ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით (პირობებით/უპირობოდ) პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობებიანი/უპირობო ელექტრონული აუქციონის საფუძველზე სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 18.09.2017
ძალის დაკარგვა 22.09.2023
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.158.016362
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/09/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი | ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით (პირობებით/უპირობოდ) პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობებიანი/უპირობო ელექტრონული აუქციონის საფუძველზე სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №37
2017 წლის 18 სექტემბერი
ქ. ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით (პირობებით/უპირობოდ) პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობებიანი/უპირობო ელექტრონული აუქციონის საფუძველზე სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მე-4 მუხლის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას უპირობოდ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას პირობით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი და სხვა) გადაცემისას ელექტრონული (პირობებით /უპირობოდ) აუქციონის გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა, დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი/უპირობო ელექტრონული აუქციონის საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა, დანართი №4-ის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი/უპირობო ელექტრონული აუქციონის საფუძველზე სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების ტიპური ფორმა, დანართი №5-ის შესაბამისად.
მუხლი 6🔗
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმა, დანართი №6-ის შესაბამისად.
მუხლი 7🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №63 დადგენილება ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრების დამადასტურებელი ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 8🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი
დანართი №1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი №------- (უპირობო)
(ტიპური ფორმა)
––– –––– ––––––––––– ქალაქი ბოლნისი
რიცხვი თვე წელი
წინამდებარე ოქმი გაიცა
__________________________________________________________________________
აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება, პირადი ნომერი
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
/საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი და წარმომადგენლის/მინდობილი პირის სახელი, გვარი და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული წესის მოთხოვნების შესაბამისად,
_________________________________________________
ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან
ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური
_______ ______________________ლარი,
(ციფრებით) (სიტყვიერად)
შემდგომში ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, პრივატიზების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე –
www.eauction.ge მოწყობილ აუქციონზე
ჩატარებული ელექტრონული აუქციონის შესახებ ინფორმაცია:
აუქციონის დაწყების თარიღი: __________________________
აუქციონის დამთავრების თარიღი: ______________________
აუქციონის № _______________________________________
აუქციონის ლოტის № _________________________________
ბიჯის ოდენობა ______________________________________
საგარანტიო თანხის ოდენობა____________________________
მის მიერ შემოთავაზებული ყველაზე მაღალი ფასის ______ (______________________) ლარის
(ციფრებით) (სიტყვიერად)
საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების და წინამდებარე ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცემა
____________________________________________________________________________
(ქონების დასახელება, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან/მარეგისტრირებელი ორგანოდან, მათ შორის ინფორმაცია ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე,
____________________________________________________________________________
საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)
შემდგომში –
ქონება.
- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე, _____________ კალენდარული დღის ვადაში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის ფორმდება წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება.
- მყიდველი ვალდებულია აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი
___________________ (__________________________) ლარი
(ციფრებით) (სიტყვიერად)
სრულად გადაიხადოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ____________ კალენდარული დღის ვადაში, შემდეგ საბანკო ანგარიშის ნომერზე:
სახაზინო კოდი ___________________
- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;
- ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი /გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ:
ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;
ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება.
-ოქმის მოქმედების პერიოდში შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლნისის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების ღირებულების სრულად დაფარვამდე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს ქონება გადაეცემა პირობადებულ საკუთრებაში ამასთან ქონების შემძენს, საკუთრების უფლების დადასტურებამდე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული ქონება საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
- ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების ღირებულების სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ;
- თუ მყიდველი უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებისას დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების სრულ ღირებულებას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონებაზე, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.
- წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაპირება, რომელიც შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
- ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:
ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია –
მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში –
უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით - წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
-მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს მას.
აუქციონატორი / -------------------------- / /-------------------------/
სახელი, გვარი ხელმოწერა
აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) / ---------------------/ / -------------/
სახელი, გვარი ხელმოწერა
.
დანართი №2
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას პირობით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი № -
(ტიპური ფორმა)
––– –––– ––––––––––– ქალაქი ბოლნისი
რიცხვი თვე წელი
წინამდებარე ოქმი გაიცა
___________________________________________________________________________________
აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება, პირადი ნომერი
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
/საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი და წარმომადგენლის/მინდობილი პირის სახელი, გვარი და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
___________________________________________________________________________________
მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული წესის მოთხოვნების შესაბამისად,
_____________________________________________________________
ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან
ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური_______ ______________________ლარი,
(ციფრებით) (სიტყვიერად)
შემდგომში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, პრივატიზების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე –
www.eauction.ge მოწყობილ აუქციონზე
ჩატარებული ელექტრონული აუქციონის შესახებ ინფორმაცია:
აუქციონის დაწყების თარიღი: __________________________
აუქციონის დამთავრების თარიღი: _______________________________
აუქციონის № _______________________________
აუქციონის ლოტის № ___________________
ბიჯის ოდენობა ______________________________
საგარანტიო თანხის ოდენობა_________________________________
მის მიერ შემოთავაზებული ყველაზე მაღალი ფასის___________ (__________________) ლარის (ციფრებით) (სიტყვიერად)
საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების და წინამდებარე ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით საკუთრებაში გადაეცემა
______________________________________________________________________________
(ქონების დასახელება, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან/მარეგისტრირებელი ორგანოდან, მათ შორის, ინფორმაცია ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე,
____________________________________________________________________
საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)
შემდგომში ქონება.
მყიდველი ვალდებულია დათქმულ ვადაში ჯეროვნად შეასრულოს აუქციონის შემდეგი პირობები:
ა) .............................................................................................................
ბ) ...............................................................................................................
გ) .................................................................................................................. და ა.შ.
ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე, _____________ კალენდარული დღის ვადაში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის ფორმდება წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება.
- მყიდველი ვალდებულია აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი
___________________ (__________________________) ლარი
(ციფრებით) (სიტყვიერად)
სრულად გადაიხადოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ____________ კალენდარული დღის ვადაში, შემდეგ საბანკო ანგარიშის ნომერზე:
სახაზინო კოდი ___________________
- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;
- ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი /გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ:
ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;
ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება.
-ოქმის მოქმედების პერიოდში შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლნისის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების ღირებულების სრულად დაფარვამდე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს ქონება გადაეცემა პირობადებულ საკუთრებაში, ამასთან, ქონების შემძენს, საკუთრების უფლების დადასტურებამდე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული ქონება საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
- ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების ღირებულების სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ;
- თუ მყიდველი უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებისას, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების სრულ ღირებულებას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონებაზე, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.
- წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაპირება, რომელიც შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
- ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:
ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია –
მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში - უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით –
წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
-მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს მას.
აუქციონატორი / -------------------------- / /-------------------------/
სახელი, გვარი ხელმოწერა
აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) / ---------------------/ / -------------/
სახელი, გვარი ხელმოწერა
.
დანართი №3
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი და სხვა) გადაცემისას ელექტრონული (პირობით/უპირობოდ) აუქციონის გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №
(ტიპური ფორმა)
–– –––– ––––––––––– ქალაქი ბოლნისი
რიცხვი თვე წელი
წინამდებარე ოქმი გაიცა
___________________________________________________________________________________
აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება, პირადი ნომერი
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
/საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი და წარმომადგენლის/მინდობილი პირის სახელი, გვარი და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
__________________________________________________________________________________
მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული წესის მოთხოვნების შესაბამისად,
_____________________________________________________________
ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე –
www.eauction.ge მოწყობილ აუქციონის
(ჩატარებული ელექტრონული აუქციონის შესახებ ინფორმაცია:
აუქციონის დაწყების თარიღი: ___________________
აუქციონის დამთავრების თარიღი: ________________
აუქციონის № _______________
აუქციონის ლოტის № __________
ბიჯის ოდენობა ______ (_________________________) ლარი
(ციფრებით) (სიტყვიერად)
საგარანტიო თანხის ოდენობა ______ _ (__________________________) ლარი
(ციფრებით) (სიტყვიერად)
ქონების სარგებლობის საწყისი საფასური (ქირის ოდენობა) _ ___ (_____________) ლარი,
(ციფრებით) (სიტყვიერად)
საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მოსარგებლე) და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული წესის მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით სარგებლობაში გადაეცემა
(ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე, საკადასტრო კოდი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)
სარგებლობის ფორმა -------------------------------------------------------------------;
სარგებლობაში გაცემის ვადა ---------------------------------------------------------- ;
აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე – ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:
1. აუქციონში გამარჯვებული (მოსარგებლე) ვალდებულია ოქმის საფუძველზე, არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში აუქციონატორთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონების ქირის საფასურის გადაიხადოს სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველკვარტალურად მომდევნო თვის ათ რიცხვამდე, შემდეგ საბანკო ანგარიშზე: სახაზინო კოდი -------------------------------------
3. აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში.
4. აუქციონში გამარჯვებული (მოსარგებლე) ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში):
ა)-------------------------------------------------------------------------------;
ბ) ------------------------------------------------------------------------------;
გ) -------------------------------------------------------------------------------;
წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაპირება, რომელიც შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
- ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:
ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია –
მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში - უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით –
წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
-მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს მას.
აუქციონატორი / -------------------------- /--------------------------------------/
ხელმოწერა სახელი, გვარი
აუქციონში გამარჯვებული პირი (მოსარგებლე) /----------------------- / ------------------------/
ხელმოწერა სახელი, გვარი
დანართი №4
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ნასყიდობის
ხელშეკრულება №
___ ____ ____ ქალაქი ბოლნისი
რიცხვი თვე წელი
ხელშეკრულების მხარეები:
წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში –
ხელშეკრულება) გაფორმდა, ერთის მხრივ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი _____________________ (შემდგომში –
,,გამყიდველი“), და მეორეს მხრივ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს _____________________ (პ/ნ ____________) (შემდგომში –
,,მყიდველი”) წარმოდგენილი ______________________ (პ/ნ________________) სახით, მოქმედი___________________________________________________________________________
უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები
საფუძველზე, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ საქართველოს ორგანული კანონის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის, 20__) წლის ____________ № ___ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
მუხლი 1🔗. ხელშეკრულების საგანი
1. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში „გამყიდველი“, „მყიდველს“, რომელიც არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ ___________________________ჩატარებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი, ______________________ „აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის“ საფუძველზე გადასცემს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ
_________________________________________________________________________________
(ქონების დასახელება, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან/მარეგისტრირებელი ორგანოდან, მათ შორის ინფორმაცია ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე,
__________________________________________________________________________________
(საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)
ქონებას (შემდგომში –
„ხელშეკრულების საგანი“).
2. „გამყიდველი“ აცხადებს, რომ „ხელშეკრულების საგანი“ ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლოა და შეესაბამება აუქციონის განაცხადში აღნიშნულ პირობებს, რასაც „მყიდველი“ არ ხდის სადავოდ და წინამდებარე ხელშეკრულებას ხელმოწერით ადასტურებს.
3. „ხელშეკრულების საგანი“ ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისთვის. ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე.
4. ამ მუხლის მიზნებისათვის უფლებრივად უნაკლო მდგომარეობის ქვეშ „მხარეები“ გულისხმობენ იმას, რომ მესამე პირს არ შეუძლია წაუყენოს მოთხოვნები „მყიდველს“ „ხელშეკრულების საგნის“ გამო.
მუხლი 2🔗. ხელშეკრულების ფასი და ანგარიშსწორების წესი
1. „მყიდველი“ ვალდებულია ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო საპრივატიზებო თანხა
________________ (________________________) ლარი
(ციფრებით) (სიტყვიერად)
სრულად გადაიხადოს №___ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში განსაზღვრული პირობებით, ხელშეკრულების გაფორმებიდან ______________ კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
სახაზინო კოდი _____________________________________________________________________
2. „მყიდველს“ გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;
3. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ:
ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;
ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება.
მუხლი 3🔗. მხარეთა უფლება-მოვალეობები
1. „გამყიდველს“ უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს „მყიდველისგან“ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;
ბ) წინამდებარე ხელშეკრულების პირობების „მყიდველის“ მიერ უხეშად დარღვევის შემთხვევაში, ასევე სხვა პატივსადები მიზეზების არსებობისას მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა;
გ) „მყიდველის“ მიერ საბოლოო საპრივატიზებო თანხის გადახდისა და მასზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე „ხელშეკრულების საგნის“ გასხვისების, დაგირავების ან/და სხვაგვარად დატვირთვის გამოყენების შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების დაუყოვნებლივი შეწყვეტა;
დ) ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, საკუთრების მოწმობის გაცემამდე ქონების „მყიდველის“ ბრალეულობით დაზიანების შემთხვევაში, გონივრულ ვადაში „მყიდველს“ მოსთხოვოს გადაცემული ქონების აღდგენა, ზიანის ანაზღაურება, ასევე მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა;
ე) „მყიდველზე“ საკუთრებაში გადასვლამდე ნებისმიერ დროს დაათვალიეროს და შეამოწმოს „ხელშეკრულების საგანი“, მიიღოს მასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
2. „გამყიდველი“ ვალდებულია:
ა) „მყიდველს“ გადასცეს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, მაგრამ მყიდველს არ წარმოეშობა უფლებები ნივთის ნაკლის გამო, თუ ხელშეკრულების დადების მომენტში მან იცოდა ამის შესახებ.
ბ) თუ ნივთს აღმოაჩნდება ნაკლი, რომელიც აუქცინოს გამოცხადებისა და ხელშეკრულების დადებისას არ ყოფილა „მყიდველისთვის“ ცნობილი, დაუყოვნებლივ გამოასწოროს იგი თავისი ხარჯებით. უმნიშვნელო ნაკლი მხედველობაში არ მიიღება.
3. „მყიდველს“ უფლება აქვს:
ა) მოსთხოვოს „გამყიდველს“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და საბოლოო საპრივატიზებო თანხის გადახდის შემდეგომ საკუთრების მოწმობის გონივრულ ვადაში გაცემა;
ბ) გააუმჯობესოს „ხელშეკრულების საგანი“ „გამყიდველის“ თანხმობით საკუთრებაში გადაცემამდე.
4. „მყიდველი“ ვალდებულია:
ა) გადაიხადოს ქონების სრული ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლით დადგენილი ოდენობით და დაიცვას ამავე მუხლით გაწერილი ანგარიშსწორების წესები;
ბ) საკუთარი სახსრებით დაფაროს „ხელშეკრულების საგნის“ შესაბამის რეესტრში რეგისტრაციისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენისათვის გაწეული საზღაური.
მუხლი 4🔗. მხარეთა პასუხისმგებლობა და ფორსმაჟორი
1. მხარეები წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მხარეთა პასუხისმგებლობა არ დგება დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხევაში, თუკი ის პირდაპირ გავლენას ახდენს მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე;
3. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის, „დაუძლეველი ძალის“ ქვეშ მხარეები გულისხმობენ გარემოებებს (სტიქიური უბედურება, ეპიდემია, საომარი მდგომარეობა), რომელთა დადგომა ან/და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ.
მუხლი 5🔗. დამატებითი პირობები და ვალდებულებები
1. „ხელშეკრულების საგნის“ პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების ღირებულების სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
2. თუ მყიდველი უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებისას დადგენილ ვადებში არ გადაიხდის „ხელშეკრულების საგნის“ სრულ ღირებულებას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება „ხელშეკრულების საგანზე“, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.
3. „ხელშეკრულების საგნის“ ღირებულების სრულად დაფარვამდე მყიდველს ქონება გადაეცემა პირობადებულ საკუთრებაში, ამასთან მყიდველს, საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება „ხელშეკრულების საგანი“ საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
მუხლი 6🔗. ხელშეკრულების შეწყვეტა
1. წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) დადგენილ ვადაში საბოლოო საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობა;
ბ) ხელშეკრულების პირობების დარღვევა;
გ) ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა.
2. ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობისას, მყიდველს ბეს თანხა არ უბრუნდება და ხელშეკრულება უქმდება.
მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებები
1. ხელშეკრულება იდება ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 3 (სამი) იდენტურ ეგზემპლარად. აქედან, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს ქონების მარეგისტრირებელ ორგანოს.
2. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები წყდება მოლაპარაკების გზით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად –
საერთო სასამართლოს მეშვეობით.
3. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 (სამი) წელი.
4. საკითხები, რომლებიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე ხელშეკრულებით, წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეების მიერ ხელმოწერისთანავე.
მუხლი 8🔗. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი ______________________ _________________________
(ხელმოწერა) მყიდველი
____________________ _______ ____________________________________
(სახელი და გვარი) (ხელმოწერა)
ბ.ა.
დანართი №5
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი/უპირობო ელექტრონული აუქციონის საფუძველზე სარგებლობის უფლებით გადაცემის
ხელშეკრულება № __
ქ.ბოლნისი
__ __ _______
რიცხვი თვე წელი
ხელშეკრულების მხარეები:
ერთი მხრივ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი _____________ (შემდგომში –
მესაკუთრე), და მეორეს მხრივ, აუქციონში გამარჯვებული (შემდგომში –
სარგებლობის უფლებით მიმღები) _________________ (პ/ნ ______________) წარმოდგენილი _____ (პ/ნ______________) სახით, მოქმედი _________________________________________________________________________________
უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები
საფუძველზე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669, _____ წლის ___________ № __ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებიანი/უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი/უპირობო სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებას (შემდგომში –
სარგებლობის ხელშეკრულება) შემდეგზე:
მუხლი 1🔗. ხელშეკრულების საგანი
1. წინამდებარე სარგებლობის ხელშეკრულების ფარგლებში „მესაკუთრე“ ,,მოსარგებლეს’’, რომელიც არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ ______ წლის ___-დან, ______ წლის ______-მდე ჩატარებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი, 2015 წლის 23 სექტემბრის ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებიანი/უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი № _ _ ოქმის საფუძველზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სარგებლობაში გადასცემს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ___________________________________ ________________
ქონების დასახელება, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან/მარეგისტრირებელი ორგანოდან, მათ შორის ინფორმაცია ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე,
___________________________________________________________________________________
(საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)
___________________________________ ფორმით
(აღნაგობა, უზუფრუქტი, იჯარა, ქირავნობა, თხოვება ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით)
___________________________________სარგებლობის___________________________მიზნით
(ქონებით სარგებლობის მიზანი)
2. „მესაკუთრე“ აცხადებს, რომ „ხელშეკრულების საგანი“ ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლოა და შეესაბამება აუქციონის განაცხადში აღნიშნულ პირობებს, რასაც სარგებლობის უფლებით მიმღები არ ხდის სადავოდ და წინამდებარე ხელშეკრულებას ხელმოწერით ადასტურებს.
3. „ხელშეკრულების საგანი“ ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისთვის. ნაკლს უთანაბრდება, თუ მესაკუთრე გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე.
4. ამ მუხლის მიზნებისათვის უფლებრივად უნაკლო მდგომარეობის ქვეშ „მხარეები“ გულისხმობენ იმას, რომ მესამე პირს არ შეუძლია წაუყენოს მოთხოვნები სარგებლობის უფლებით მიმღები „ხელშეკრულების საგნის“ გამო.
მუხლი 2🔗. ქირის საფასური და ანგარიშსწორების წესი
1. ყოველწლიური ქირა შეადგენს ______ (_____________) ლარს. (კვარტალში _________ლარი)
2. „აუქციონში გამარჯვებული“ ვალდებულია:
ქონების ქირის საფასური __________ (______________________) ლარი გადაიხადოს სარგებლობის
ხელშეკრულების გაფორმებიდან, ყოველკვარტალურად, მომდევნო თვის ათ რიცხვამდე შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
სახაზინო კოდი _____________________________________________________________
3. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში.
4. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა სარგებლობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.
5. სარგებლობის ფორმებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონებაზე სარგებლობის უფლება გადაეცემა პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული სარგებლობის ხელშეკრულებით. სსიპ –
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების საფასურსა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გაწეულ ხარჯებს ფარავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონებით სარგებლობის უფლებით მიმღები.
მუხლი 3🔗. ხელშეკრულების ვადა
1. წინამდებარე სარგებლობის ხელშეკრულებით
__________________________________ ფორმით
(აღნაგობა, უზუფრუქტი, იჯარა, ქირავნობა, თხოვება ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება აუქციონში გამარჯვებულს სარგებლობის უფლებით გადაეცემა ____ (_________) წლით, _--_ ( --- ) თვით.
2. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
მუხლი 4🔗. მხარეთა უფლება-მოვალეობები
1. „მესაკუთრეს“ უფლება აქვს:
ა. მოითხოვოს სარგებლობის უფლებით მიმღებისაგან წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;
ბ. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების, სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ, უხეშად დარღვევის ან/და ხელშეკრულების საგნის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში, ასევე სხვა პატივსადები მიზეზების არსებობისას მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა;
გ. სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში „ხელშეკრულების საგნის“ სარგებლობის უფლებით გადაცემის, დაგირავების ან/და სხვაგვარად დატვირთვის გამოყენების შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების დაუყოვნებლივი შეწყვეტა;
დ. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების ბრალეულობით დაზიანების შემთხვევაში, გონივრულ ვადაში მოითხოვოს გადაცემული ქონების აღდგენა, ზიანის ანაზღაურება, ასევე, მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა;
ე. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს დაათვალიეროს და შეამოწმოს „ხელშეკრულების საგანი“, მიიღოს მასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
2. „მესაკუთრე“ ვალდებულია:
ა. სარგებლობის უფლებით მიმღებს გადასცეს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, მაგრამ სარგებლობის უფლებით მიმღებს არ წარმოეშობა უფლებები ნივთის ნაკლის გამო, თუ ხელშეკრულების დადების მომენტში მან იცოდა ამის შესახებ.
ბ. თუ ნივთს აღმოაჩნდება ნაკლი, რომელიც აუქციონის გამოცხადებისა და ხელშეკრულების დადებისას არ ყოფილა სარგებლობის უფლებით მიმღებისათვის ცნობილი, დაუყოვნებლივ გამოასწოროს იგი თავისი ხარჯებით. უმნიშვნელო ნაკლი მხედველობაში არ მიიღება.
3. სარგებლობის უფლებით მიმღებს უფლება აქვს:
ა. გააუმჯობესოს „ხელშეკრულების საგანი“ „მესაკუთრეს“ თანხმობით.
ბ. მოთხოვოს მესაკუთრეს სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ ხელშეკრულების საგნის გადაცემა.
4. სარგებლობის უფლებით მიმღები ვალდებულია:
ა. გადაიხადოს სარგებლობის ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ქირის ოდენობა დადგენილი წესით;
ბ. გამოიყენოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონება მისი დანიშნულებისა და ამ ხელშეკრულების შესაბამისად, მიიღოს ყველა ზომა ქონების დაცვისა და ნორმალურ მდგომარეობაში შენარჩუნებისათვის;
გ. არ გაასხვისოს, არ დატვირთოს იპოთეკით, არ გადასცეს მემკვიდრეობით სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონება;
დ. ხელშეკრულების საგანი ან მისი ნაწილი მესამე პირს გადასცეს სარგებლობის უფლებით, მხოლოდ „მესაკუთრესთან“ შეთანხმებით;
ე. არ შეცვალოს გადაცემული ქონების სარგებლობის მიზანი „მესაკუთრის“ თანხმობის გარეშე;
ვ. დაუყოვნებლივ შეატყობინოს „მესაკუთრეს“, თუ ქონება დაზიანდა, განადგურდა ან მის შესანახად წარმოიშვა გაუთვალისწინებელი ხარჯები;
ზ. დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანძარსაწინააღმდეგო, უსაფრთხოებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, უზრუნველყოს გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა, კეთილსინდისიერად ისარგებლოს აღნიშნული ქონებით;
თ. შეასრულოს, პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში შემდეგი პირობები: (პირობიანი აუქციონის შემთხვევაში)
მუხლი 5🔗. პასუხისმგებლობა
1.ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონებით სარგებლობის უფლებით მიმღები ვალდებულია მისთვის გადაცემული ქონების გამოყენებისას დაიცვას აუქციონის ან/და სარგებლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები, სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ, წარუდგინოს ინფორმაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოთხოვნიდან
_________________________________________________________________________________
(მოთხოვნისთანავე/დადგენილ ვადაში)
2. სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სარგებლობის უფლებით მიმღებს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება წინამდებარე ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა. ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში –
გადაუხდელი ქირის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ბ. საინვეტიციო სამუშაოების შეუსრულებლობის შემთხვევაში –
დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
გ. სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით;
3. სარგებლობის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა სარგებლობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ. სარგებლობის უფლებით მიმღებს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები.
მუხლი 6🔗. მხარეთა პასუხისმგებლობა და ფორსმაჟორი
1. მხარეები წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მხარეთა პასუხისმგებლობა არ დგება დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხევაში, თუკი ის პირდაპირ გავლენას ახდენს მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
3. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის, „დაუძლეველი ძალის“ ქვეშ მხარეები გულისხმობენ გარემოებებს (სტიქიური უბედურება, ეპიდემია, საომარი მდგომარეობა), რომელთა დადგომა ან/და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ.
4. მხარე, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზად დაასახელებს ფორს-მაჟორულ გარემოებებს (დაუძლეველი ძალა), ვალდებულია მათი დადგომიდან 05 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში აცნობოს მეორე მხარეს აღნიშნულის შესახებ და დაადასტუროს მათი არსებობა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ფორს-მაჟორული გარემოებების შესახებ გამოცხადებული იქნება სახელმწიფო ორგანოების მიერ საჯაროდ, საინფორმაციო და მასობრივ საშუალებებში.
მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებები
1. ხელშეკრულება იდება ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 3 (სამი) იდენტურ ეგზემპლარად. აქედან, ერთი რჩება მესაკუთრეს, ხოლო ორი გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს ქონების მარეგისტრირებელ ორგანოს.
2. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები წყდება, მოლაპარაკების გზით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოს მეშვეობით.
3. საკითხები, რომლებიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე ხელშეკრულებით, წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეების მიერ ხელმოწერისთანავე.
მუხლი 8🔗. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი
__________________________ (ხელმოწერა)
სარგებლობის უფლებით მიმღები
_________________________________________________________________________________
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
ბ.ა
___________________________________________________________________________________
.
დანართი №6
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა
№
ეძლევა
_______________________________________________________________________
(მესაკუთრის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისი მისამართი)
მასზე, რომ მას გადაეცა საკუთრებაში,
______________________________________________________
(ქონების დასახელება და მისამართი)
____________________________________________________________
(ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი: წილის ოდენობა; უძრავი ქონების ფართობი)
_____________________________________________________________
(საიდენტიფიკაციო მონაცემები: საკადასტრო/ საიდენტიფიკაციო კოდი; სარეგისტრაციო ნომერი)
საფუძველი:
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
(ოქმის და ხელშეკრულების დასახელება თარიღი და ნომერი)
________________________________________________________________________________
მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად. ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, ხოლო მესამე ეგზემპლარი ინახება ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. მოწმობა ძალაშია ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან და ნასყიდობის ხელშეკრულებასთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
გაცემულია _______________________________
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი __________________________________
(ხელმოწერა) ბ.ა
.