სს „სილქ როუდ ბანკის“ განცხადება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევეის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/09/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სს „სილქ როუდ ბანკის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

2017 წლის 16 ოქტომბერს, 12:00 საათზე, გაიმართება სს „სილქ როუდ ბანკის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი №2.

კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხს:

– ფინანსური ანგარიშსწორების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სს „სილქ როუდ ბანკის“ 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების შემოწმებისათვის გარე აუდიტორის არჩევა;

– აქციონერთა კრებაზე აქციონერების მიერ წამოყენებული სხვა საკითხები.

სს „სილქ როუდ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2017 წლის 6 სექტემბერი;

აქციონერთა კრებაზე თქვენი მონაწილეობის უფლების შესამოწმებლად შეგიძლიათ 2017 წლის 16 ოქტომბრამდე მობრძანდეთ შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი №2 (გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/შესაძლებელია წარმომადგენლობა წერილობითი მინდობილობის საფუძველზე ).