ) მოამზადოს საგამოცდო აუდიტორია; გ) ჩაატაროს ინსტრუქტაჟი გამოცდის წესების შესახებ; დ) J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის სამხედრო განათლების წარმომადგენელს გადასცეს გამოცდების შედეგები. 3. დამკვირვებელი ვალდებულია: ა) გამოცდის დაწყებამდე გამოცხადდეს საგამოცდო აუდიტორიაში; ბ) თვალი ადევნოს გამოცდაზე მყოფი კანდიდატის მიერ დისციპლინის დაცვას; გ) კანდიდატის მიერ დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში გააფრთხილოს ის, ხოლო განმეორების შემთხვევაში დაატოვებინოს გამოცდა; დ) საგამოცდო საკითხებში რაიმე ხარვეზის აღმოჩენისას, კანდიდატს მისცეს შესაბამისი განმარტება; ე) მატერიალური სახით ტესტის გამოყენების დროს: ე.ა) გააკონტროლოს, რომ გამოცდის დაწყებამდე კანდიდატებს ტესტები ედოთ მაგიდაზე გადმობრუნებულ მდგომარეობაში; ე.ბ) საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ შეაგროვოს ტესტები. 4. კანდიდატი ვალდებულია: ა) დამკვირვებლის მითითებით შევიდეს საგამოცდო აუდიტორიაში და დაიკავოს მითითებული ადგილი; ბ) დისტანციური სწავლების ელექტრონული სასწავლო პლატფორმა ilias-ის გამოყენებისას საგამოცდო აუდიტორიაში მონიტორზე საგამოცდო საკითხების გამოსახულების გამოსვლის შემდეგ: ბ.ა) ყურადღებით მოუსმინოს საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლის მიერ გამოცდის წესების შესახებ ჩატარებულ ინსტრუქტაჟს; ბ.ბ) საგამოცდო საკითხებში რაიმე უზუსტობის აღმოჩენისას ხელის აწევით მიმართოს დამკვირვებელს; ბ.გ) გამოცდის დამთავრების შემდეგ ხელის აწევით ანიშნოს დამკვირვებელს და მისი ნებართვის შემდეგ დატოვოს აუდიტორია; გ) მატერიალური სახით ტესტის გამოყენების დროს: გ.ა) ყურადღებით მოუსმინოს გამოცდის წესების შესახებ გაკეთებულ განმარტებებს; გ.ბ) ტესტზე მუშაობა დაიწყოს J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის წარმომადგენლის მითითების შემდეგ; გ.გ) შესაბამის გრაფაში ჩაწეროს თავისი საიდენტიფიკაციო მონაცემები; გ.დ) გამოცდის განმავლობაში ტესტებში რაიმე ხარვეზის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში ხელის აწევით მიმართოს დამკვირვებელს; გ.ე) საწერი კალმით „X“ აღნიშვნით მონიშნოს სწორი პასუხი პასუხების ფურცელზე; გ.ვ) ტესტზე მუშაობის დასრულების შემდეგ ჩააბაროს ტესტი დამკვირვებელს და დატოვოს აუდიტორია. მუხლი 9🔗. აკრძალვები აკრძალულია: ა) საგამოცდო საკითხების გადაცემა ნებისმიერ სამხედრო მოსამსახურეზე/სამოქალაქო პირზე; ბ) საგამოცდო საკითხების ატვირთვა ან გადაგზავნა ნებისმიერი ელექტრონული ფოსტით, მათ შორის server.mod.gov.ge-ით; გ) გამოცდის მიმდინარეობისას საგამოცდო აუდიტორიის დატოვება ან სხვა მოქმედება, რომელიც ხელს შეუშლის გამოცდაზე მყოფ კანდიდატებს; დ) გამოცდის დაწყებიდან კანდიდატების მიერ საუბარი, ნივთების მიღება ან გადაცემა; ე) საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ ტესტებზე მუშაობის გაგრძელება.